 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 ოქტომბერი, 2010 |
ზუსტად 21 წლის წინ - 1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან, ტრასაზე თეთრი ”ნივა” ამოტრიალდა; მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, მაგრამ ბორითთან ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაღუპვის ამბავმა, თბილისამდე ძალიან სწრაფად ჩამოაღწია, მთელ საქართველოს მოედო და დღემდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა გააჩინა, იმაზე, ერია თუ არა მერაბის გარდაცვალებაში ავისმზრახველის ხელი. მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ და ჩვენს დღევანდელ ყოფას ბოლომდე გავიაზრებთ, ეჭვები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.
განვლილი, სამაგალითო ცხოვრების გამო, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეულ მერაბ კოსტავას, სიკვდილის შემდეგ ქართველმა ერმა ეროვნული გმირის ტიტული არგუნა და მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა განსასვენებელი.
21 წლის წინ ავტოკატასტროფაში მერაბთან ერთად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერები - თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძეც მოყვნენ. ისინი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ - ანუ დეკემბრის თვეში, ზურაბ ჭავჭავაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველაფერი კი სოფელ ლიხნში გამართულმა კრებამ გამოიწვია, რომელიც 18 მარტს ჩატარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მერაბ!
რუსთაველზე გული ღელავს, არ ცხრებიან ქარები. მწუხრის ჟამსაც რეკენ მერაბ, ქაშუეთის ზარები. მაგრამ ვაი ასეთ რეკვას, სულშიც უკვე გაწვიმდა. აღარ ხარობს ჩვენში დეკა, ძლივსღა სუნთქავს მთაწმინდა. გაიხარებს მშობლის კერა, თუ დავლახე მთა წმინდა. მეც მივყვები შენს გზას მერაბ, ქართველს სხვა რამ არც მინდა.
მერაბ!

23. როგორ შეიცვალა ყველაფერი ამ 21 წელიწადში...ზოგისთვის მხოლოდ წარმატებული ბიზნესია ეროვნული გმირობა როგორ შეიცვალა ყველაფერი ამ 21 წელიწადში...ზოგისთვის მხოლოდ წარმატებული ბიზნესია ეროვნული გმირობა
21. წარსულში დავბრუნდი... ოთარ, პატრიოტი ხარ და ძალიან გაფასებ... წარსულში დავბრუნდი... ოთარ, პატრიოტი ხარ და ძალიან გაფასებ...
20. ოთარ, საოცარი ადამიანი ხარ შენ! ქართულ-გულიანი და არც გამკვირვებია, ეს ბუმბერაზი ადამიანი რომ გაგხსენებია მისი გარდაცვალების დღეს! უფალმა ნათელში ამყოფოს ბატონი მერაბის სული!
ოთარ, საოცარი ადამიანი ხარ შენ! ქართულ-გულიანი და არც გამკვირვებია, ეს ბუმბერაზი ადამიანი რომ გაგხსენებია მისი გარდაცვალების დღეს! უფალმა ნათელში ამყოფოს ბატონი მერაბის სული!
19. ბატონო ოთარ, კარგია,რასაც აქ წერთ, თუმცა, შეგეძლოდ, უფრო ვრცლად, და საინტერესოდ მოგეთხროტ ეპიზოდები , მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან,, და თუ ვინ იყო ზურაბ ჭავჭავაძე სამარადისო დიდება ეროვნულ გმირებს ბატონო ოთარ, კარგია,რასაც აქ წერთ, თუმცა, შეგეძლოდ, უფრო ვრცლად, და საინტერესოდ მოგეთხროტ ეპიზოდები , მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან,, და თუ ვინ იყო ზურაბ ჭავჭავაძე სამარადისო დიდება ეროვნულ გმირებს
18. მინდა მჯეროდეს რომ ქართველის ხელი არ ურევია ამაში, მაგრამ ................................. მინდა მჯეროდეს რომ ქართველის ხელი არ ურევია ამაში, მაგრამ .................................
17. მადლობა ყველას წაკითხვისა და აზრის დაფიქსირებისთვის. მადლობა ყველას წაკითხვისა და აზრის დაფიქსირებისთვის.
16. ოთარ, გაიხარე! უფალმა აცხონოს მისი სული! ოთარ, გაიხარე! უფალმა აცხონოს მისი სული!
15. მოგესალმები ბებერო მუხავ, შენს მეფურ ჯიღას შემოვევლები. მაგ დაკორძებულ რკოებში მქუხარს გთხოვ შემომხვიო ძმურად ხელები.
მე თვალუწვდენელ სივრცეზე ვწევარ, სახადშეყრილი, ღვთისგან გმობილი. რატომ არ გესმის, ეს მე ვარ, მე ვარ ნუთუ ვერ მიცან შენი ძმობილი.
ბოღმა ვერა და ვერ დავიყუჩე, გავატიალე გზები მტვრიანი, რისხვად დავატყდი ქალაქის ქუჩებს, კარზე მივუხტი ადამიანებს.
ქვეყნისთვის გახდი ვიღაც მავანი, ჩემთვის ყოველი დღეა უდარო. დავძრწი, დავეძებ მყუდრო სავანეს, მაგრამ ვერ ვპოვე ნავთსაყუდარი.
ჭეშმარიტ შვებას სახემზიანო შენი გვირგვინის ხავერდში ვპოვებ. როს ზარებივით ავაწკრიალებ ვარსკვლავებივით გამოსხმულ რკოებს.
მისთვის შენს ნახვას არა ვგვიანობ, სამამაცოთა ზნეთა მპყრობელი, რომ შენს ფოთლებში ავაფრიალო, გარდასულ გმირთა საგალობელი.
ტიალ მინდორში დაგიმარტოვე, უტეხად ქედი არ მომიხარე. გეკვეთე მაგრამ დაძარღვულ რტოებს, ჯიქურ მკლავი ვერ გადაუხარე.
მე შეგისახლე ძალა ცხოველი, გიფოლადებდი ძვლებს კოჟრებიანს, შეუმუსრავი ნაკვთი ყოველი, ჩემთან ბრძოლაში გაგკაჟებია.
ეს ლექსი მიყვარს მერაბის, მაგრად . მოგესალმები ბებერო მუხავ, შენს მეფურ ჯიღას შემოვევლები. მაგ დაკორძებულ რკოებში მქუხარს გთხოვ შემომხვიო ძმურად ხელები.
მე თვალუწვდენელ სივრცეზე ვწევარ, სახადშეყრილი, ღვთისგან გმობილი. რატომ არ გესმის, ეს მე ვარ, მე ვარ ნუთუ ვერ მიცან შენი ძმობილი.
ბოღმა ვერა და ვერ დავიყუჩე, გავატიალე გზები მტვრიანი, რისხვად დავატყდი ქალაქის ქუჩებს, კარზე მივუხტი ადამიანებს.
ქვეყნისთვის გახდი ვიღაც მავანი, ჩემთვის ყოველი დღეა უდარო. დავძრწი, დავეძებ მყუდრო სავანეს, მაგრამ ვერ ვპოვე ნავთსაყუდარი.
ჭეშმარიტ შვებას სახემზიანო შენი გვირგვინის ხავერდში ვპოვებ. როს ზარებივით ავაწკრიალებ ვარსკვლავებივით გამოსხმულ რკოებს.
მისთვის შენს ნახვას არა ვგვიანობ, სამამაცოთა ზნეთა მპყრობელი, რომ შენს ფოთლებში ავაფრიალო, გარდასულ გმირთა საგალობელი.
ტიალ მინდორში დაგიმარტოვე, უტეხად ქედი არ მომიხარე. გეკვეთე მაგრამ დაძარღვულ რტოებს, ჯიქურ მკლავი ვერ გადაუხარე.
მე შეგისახლე ძალა ცხოველი, გიფოლადებდი ძვლებს კოჟრებიანს, შეუმუსრავი ნაკვთი ყოველი, ჩემთან ბრძოლაში გაგკაჟებია.
ეს ლექსი მიყვარს მერაბის, მაგრად .
14. მერაბ კოსტავა - უძლიერესი კაცი, მაგარი პოეტი, ქართველი . მერაბ კოსტავა - უძლიერესი კაცი, მაგარი პოეტი, ქართველი .
13. შენ აგაშენა ღმერთმა ოთარ! ილუსტრაციებში ჩავდებ ფოტოს... შენ აგაშენა ღმერთმა ოთარ! ილუსტრაციებში ჩავდებ ფოტოს...
12. გაიხარე... რომ ,,გაგვახსენე" ყველას უნდა გვახსოვდეს ასეთი გმირები ... გაიხარე... რომ ,,გაგვახსენე" ყველას უნდა გვახსოვდეს ასეთი გმირები ...
11. ღმერთმა აცხონოს ქართველი გმირები!მადლობა ოთარ. ღმერთმა აცხონოს ქართველი გმირები!მადლობა ოთარ.
10. ოთარ გაიხარე მეგობარო რომ ეს საოცრად ბუმბერაზი ადამინაი გაიხსენე........
საქმე იმაში გახლავთ რომ მერაბთან მყოფი ზურაბ ჭავჭავაძეც ერთ ერთი სერიოზული ფიგურა იყო. მე ვიცი რომ ისინი ბევრად უფრო სიღრმისეულად უდგებოდნენ საქართველოს ”იდეას” ვიდრე ამას იმ დროინდელი ნებისმიერი პატრიოტი. ამ გამოძიების დროს დადგინდა ბევრი საეჭვო ფაქტები ამ ავარიასთან დაკავშირებით და დღეს უკვე ყველამ იცის რომ ეს არის გაუხსნელი ტერაქტი......
მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს რეალურად რა საუბარი მიმდინარეობდა სოფელ ”ლიხ”-ში სადაც თუ არ ვცდები საიდუმლო შეკრება იყო.........ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში....
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ოთარ ასეთი დიდებული ადამიანის გახსენებისთვის.....
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი” ოთარ გაიხარე მეგობარო რომ ეს საოცრად ბუმბერაზი ადამინაი გაიხსენე........
საქმე იმაში გახლავთ რომ მერაბთან მყოფი ზურაბ ჭავჭავაძეც ერთ ერთი სერიოზული ფიგურა იყო. მე ვიცი რომ ისინი ბევრად უფრო სიღრმისეულად უდგებოდნენ საქართველოს ”იდეას” ვიდრე ამას იმ დროინდელი ნებისმიერი პატრიოტი. ამ გამოძიების დროს დადგინდა ბევრი საეჭვო ფაქტები ამ ავარიასთან დაკავშირებით და დღეს უკვე ყველამ იცის რომ ეს არის გაუხსნელი ტერაქტი......
მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს რეალურად რა საუბარი მიმდინარეობდა სოფელ ”ლიხ”-ში სადაც თუ არ ვცდები საიდუმლო შეკრება იყო.........ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში....
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ოთარ ასეთი დიდებული ადამიანის გახსენებისთვის.....
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
9. ეს ვინც დაგუგვლა არ იცის ოთარ? ეს ვინც დაგუგვლა არ იცის ოთარ?
8. გაიხარეთ, ოთარ! გაიხარეთ, ოთარ!
6. გაიხარე, ოთარ! გაიხარე, ოთარ!
5. აქ,საიტებზე თუ შევახსენებთ ხალხი ერთმანეთს ჭეშმარიტად ეროვნულ გმირებს...თორეე...დღევანდელი საქართველო სხვა გმირების ქებითაა დაკავებული...გმირი ხარ ბესო კესო რომ ხარ,შენც შორენა საამაყო ბავშვობის მერე,ჩამორჩენილობასთან მებრძოლი პატრიოტი... ჰეჰ... :) აქ,საიტებზე თუ შევახსენებთ ხალხი ერთმანეთს ჭეშმარიტად ეროვნულ გმირებს...თორეე...დღევანდელი საქართველო სხვა გმირების ქებითაა დაკავებული...გმირი ხარ ბესო კესო რომ ხარ,შენც შორენა საამაყო ბავშვობის მერე,ჩამორჩენილობასთან მებრძოლი პატრიოტი... ჰეჰ... :)
4. ოთარ კარგია,რომ შენ არასოდეს არაფერი გავიწყდება და ჩვენც გვახსენებ. მართლაც ბევრი კითხვაა ღიად დარჩენილი და უპასუხოდ:( ოთარ კარგია,რომ შენ არასოდეს არაფერი გავიწყდება და ჩვენც გვახსენებ. მართლაც ბევრი კითხვაა ღიად დარჩენილი და უპასუხოდ:(
3. კარგი ადამიანი ხარ შენ... რომ გაიხსენე... კარგი ადამიანი ხარ შენ... რომ გაიხსენე...
2. დღემდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა გააჩინა, იმაზე, ერია თუ არა მერაბის გარდაცვალებაში ავისმზრახველის ხელი.
რატომ არის პასუხგაუცემელი? პასუხი გაცემულია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ! დღემდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა გააჩინა, იმაზე, ერია თუ არა მერაბის გარდაცვალებაში ავისმზრახველის ხელი.
რატომ არის პასუხგაუცემელი? პასუხი გაცემულია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ!
1. ნათელში ამყოფოს უფალმა საქართველოსთვის შეწირული გმირების სულები, ამინ! გაიხარე, ოთარ, ძმაო! ნათელში ამყოფოს უფალმა საქართველოსთვის შეწირული გმირების სულები, ამინ! გაიხარე, ოთარ, ძმაო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|