| ავტორი: გაგნი ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2010 |
მთის ფერდობიდან ამომავალ მზის სხივს გადარებ, შენ ჩემი მზე ხარ, ჩემი ზეცა და ჩემი მთვარე, მე შენს სიყვარულს სხვა სიყვარულს ვერ შევადარებ, ერთი მყავხარ და სითბოს შენსას გულით ვატარებ.
პატიოსნების და კაცობის გზაზე გვატარე, როცა შეგვცივდა თბილი კალთა გადაგვაფარე, წუთისოფელი ჩვენზე ზრუნვით რომ გაატარე, სწორედ ამიტომ ამაგს შენსას სხვას ვერ ვადარებ.
ქართველო ქალო, მზრუნველ დედის სახელს ატარებ, ღმერთმა დალოცოს კურთხეული ეს ჩვენი მხარე, რადგანაც ფასი მუდამ ვიცით და ეს მახარებს, ბევრი პოეტი ქართველ დედას გმირს რომ ადარებს.
გაზაფხულის ფერს, მის მოსვლას და სურნელს გადარებ, მშობელო დედავ, ჩემო მზეო და ჩემო მთვარევ, მე შენს სიყვარულს სხვა სიყვარულს ვერ შევადარებ, ერთი მყავხარ და სითბოს შენსას გულით ვატარებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ასეთი ნაწერები ყოველთვის სუფთა და სანდოა :) ასეთი ნაწერები ყოველთვის სუფთა და სანდოა :)
3. დედისადმი მიძღვნილი ყველა ლექსი, ლამაზია.555 დედისადმი მიძღვნილი ყველა ლექსი, ლამაზია.555
2. მთის ფერდობიდან ამომავალ მზის სხივს გადარებ, შენ ჩემი მზე ხარ, ჩემი ზეცა და ჩემი მთვარე, მე შენს სიყვარულს სხვა სიყვარულს ვერ შევადარებ, ერთი მყავხარ და სითბოს შენსას გულით ვატარებ.
ეს გამოვარჩიე, ვაფასებ თქვენს სულისკვეთებას და...5 მთის ფერდობიდან ამომავალ მზის სხივს გადარებ, შენ ჩემი მზე ხარ, ჩემი ზეცა და ჩემი მთვარე, მე შენს სიყვარულს სხვა სიყვარულს ვერ შევადარებ, ერთი მყავხარ და სითბოს შენსას გულით ვატარებ.
ეს გამოვარჩიე, ვაფასებ თქვენს სულისკვეთებას და...5
1. გულწრფელი მიძღვნაა, თბილი. დასაფასებელია ქართველი დედის ღვაწლი და ამაგი!
5 გულწრფელი მიძღვნაა, თბილი. დასაფასებელია ქართველი დედის ღვაწლი და ამაგი!
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|