ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია კიმოთიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


დედაჩემს

მინდა მომეფერო როგორც ბავშვობაში,
ცრემლებს ვერ ვიკავებ უშენობის,
სითეთრე შეგეპარა ვხედავ თმაში ,
და მეშინია უთქმელობის.

ასეთი თბილი და საყვარელი,
ვშიშობ ვეღარაფერს შეგადარო,
მინდა წაგიშალო სადარდელი,
სიცოცხლე სიხარულად შეგაფარო.

მიკვირს ასე კარგი როგორა ხარ,
ჩემი სულის თეთრი ანგელოზი,
შენთვის ხომ ყოველთვის პატარა ვარ,
მე კი არასოდეს არ მეყოფი.

თათი კიმოთიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები