"არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ..." - ლუკას სახარება
"სხვებში ის გვეზიზღება, რაც ამავდროულად ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს..." - /ჰერმან ჰესე/
"წინ, სულელო მეზღვაურო..." - /გურამ რჩეულიშვილი/
"ან, ან ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ტანი უკვე გადახტა და სული კივის მოაჯირთან..." - ბექა აბუთიძე
"მე ვცადე მაინც..." - /კენ კიზი/
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
შენ აკვირდები მანიპულირებული მარიონეტების პოზიციებს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ქცევებს, ჩვევებს, მათთვის დამახასიათებელს, ნერვულ აშლილობებს, აფექტებს, რათა მისცე არათანმიმდევრული ასპექტი შენი ნაწერების პერსონაჟთა ნაწილს, რომელთაგან ზოგი ცეცხლზე დავწვით, ზოგს ყური მოვაჭერით, (აქ, ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ტანი უკვე გადახტა და სული კივის მოაჯირთან) ზოგი გილიოტინაზე ავიყვანეთ და თავი მოვკვეთეთ, (არაუშავს თუ გამჭვირვალეა (და არა გამჭოლი) სიკვდილმისჯილის ბოლო გამოხედვა, ჩვენთვის მაინც სულერთია - ჩაგვაცივდი, მოგვაშტერდი) ზოგი დედის მუცელშივე მოვაშთეთ, ზოგი ბაჭიასავით ხტუნვის დროს დავხვრიტეთ, აუტანელია ამ ჩაკეტილ წრეში დარჩე, გარეთ არ გახვიდე და მთელი ხმით არ აღრიალდე, არ აყვირდე, რომ გათენებამდე შორია, რომ ჯერ ძალიან ადრეა... ზოგი ცხენის კუდზე გამოვაბით და ვათრიეთ, ზოგი სახრჩობელაზე დავკიდეთ, (ძალიან შორს შეტოპე თუ დააკვირდი) ზოგი ცოცხლად დავმარხეთ, (საბოლოოდ იქამდე მიხვალ - თავს გავამხელთ, ყველა დაინახავს, რომ მოთმინება გვღალატობს - იუდა) ზოგს წვივები დავაჭერით და ძაღლებს მივუგდეთ, მხეცები მივუსიეთ...
მათი ერთადერთი დანაშაულია მათივე ბედისწერა - საუკუნიდან საუკუნეში გადაიტანონ ქრისტეს იმპულსი.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
დგანან და იცდიან.
შენი ადგილი აქ არ არის, ამიტომ ვერ ისვენებ, ამიტომ გაკანკალებს, ბოლო ჟამია და ბუნებრივია, რომ გაციებს, ცხოვრებას სულაც არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზაცია, საითაც გინდა გაიხედე - ბნელდება, სიმართლის თქმა ყოველთვის რევოლუციური ქმედებაა. დღეს შემოქმედებითი განვითარების იდეას ვეღარ იტევს დადგენილი სტრუქტურა, უკვე აღმოჩენილი ექვსივე მატერიკი, სისულელეა ეს სენტიმენტალური ბჟუტური, გულის განმგმირავი პათეტიკა, მკაცრად დაცული ტერიტორიები, აკრძალული ზონები, გარესამყაროსგან იზოლირებული ადამიანი ვერ გააკეთებს პიროვნული ნებელობის აღმოჩენას, თავის დამშვიდებაც ტყუილი იქნება, რომ უფალს დაავიწყდი, უბრალოდ გამორჩი. დღეს რეალური არჩევანი ორია: ან - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, (თვალი გაცდუნებს - გამოითხარო, ხელი გაცდუნებს - მოიჭრა) მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო... ან - მორჩილად შეასრულო გენმოდიფიცირებული არსებების გამომყვანი ტირანების მორალურ-ზნეობრივი იმპერატივები, ანუ გააგრძელო - ყველაფრის მოთმენა, ყველაფრის ატანა, ყველაფრის პატიება - მათთვის, რომ არ ჩავარდეს ექსპერიმენტი - სპეციალური დანიშნულების ეშელონთან კიდევ ერთი რგოლის მიერთება.
დღეს პოეზია არ არის მხოლოდ მარტივი ფილოსოფია, როცა აუტოფობიის მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს სამყაროს და ყველა მზად არის დაყაროს იარაღი, გაბანალურდნენ სიტყვები - ღირსება, სიამაყე, და თუ პირში არ მიაძახე ნაგავსაყრელზე დაყრილ ჯერ ისევ თბილ გვამებს, რომ კი არ ცოცხლობენ, მხოლოდ სუნთქავენ და ერთმანეთს ჭამენ, ჭამენ, ჭამენ, ჭა-მენ, ტყუილად დაელოდები გათენებას, ზეწრისფერ ცას, რადგან დრო მხოლოდ წამია, კაცს ერთხელ წასაოხუნჯებლად რომ ეყოფა და სანამ გაზიდებს, გული გერევა და გაწუხებს, გტანჯავს, გკლავს, სასაზე გეკრობა ეს შეგრძნება, გადაუდებელი აუცილებლობაა, ფორს-მაჟორი - (რათა ამოსაძირკვი ამოძირკვო, მოსაშორებელი მოაშორო) ეპოქის ხელყოფა.
დღეს პოეზია არ არის მხოლოდ მარტივი ფილოსოფია, მორფია, ნარკოტიკი, ზემოქმედებს, სიგიჟით ინფიცირებულია ყველა ნამდვილი შემოქმედი და შეიშალე, აიშვი, რადგან არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, ინდივიდის, ერთი კაცის, კონკრეტულად - შენი თავისუფლების გარეშე.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
აბსოლუტურად უიმედოა მანიპულირებული მარიონეტების პოზიცია. შენ აკვირდები ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ქცევებს, ჩვევებს, მათთვის დამახასიათებელს, ნერვულ აშლილობებს, აფექტებს, და ერთხელაც მოხდება - დაარღვევ კანონზომიერებას, გამოხვალ კონტროლიდან, აფეთქდები - რომ ზღვარს მიღმა დატოვო ტვინში დაგროვილ ათასტონობით დოგმა, რომ გადააყირავო სულ მუდამ ერთი მიმართულებით მიმავალი დროგი, რომ ამხილო ყველა გამოგონილი ღმერთის მოჩვენებითი სიდიადე, რომ არამც და არამც იცოცხლო სხვის ჭკუაზე, რომ არამც და არამც მოკვდე შენს საკუთარ, ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ სიკვდილამდე.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
დგანან და იცდიან, ელოდონ, იცადონ. (ბოლო სადგური გარდაუვალი დაღუპვაა თუ კურსი არ შეიცვალა) შენ ცდილობ ჯერ უცნობ პორტამდე მიხვიდე, მოძრაობ სიგიჟის ლოგიკის მიხედვით, წერ, ცოცხლობ, ოცნებობ, ყვირიხარ, ხმაურობ და წინ, წინ, წინ, წინ,
წინ! სულელო მეზღვაურო -
გახსოვს, რომ ბოლოს მერფი იყო, მაკი, და მორჩა, დრო, შუალედში, როგორც წესი - პაუზას იღებს, და თუ ერთ შეშლილს, გამონაკლისს, ფეხებს ვერ მოჭამს, მერე ათასებს მიდგება და... ხმა ამოიღე, ხმა ამოიღე - ერთი კაცი იქეცი შვიდად, (თუ ქარი არ ქრის - ვერც ღრუბელი შეიცვლის ფორმას) გაერთიანდით, როცა ირგვლივ ყველაფერს შლიდა დრო, დაარღვიეთ მდუმარება - ქცეული ნორმად - გადაუხსენით იოგები გამობსკვნილ ყულფებს, გამხილდით, ჰიპოანემიურ ჰაერს რომ სუნთქავთ, მაგრამ ეგრეა - ვერ არწყულებს წყლის ერთი ყლუპი ამ ხახაგამშრალ ცხოვრებას და ვერც აქ იბუთქა მოუსვენრობამ ხასიათის, დრო თვალებს ლულავს, ადევს და უფრო დაედება ეპოქას ლექი...
ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით, პალატებს ვითვლით გოლგოთამდე, სხვამ თავის მექა გაიტანოს, ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
რადგანაც იცი, გესმის რადგან, რადგანაც ხედავ - არ გაუშვებენ პაციენტებს აქედან არსად, და თუ აქამდე დაუწერელ ნაწერებს ხევდი, ახლა პირიქით - დაწერე და ბლეფია, ფარსი - უსიტყვოდ ყველა თანადგომა, თაღლითო ჯეკი, ასეა, უნდა შეაღწიო როგორმე შიგნით, მერე იქნება მოისვენო, დამშვიდდე, ჯერ კი - იქ უნდა მოხვდე, ეპოქა რომ ოცნებებს შიგნავს. და სულ ერთია - რა გეგმები აქვს მედდა რეტჩედს, ხმას, მხოლოდ ხმასღა ელოდება გუგულის ბუდე, თუ ხალხი დამაწყნარებლებით გაჭყიპონ - ერჩი – ამ ცივსისხლიან, დაუნდობელ ქმედებებს - უნდა გადაიტანო კიდეც მათი ტკივილი მხრებში, ნერვიდან ნერვში, ერთი ბოლო ჩაიბა თოკის, თუ თავგანწირვა ნამდვილია, ნაღდია, ქეში, სიკვდილს თუ ხელით შეეხები - დაამსხვრევ ბორკილს...
და მერე - პეპი გრძელიწინდა, ჰეკ ფინი, ტომი, ლიონბერგელი ემილი და გავროში, გერდა, კაი, პატარა უფლისწული... მთავრდება ომი, ომი, რომელშიც მხოლოდ ერთი შეშლილი კვდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. მართლაც, რომ გენიალურია! ++++++++++++++++++++++++ მართლაც, რომ გენიალურია! ++++++++++++++++++++++++
39. გენიალურია!+777 გენიალურია!+777
38. ...........ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
................ ++ ...........ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
................ ++
37. ახლა ისევ მივუბრუნდები და შევეცდები წავიკითხო უფრო მშვიდად........ ახლა ისევ მივუბრუნდები და შევეცდები წავიკითხო უფრო მშვიდად........
36. ..... აქ სიტყვა ისეთია, რომ...... სჯობს დადუმდე და მოუსმინო...... ..... აქ სიტყვა ისეთია, რომ...... სჯობს დადუმდე და მოუსმინო......
35. ეს პოემა ძალიან მომეწონა +5 ეს პოემა ძალიან მომეწონა +5
34. ბრავო!!! ბრავო!!! ძალიან ძლიერი ნამუშევარი!!! ეს მხოლოდ ლექსი არ არის!!! გაიხარე შენა!!! ბრავო!!! ბრავო!!! ძალიან ძლიერი ნამუშევარი!!! ეს მხოლოდ ლექსი არ არის!!! გაიხარე შენა!!!
33. ჩემი პოეტი ხარ შენ.. მარტო ჩემი.. ჩემი პოეტი ხარ შენ.. მარტო ჩემი..
32. კარგიხანია არ წამკითხიხარ, ასე ვთქვათ შევისვენე შენი ლექსებისგან , მოვედი და ისევ ისე, ემოციურად კბილებში გამოცრილი პოეზია დამხვდა :) 5 კარგიხანია არ წამკითხიხარ, ასე ვთქვათ შევისვენე შენი ლექსებისგან , მოვედი და ისევ ისე, ემოციურად კბილებში გამოცრილი პოეზია დამხვდა :) 5
31. ეს ლექსი კი არაა მარტო, პროტესტია... ეს სამყაროსათვის სილის გარტყმაა ორივე ლოყაში, ალიყურია და მიყვარს მე ასეთი ლექსი-პროტესტები. იმსახურებს სამყარო ასეთ ლექსებს და საერთოდ, რაც აქაურობას გადავხედე, ანუ ამ ადამიანის პოეზიას, ხმამაღლა ვამბობ მე, ანტიგონე, აი, ესაა პოეზია, ძმაო:) ეს ლექსი კი არაა მარტო, პროტესტია... ეს სამყაროსათვის სილის გარტყმაა ორივე ლოყაში, ალიყურია და მიყვარს მე ასეთი ლექსი-პროტესტები. იმსახურებს სამყარო ასეთ ლექსებს და საერთოდ, რაც აქაურობას გადავხედე, ანუ ამ ადამიანის პოეზიას, ხმამაღლა ვამბობ მე, ანტიგონე, აი, ესაა პოეზია, ძმაო:)
30. მე ეს პოეტი ფიქრის დროს მაძებნინებს... მე ეს პოეტი ფიქრის დროს მაძებნინებს...
29. მაგარია როგორ!!! მაგარია როგორ!!!
28. თორნიკეს კომენტარს შემოვყევი და ბარემ დავეთანხმები. თორნიკეს კომენტარს შემოვყევი და ბარემ დავეთანხმები.
27. 25. ხშირად იმედის თვალს მიაპყრობ ზეცას,მაცრამ ის არ არსებობს.ყოფამ ჩაყლაპა. ცის ძებნა აბსურდია. ამიტომაც ისეთი ფორმა. იგივე ტკივილია თქვენი უპოეტესობის ერთტომიან ტვინის ნაჭყლეტში. ის( ცა კიდობანში) არ არის ურაკული ლექსის შტამპი. ქება-დიდების შესასხმელი ბევრი ძამულია გყავთ ურაკზე. საიდან პოეტებში ამდენი ლიქნი.... რუსუდან-ბოლო. 2010-10-13 15:01:16
ვერ გავიგე ამ კომენტარის არსი... და თუ უარყოფითია და ამბობს, რომ ეს არის შტამპიო, მაშინ მხოლოდ ერთ ციტატას ამოვირებ ლექსიდან და მეტი არაფერი... ყველაფერი ნათელი გახდება.
”ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით,”
25. ხშირად იმედის თვალს მიაპყრობ ზეცას,მაცრამ ის არ არსებობს.ყოფამ ჩაყლაპა. ცის ძებნა აბსურდია. ამიტომაც ისეთი ფორმა. იგივე ტკივილია თქვენი უპოეტესობის ერთტომიან ტვინის ნაჭყლეტში. ის( ცა კიდობანში) არ არის ურაკული ლექსის შტამპი. ქება-დიდების შესასხმელი ბევრი ძამულია გყავთ ურაკზე. საიდან პოეტებში ამდენი ლიქნი.... რუსუდან-ბოლო. 2010-10-13 15:01:16
ვერ გავიგე ამ კომენტარის არსი... და თუ უარყოფითია და ამბობს, რომ ეს არის შტამპიო, მაშინ მხოლოდ ერთ ციტატას ამოვირებ ლექსიდან და მეტი არაფერი... ყველაფერი ნათელი გახდება.
”ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით,”
26. მიყვარს ეს პოეტი მიყვარს ეს პოეტი
25. ხშირად იმედის თვალს მიაპყრობ ზეცას,მაცრამ ის არ არსებობს.ყოფამ ჩაყლაპა. ცის ძებნა აბსურდია. ამიტომაც ისეთი ფორმა. იგივე ტკივილია თქვენი უპოეტესობის ერთტომიან ტვინის ნაჭყლეტში. ის( ცა კიდობანში) არ არის ურაკული ლექსის შტამპი. ქება-დიდების შესასხმელი ბევრი ძამულია გყავთ ურაკზე. საიდან პოეტებში ამდენი ლიქნი.... ხშირად იმედის თვალს მიაპყრობ ზეცას,მაცრამ ის არ არსებობს.ყოფამ ჩაყლაპა. ცის ძებნა აბსურდია. ამიტომაც ისეთი ფორმა. იგივე ტკივილია თქვენი უპოეტესობის ერთტომიან ტვინის ნაჭყლეტში. ის( ცა კიდობანში) არ არის ურაკული ლექსის შტამპი. ქება-დიდების შესასხმელი ბევრი ძამულია გყავთ ურაკზე. საიდან პოეტებში ამდენი ლიქნი....
24. ხშირად იმედის თვალს მიაპყრობ ზეცას,მაცრამ ის არ არსებობს.ყოფამ ჩაყლაპა. ცის ძებნა აბსურდია. ამიტომაც ისეთი ფორმა. იგივე ტკივილია თქვენი უპოეტესობის ერთტომიან ტვინის ნაჭყლეტში. ის( ცა კიდობანში) არ არის ურაკული ლექსის შტამპი. ქება-დიდების შესასხმელი ბევრი ძამულია გყავთ ურაკზე. საიდან პოეტებში ამდენი ლიქნი.... ხშირად იმედის თვალს მიაპყრობ ზეცას,მაცრამ ის არ არსებობს.ყოფამ ჩაყლაპა. ცის ძებნა აბსურდია. ამიტომაც ისეთი ფორმა. იგივე ტკივილია თქვენი უპოეტესობის ერთტომიან ტვინის ნაჭყლეტში. ის( ცა კიდობანში) არ არის ურაკული ლექსის შტამპი. ქება-დიდების შესასხმელი ბევრი ძამულია გყავთ ურაკზე. საიდან პოეტებში ამდენი ლიქნი....
23. დავდუმდი.... დავდუმდი....
22. ისეთი განცდა დამრჩა, თითქოს ეს-ესაა, რაღაც გრანდიოზულ მსოფლიო მოძრაობას პირველი ბიძგი მისცა ერთმა არაჩვეულებრივმა პოეტმა და ადამიანმა... ჩემი "ყველაზემეტი" +2 ისეთი განცდა დამრჩა, თითქოს ეს-ესაა, რაღაც გრანდიოზულ მსოფლიო მოძრაობას პირველი ბიძგი მისცა ერთმა არაჩვეულებრივმა პოეტმა და ადამიანმა... ჩემი "ყველაზემეტი" +2
21. სიმართლის თქმა ყოველთვის რევოლუციური ქმედებაა
ლაცაბიძეს ვეთანხმები! +5!!! სიმართლის თქმა ყოველთვის რევოლუციური ქმედებაა
ლაცაბიძეს ვეთანხმები! +5!!!
20. აი, ლექსი!!!!!! რა მუხტი აქვს! აი, ლექსი!!!!!! რა მუხტი აქვს!
18. გახსოვს, რომ ბოლოს მერფი იყო, მაკი, და მორჩა, დრო, შუალედში, როგორც წესი - პაუზას იღებს, და თუ ერთ შეშლილს, გამონაკლისს, ფეხებს ვერ მოჭამს, მერე ათასებს მიდგება და... ხმა ამოიღე, ხმა ამოიღე - ერთი კაცი იქეცი შვიდად, (თუ ქარი არ ქრის - ვერც ღრუბელი შეიცვლის ფორმას) გაერთიანდით, როცა ირგვლივ ყველაფერს შლიდა დრო, დაარღვიეთ მდუმარება - ქცეული ნორმად - გადაუხსენით იოგები გამობსკვნილ ყულფებს, გამხილდით, ჰიპოანემიურ ჰაერს რომ სუნთქავთ, მაგრამ ეგრეა - ვერ არწყულებს წყლის ერთი ყლუპი ამ ხახაგამშრალ ცხოვრებას და ვერც აქ იბუთქა მოუსვენრობამ ხასიათის, დრო თვალებს ლულავს, ადევს და უფრო დაედება ეპოქას ლექი...
არც ბოლო დროს და არც მანამდე ასეთი არაფერი წამიკითხავს... ასეთი პროტესტი საკუთარ ბითურობაში ჩაძირულ თანამედროვეობას, მხოლოდ ნაღდმა პოეტმა შეუძლია გამოუცხადოს. აქ არაფერია ტრანსფარანტული, აქ მოაზროვნე ადამიანის დედაბუდიანად ამოხეთქილი ტკივილია , რა ბედნიერებაა, რომ არსებობს ახალგაზრდა კაცი, ვინც ცოცხალი თავით არ ეგუება ერთ თარგზე მოჭრილ ერთფეროსნებს, ვისაც ასე სტკივა "გამოშიგნული ეპოქა", ბრავო, ნიკა!!! გახსოვს, რომ ბოლოს მერფი იყო, მაკი, და მორჩა, დრო, შუალედში, როგორც წესი - პაუზას იღებს, და თუ ერთ შეშლილს, გამონაკლისს, ფეხებს ვერ მოჭამს, მერე ათასებს მიდგება და... ხმა ამოიღე, ხმა ამოიღე - ერთი კაცი იქეცი შვიდად, (თუ ქარი არ ქრის - ვერც ღრუბელი შეიცვლის ფორმას) გაერთიანდით, როცა ირგვლივ ყველაფერს შლიდა დრო, დაარღვიეთ მდუმარება - ქცეული ნორმად - გადაუხსენით იოგები გამობსკვნილ ყულფებს, გამხილდით, ჰიპოანემიურ ჰაერს რომ სუნთქავთ, მაგრამ ეგრეა - ვერ არწყულებს წყლის ერთი ყლუპი ამ ხახაგამშრალ ცხოვრებას და ვერც აქ იბუთქა მოუსვენრობამ ხასიათის, დრო თვალებს ლულავს, ადევს და უფრო დაედება ეპოქას ლექი...
არც ბოლო დროს და არც მანამდე ასეთი არაფერი წამიკითხავს... ასეთი პროტესტი საკუთარ ბითურობაში ჩაძირულ თანამედროვეობას, მხოლოდ ნაღდმა პოეტმა შეუძლია გამოუცხადოს. აქ არაფერია ტრანსფარანტული, აქ მოაზროვნე ადამიანის დედაბუდიანად ამოხეთქილი ტკივილია , რა ბედნიერებაა, რომ არსებობს ახალგაზრდა კაცი, ვინც ცოცხალი თავით არ ეგუება ერთ თარგზე მოჭრილ ერთფეროსნებს, ვისაც ასე სტკივა "გამოშიგნული ეპოქა", ბრავო, ნიკა!!!
17. გარესამყაროსგან იზოლირებული ადამიანი ვერ გააკეთებს პიროვნული ნებელობის აღმოჩენას, თავის დამშვიდებაც ტყუილი იქნება, რომ უფალს დაავიწყდი, უბრალოდ გამორჩი. დღეს რეალური არჩევანი ორია: ან - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, (თვალი გაცდუნებს - გამოითხარო, ხელი გაცდუნებს - მოიჭრა) მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო...
სიგიჟით ინფიცირებულია ყველა ნამდვილი შემოქმედი და შეიშალე, აიშვი, რადგან არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, ინდივიდის, ერთი კაცის, კონკრეტულად - შენი თავისუფლების გარეშე.
ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით, პალატებს ვითვლით გოლგოთამდე, სხვამ თავის მექა გაიტანოს, ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
მომწონს! მომწონს!!! და კიდევ მომწოონს!!! გარესამყაროსგან იზოლირებული ადამიანი ვერ გააკეთებს პიროვნული ნებელობის აღმოჩენას, თავის დამშვიდებაც ტყუილი იქნება, რომ უფალს დაავიწყდი, უბრალოდ გამორჩი. დღეს რეალური არჩევანი ორია: ან - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, (თვალი გაცდუნებს - გამოითხარო, ხელი გაცდუნებს - მოიჭრა) მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო...
სიგიჟით ინფიცირებულია ყველა ნამდვილი შემოქმედი და შეიშალე, აიშვი, რადგან არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, ინდივიდის, ერთი კაცის, კონკრეტულად - შენი თავისუფლების გარეშე.
ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით, პალატებს ვითვლით გოლგოთამდე, სხვამ თავის მექა გაიტანოს, ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
მომწონს! მომწონს!!! და კიდევ მომწოონს!!!
16. ზოგი ცეცხლზე დავწვით, ზოგს ყური მოვაჭერით, (აქ, ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ტანი უკვე გადახტა და სული კივის მოაჯირთან) ზოგი გილიოტინაზე ავიყვანეთ და თავი მოვკვეთეთ,
ჟანა დ' არკი და ჯორდანო ბრუნო კოცონზე დასწვეს. ვან გოგმა ყური მოიჭრა. მეფე ლუდოვიკო მე-16-ს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს!!!
ლექსი გენიალურია! ზოგი ცეცხლზე დავწვით, ზოგს ყური მოვაჭერით, (აქ, ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ტანი უკვე გადახტა და სული კივის მოაჯირთან) ზოგი გილიოტინაზე ავიყვანეთ და თავი მოვკვეთეთ,
ჟანა დ` არკი და ჯორდანო ბრუნო კოცონზე დასწვეს. ვან გოგმა ყური მოიჭრა. მეფე ლუდოვიკო მე-16-ს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს!!!
ლექსი გენიალურია!
15. ნიკუშ, ახლა ისევ თავიდან წავიკითხე შენი და ჩემი ბოლო ლექსები...
ასტრალის გზა იქნება დარბაზში, ახლა ტანში უცებ შემახურებს და შემაციებს ისე ვარ, თითები გამიბუჟდა.
აუუ, დედააა, რა იქნებააა. ყველა სხვანაირი გავა დარბაზიდან, სხვანირი.
ვიმოქმედებთ მკვდრებზეც კი - სულ მარტივად...
აიღეთ ბილეთი ნირვანამდე... ტრამვაი გადის დეპოდან! ნიკუშ, ახლა ისევ თავიდან წავიკითხე შენი და ჩემი ბოლო ლექსები...
ასტრალის გზა იქნება დარბაზში, ახლა ტანში უცებ შემახურებს და შემაციებს ისე ვარ, თითები გამიბუჟდა.
აუუ, დედააა, რა იქნებააა. ყველა სხვანაირი გავა დარბაზიდან, სხვანირი.
ვიმოქმედებთ მკვდრებზეც კი - სულ მარტივად...
აიღეთ ბილეთი ნირვანამდე... ტრამვაი გადის დეპოდან!
14. ან - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო...
რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
თუ თავგანწირვა ნამდვილია, ნაღდია, ქეში, სიკვდილს თუ ხელით შეეხები - დაამსხვრევ ბორკილს...
და მერე - პეპი გრძელიწინდა, ჰეკ ფინი, ტომი, ლიონბერგელი ემილი და გავროში, გერდა, კაი, პატარა უფლისწული... მთავრდება ომი, ომი, რომელშიც მხოლოდ ერთი შეშლილი კვდება.
მე მგონი ნიკა ყველა საზღვარს გადასცდა და გავიდა მიღმა...55555555555 გაოცებული ვარ...გასახტებული...ამის მერე რაღა უნდა დაწერო კაცმა?... ყველაფერია ნათქვამი, რაც იყო.... და ისაც რაც იქნება...:)))) ან - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო...
რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
თუ თავგანწირვა ნამდვილია, ნაღდია, ქეში, სიკვდილს თუ ხელით შეეხები - დაამსხვრევ ბორკილს...
და მერე - პეპი გრძელიწინდა, ჰეკ ფინი, ტომი, ლიონბერგელი ემილი და გავროში, გერდა, კაი, პატარა უფლისწული... მთავრდება ომი, ომი, რომელშიც მხოლოდ ერთი შეშლილი კვდება.
მე მგონი ნიკა ყველა საზღვარს გადასცდა და გავიდა მიღმა...55555555555 გაოცებული ვარ...გასახტებული...ამის მერე რაღა უნდა დაწერო კაცმა?... ყველაფერია ნათქვამი, რაც იყო.... და ისაც რაც იქნება...:))))
13. ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით, პალატებს ვითვლით გოლგოთამდე, სხვამ თავის მექა გაიტანოს, ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
საოცარი, საოცარი ლექსია! +5 ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით, პალატებს ვითვლით გოლგოთამდე, სხვამ თავის მექა გაიტანოს, ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
საოცარი, საოცარი ლექსია! +5
12. ნიკუშ
ეგრეა - ვერ არწყულებს წყლის ერთი ყლუპი ამ ხახაგამშრალ ცხოვრებას...
