ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2010


კაცს როდესაც ძლიერ გიჭირს

გასაჭირს რომ მედგრად დახვდე,
მაშინ გინდა სიბრძნე, ნიჭი,
არასოდეს არ დანებდე
თუ ხარ კაცი, თუ ხარ ბიჭი.

მაშინ, როცა ამ ცხოვრებას
უკან მისდევ, ის კი მიქრის,
ვერასოდეს დავეწევი,
არ გაივლო გულში ფიქრი.

მაშინაც კი, როცა მტერი
და იღბალიც საფლავს გითხრის,
უკან ნურასდროს დაიხევ,
თუკი ხმალი ოდნავ გიჭრის.


ეს ხომ ცხოვრების წესია,
ხან იბრძვი და ხანაც გილხინს,
მაშინ გინდა სიბრძნეც, ნიჭიც,
კაცს როდესაც ძლიერ გიჭირს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები