ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იუმორისტი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2010


რობაიები

საიტზე (და არა მარტო) მოღვაწე ”ომარ ხალიანის” გავლენითა და მისდამი ღრმა პატივისცემის გამოსახატავად შექმნილი რამოდენიმე უვარგისი რობაია...


* * *
შენს სპირალივით დახვეულ თმას ვეთაყვანები,
ჩამომეშალა შენზე ფიქრში სულის ქანები,
თბილისის ანძის მისამართი გუშინ მოგეცი,
მე კი აქ ვარ და გელი როდის დაექანები.


* * *
საღამო ტანზე წამოვისხი როგორც მანტია,
გულის ჯიბესთან ლამპიონი მკრთალად ანთია.
ჩემი გრძნობები შენმა მზერამ ისე დალია,
კაცს ეგონება ზანდუკელის ლიმონათია...


* * *
მე თავბრუს მახვევს ალკოჰოლი, ფაქტი-ფაქტია
და ჩვეულებებს მაკარგვინებს ოდეს ტაქტიანს,
დღეს გადავწყვიტე (სირცხვილია ჯერ რომ არ არის)
შევქმნა პირველი წყალწაღებულლოთთა პარტია.


* * *
ვინც ძლიერ მიყვარს სხვის მკლავებში აღამ-ათენებს,
მე კი მის სუნთქვას ისე ვიჭერ, რომ შურთ ანტენებს.
თუ შემიყვარებს ბედნიერი კაცი ვიქნები,
მაგრამ თუ არა (დამიჯერეთ) ამ ჩემს ფანტელებს!


* * *
როცა გიყურებ ვიცი ჩემი კოცნა გინდება
და ელოდები ხალხის წასვლას და დაბინდებას.
გოგო მისმინე გაიყიდა მთელი მსოფლიო
მაკოცე, სანამ ეს ტუჩებიც გაიყიდება. .


* * *
გიყურებ ასე დიდთავა და მძიმეწონიანს,
ამას ლოგინში ჩავიწვენო ჩემზე გგონია...
თვრამეტი წელი გამოვზარდე, კიდევ რა გინდა?!
ჩარუმ-ჩათლახო ქუჩაში კი არ მიპოვნია.



* * *
ისე ვერ იტან ნაოჭებს რომ ტვინზეც არა გაქვს.
„აუ პოსტა“-ო ისე შფოთავ როგორც არაგვი.
წანწკლა დიაცო, სილამაზე წარმავალია,
დანძრეული გაქვს თუ მოგირჩა ეშხის მარაგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები