ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაიზერ სოზა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2010


ცხოვრებას ვიწყებ თავიდან...

გშორდები ახლა, ისე გშორდები,
რომ სიახლოვეს ვეღარ ავიტან,
ჩამესმის ტკბილი ეს აკორდები
-მე ამ ცხოვრებას ვიწყებ თავიდან...

ჩემი სიცოცხლე გაალამაზე,
დრო კი საოცრად სწრაფად გავიდა,
არ ვისაუბრებ მეტჯერ ამაზე,
-მე ხომ ცხოვრებას ვიწყებ თავიდან...

შენი თვალების უტყვი სიტყვები
მახსოვს, არა სხვა, არა არ მინდა,
ჩვენს წიმის წვეთებს ლაღად მივყვები
და ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან...

გრძნობებს გავრიყავ, გრძნობებს გავრიყავ,
სითავხედე და სითამამიდან,
ახლა თავს ვიკლავ, ახლა თავს ვიკლავ,
ხვალ კი ცხოვრებას ვიწყებ თავიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები