ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე სულავა
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


ცოდვილი ვარ, მომიტევე, მამაო

გაისმის სამრეკლოს ზართა გრიალი,
და კვნესა მათი ცის თაღებს სწვდება.
რუდუნებს ბერი, ალბათ თავისთვის,
-ილოცეთ, - მესმის მისი ძახილი.
მე სათითაოდ დავანთებ სანთლებს
ცრემლები მათი ფუფქავენ ხელებს,
მეწვის - არ ვტირი, მტკივა - გამივლის,
ამას უბრალოდ გულით განვიცდი.
მუხლმოდრეკილი ვემთხვევი ხატებს
და ვგოდებ ჩუმად: - ილოცეთ ჩემთვის,
ყველამ ილოცეთ, სულთა დახსნისთვის...
ვდგავარ შეწირული, უმწეო კრავი,
ველი შეწყალებას ცოდვით დაზაფრული,
ტკბილი ყოფილა უფლის შეგონება,
მე მესმის სულის გამოძახილი.
            რიალებს ზეცა,
            ღრიალებს ხალხი,
და კვლავ გაისმის სულთა გოდება,
უფალო, გვიხსენ, სად არს შვება?!
ყველამ ვილოცოთ სულთა დახსნისთვის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები