| ავტორი: გაგნი ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2010 |
მტკვრის სანაპიროს ზამთარს თუ ზაფხულში თავისი ხიბლი აქვს და მისი მშვენება, ნაპირს თუ გაჰყვები თბილ და მშვიდ ამინდში, შეიგრძნობ თბილისი როგორ გეფერება.
ნახავ ლამპიონებს, ჩაყოლებულს მწკრივში, მდინარის ნაპირზე რომ დგანან მცველებად, შეხვდები მტკვრის ნიავს ტალღებში მორბენალს, როგორც კი შეგამჩნევს გარშემო გევლება.
შეხვდები ნარიყალას, მეტეხს და მთაწმინდას, თბილისელების ნახავ მოფერებას, შეგრძნება ერთია, სიცოცხლით ივსები, სიყვარული გინდა, გრძნობ რომ გემღერება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბანალურია!2 ბანალურია!2
1. თბილი და ლამაზია ძალიან, მართლაც ყოველთვის გეფერება +2 თბილი და ლამაზია ძალიან, მართლაც ყოველთვის გეფერება +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|