ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2010


დუელი

დუელი

--------------------
ერთხელაც უნდა
დასვა წერტილი,
რადგან ჩვენს შორის
სივრცე ვერ გათბა,
ჩემგან ათასჯერ
გულდაწყვეყილი,
დღეს ორეული
მესვრის ხელთათმანს...

მე მიცახცახებს
უკვე სხეული
და ვიდრე ტყვიას
ისვრის მეორე,
ჩემგან საბრალოდ
გამეტებული,
დღეს ორეული
მიწვდის რევოლვერს...

როგორ გვიხდება,
ღმერთო, ფრაკები
და რა ახლოა,
თურმე კარიბჭე,
ასე სუფდა და
ასე ნატიფი,
დღეს ორეული
მითვლის ნაბიჯებს...

ბოლოს შერჩება
ვიცი ბარათებს,
ცოტა სისხლი
და ცოტა გუაში,
ჩვენში ერთერთი
უნდა გადარჩეს,
დღეს ორეული
მიწვევს დუელში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები