ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2010


მოეფერე შენს სამშობლოს

კაცს თუ დარდი არ აწუხებს,
ეს ცხოვრება რაა განა?
დღე და ღამ თუ ფიქრი არ გკლავს,
რა უშველო შენს ქვეყანას.
თუკი მხოლოდ შენს თავს ჩივი,
გამდიდრებას ფიქრობ ხამად,
ერის საქმეს თუ არ დარდობ,
ვერ უშველი ამ ქვეყანას.
თუკი მართლა ეს ასეა,
ლექსში შენს თავს დაინახავ,
იცოდე რომ ცხოვრებაში
არაფერიც არ გინახავს.
ჰოდა, სანამ ეს დროება
სულ ფუჭად არ დაგიკარგავს,
მოეფერე შენს სამშობლოს,
მისი ფასი ნეტავ რა გაქვს?!
ამას ყველა დაგიფასებს,
ღმერთიც მუდამ გადმოგხედავს,
წასვლას როცა დააპირებ,
შენს სულს მიანიჭებს შვებას,
განვლილ გზებს რომ შეგიფასებს,
სიკვდილიც მიგიღებს მშვიდად,
რადგან იტყვის ის სამშობლოს
ეგებოდა გზად და ხიდად.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს