ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით სოლოღაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2010


უბრალოდ


ქარმა დაუბერა ცივმა,
დარდმა დამიარა გულში,
სამახსოვროდ მაქვს შენგან,
სიცარიელე სულში.

სევდა დაირბენს სხეულს
და გამოფიტულ გრძნობას
და სიყვარულით სნეულს,
გულს აღარ უნდა ტრფობა.

დრო გაივლის და წვიმა,
დარდს ჩამორეცხავს გულზე
და ის მოძებნის ახალს,
უფრო ლამაზს და მართალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები