ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2010


დარბაზი ქუხს (ეძღვნება ქართულ ხმებს).

          დარბაზი ქუხს.
          ჩვენ ვზივართ ერთად.
          თითქოს კავშირი ვიგრძენი ღმერთთან.
          ვიგრძენი ოშკი და ვიგრძენი მცხეთა,
          მჩქეფარე სისხლისგან ძარღვების ცვეთა.


          დარბაზი ქუხს.
          ჩვენ ვზივართ ერთად.
          თითქოს ლაშქარი მოდის ქართველთა.
          სამშობლოს გულის, აქ ისმის ფეთქვა,
          ბრძოლა მწყურდება მოსისხლე მტერთან.

          დარბაზი ქუხს.
          ჩვენ ვზივართ ერთად.
          ისმის სიმღერა ალგეთის ლეკვთა.
          ვგრძნობ ქართულ ხმებში რა მადლი ჩქეფს და
          ვგრძნობ სიდიადეს კვლავაც ივერთა.

         
          დარბაზი ქუხს.
          ჩვენ ვზივართ ერთად.
          ხალხური ჰანგი სცენაზე სჭექს და.
          ისმის მგზავრული. ისმის ლაშქრული.
          მრავალჟამიერ, დიდება თქვენდა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს