სათნო სახის, ახოვანი, მკლავმაგარი, სამშობლოზე დიდად შეყვარებული, აშენებდა ღვთის კურთხევით სალოცავებს, ის ამისთვის იყო დაბადებული.
ღვთის მორჩილი, მჭერმეტყველი იყო ბერი, ქრისტეს მადლით რწმენას აძლიერებდა, ის იღწვოდა აჰყოლოდა მთელი ერი, წმინდა საქმე მათ ცოდვილ სულს არგებდა.
ქადაგებდა ზნეობას და ღვთის სამსახურს, უფლის ნებით ბევრ საწადელს აღწევდა, დაეძებდა სიკეთის და მართლის მსახურს. მათთან ერთად მტკიცე ტაძრებს აგებდა.
ის ებრძოდა სიბილწეს და ბოროტებას, მისი სიტყვა იყო ხმალზე ძლიერი, მან შეძლო და სიკეთისკენ მოაბრუნა, ბევრი ურჩი, ორგული თუ ცბიერი.
უდაბნოში აშენებდა ეკლესიებს, მოწაფენიც სათანადოდ აღზარდა, საქართველოს გადარჩენისათვის, ქრისტეს რწმენა ქვეყანაში გაზარდა.
აღესრულა ღირსი მამა ღრმად მოხუცი, ანდერძი კი სრულყო ჭირისუფალმა, ის დაკრძალეს ხანძთის მამათ მონასტერში, მისი სული მიიბარა უფალმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძალიან მომეწონა დავით, ყოჩაღ! შენ აღარ ხუმრობ.. ძალიან მომეწონა დავით, ყოჩაღ! შენ აღარ ხუმრობ..
10. მშვენიერია ლექსი, თუ სხვა რამ ფორმა სათქმელის, როდესაც გულწრფელად ითქმის. აქ გულწრფელობა მოსჩანს და ეს უკვე ნიშნავს კარგს. წარმატებები ავტორს. მშვენიერია ლექსი, თუ სხვა რამ ფორმა სათქმელის, როდესაც გულწრფელად ითქმის. აქ გულწრფელობა მოსჩანს და ეს უკვე ნიშნავს კარგს. წარმატებები ავტორს.
9. სიალალე მიყვარს ხოლმე ნაწერებში და ამ ლექსში სწორედ ეს ალალი განწყობა იგრძნობა ღირსი მამისადმი! უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ავტორო! წმინდა გრიგოლ ხანძთელის მეოხება და შემწეობა არ მოგკლებოდეს! სიალალე მიყვარს ხოლმე ნაწერებში და ამ ლექსში სწორედ ეს ალალი განწყობა იგრძნობა ღირსი მამისადმი! უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ავტორო! წმინდა გრიგოლ ხანძთელის მეოხება და შემწეობა არ მოგკლებოდეს!
8. ნიკას ვეთანხმები. გაიხარე, დავით!..
ნიკას ვეთანხმები. გაიხარე, დავით!..
7. გრიგოლ ხანძთელის ხსოვნა და არდავიწყება იყოს!!! გრიგოლ ხანძთელის ხსოვნა და არდავიწყება იყოს!!!
6. გაიხარე, კეთილმორწმუნე ადამიანო! 555 გაიხარე, კეთილმორწმუნე ადამიანო! 555
5. +5!!! გვფარავდეს წმინდა გრიგოლის სული! +5!!! გვფარავდეს წმინდა გრიგოლის სული!
4. ..
სუფთა ნაწერია.. დავით.. გაიხარე..
ყველა სიკეთე..
5! ..
სუფთა ნაწერია.. დავით.. გაიხარე..
ყველა სიკეთე..
5!
3. აღესრულა ღირსი მამა ღრმად მოხუცი, ანდერძი კი სრულყო ჭირისუფალმა, ის დაკრძალეს ხანძთის მამათ მონასტერში, მისი სული მიიბარა უფალმა.
555555 აღესრულა ღირსი მამა ღრმად მოხუცი, ანდერძი კი სრულყო ჭირისუფალმა, ის დაკრძალეს ხანძთის მამათ მონასტერში, მისი სული მიიბარა უფალმა.
555555
2. დიდათ შეყვარებული-დიდად ჩაასწორე,ვფიქრობ ასეა. დიდათ შეყვარებული-დიდად ჩაასწორე,ვფიქრობ ასეა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|