ნიკუშ
ეგრეა - ვერ არწყულებს წყლის ერთი ყლუპი ამ ხახაგამშრალ ცხოვრებას...
11. ეჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეი...
ეს არის ყველაზე განწირული შეძახილი. ეჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეი...
ეს არის ყველაზე განწირული შეძახილი.
10. ნიკაა.. აქ და ახლა :) როგორც ნიიმ თქვა წინ..
:-*
მიყვარს ამ სამყაროში..
ნიკაა.. აქ და ახლა :) როგორც ნიიმ თქვა წინ..
:-*
მიყვარს ამ სამყაროში..
9. "ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით.." ამათზე ზრუნვის უნარი მაინც თუ შეგვრჩა,დაე.. :)
ბოლო მონაკვეთმა რატომღაც, დიკაპრიოს ყველაზე კარგი როლი და ფილმი "შეშლილთა კუნძული" გამახსენა. "ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით.." ამათზე ზრუნვის უნარი მაინც თუ შეგვრჩა,დაე.. :)
ბოლო მონაკვეთმა რატომღაც, დიკაპრიოს ყველაზე კარგი როლი და ფილმი "შეშლილთა კუნძული" გამახსენა.
8. ნ - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, (თვალი გაცდუნებს - გამოითხარო, ხელი გაცდუნებს - მოიჭრა) მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო... ან - მორჩილად შეასრულო გენმოდიფიცირებული არსებების გამომყვანი ტირანების მორალურ-ზნეობრივი იმპერატივები,
---დანარჩენი ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ და აქეთაა... უძლიერესი ხედვაა .განვიცადე. ნ - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, (თვალი გაცდუნებს - გამოითხარო, ხელი გაცდუნებს - მოიჭრა) მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო... ან - მორჩილად შეასრულო გენმოდიფიცირებული არსებების გამომყვანი ტირანების მორალურ-ზნეობრივი იმპერატივები,
---დანარჩენი ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ და აქეთაა... უძლიერესი ხედვაა .განვიცადე.
7. წინ, სულელო მეზღვაურო... ქვია ამას.. და ამ ყოველივეს..
და წინ.. და მაინც წინ.. წინ, სულელო მეზღვაურო... ქვია ამას.. და ამ ყოველივეს..
და წინ.. და მაინც წინ..
6. დღეს პოეზია არ არის მხოლოდ მარტივი ფილოსოფია, მორფია, ნარკოტიკი, ზემოქმედებს, სიგიჟით ინფიცირებულია ყველა ნამდვილი შემოქმედი და შეიშალე, აიშვი, რადგან არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, ინდივიდის, ერთი კაცის, კონკრეტულად - შენი თავისუფლების გარეშე.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
ეს უნდა წაიკითხო,წაიკითხო და კიდევ.................. უმაგრესი ნაწერია. დღეს პოეზია არ არის მხოლოდ მარტივი ფილოსოფია, მორფია, ნარკოტიკი, ზემოქმედებს, სიგიჟით ინფიცირებულია ყველა ნამდვილი შემოქმედი და შეიშალე, აიშვი, რადგან არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, ინდივიდის, ერთი კაცის, კონკრეტულად - შენი თავისუფლების გარეშე.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
ეს უნდა წაიკითხო,წაიკითხო და კიდევ.................. უმაგრესი ნაწერია.
5. კონვენციად რაცაა ნაწერი მაგარია.
კონვენციად რაცაა ნაწერი მაგარია.
4. ..
ყოველ ჯერზე.. აღმაფრთოვანებს ხოლმე ნიკას ლექსი (!)
და ახლაც.................
გენიალურია .. :) ..
ყოველ ჯერზე.. აღმაფრთოვანებს ხოლმე ნიკას ლექსი (!)
და ახლაც.................
გენიალურია .. :)
2. ძალიან ღრმა ნაწერია,ბრავო+2 ძალიან ღრმა ნაწერია,ბრავო+2
1. მაგარი ხარ ნიკოლოზ. კიდევ ერთხელ გაღიარებ!
მაგარი ხარ ნიკოლოზ. კიდევ ერთხელ გაღიარებ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|