 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 14 ოქტომბერი, 2010 |
მე ყოველ ღამით ვხეტიალობ, არ გეგონოთ,რომ ვსეირნობ, თქვენ ვერ გამიგეთ,მე ვ-ხე-ტიალობ და თქვენს საუბარზე ვსეირობ. თქვენ ვერც კი ამჩნევთ ტიალს,ამ ხეს, ურცხვად იძახით,გინდათ თუ რამის თქმა, ალბათ გამოისეირნებს ნათია დღეს, რადგან პაემანი აქვს გურამისთან. გურამი ჩემსავით პრეა,გაუთლელი, ყოველდღე სამარისკენ ნელა მოგორავხართ... იგი ბულვარში სალამს იძლევა:გაუთ ლელა, ნინო,მაიკო,გოგოებო როგორა ხართ? გურამი ჩემსავით უფულოა,ის გარიყეს, მე კი ფინანსები ლექსში დავაბანდე... ნაცნობი სურათი - ბიჭებმა ნაქურდალი ვერ გაიყეს და ახლა ქუჩას ანაგვიანებს დავა ბანდის! ნათია?ნათია ჩვეულებრივი გოგონაა, თითებზე არ უსვია რატომღაც ლაკი დღეს, გურამზე გამახსენდა,საყვარელი გმირი გორგონაა და დღეს ლექციაზე კურსელი ირაკლი გაკიცხეს. ახლა ირაკლიზე მოგახსენებთ - კურსზე ყველაზე ბეჯითია, მას მჭადი უყვარს და ფქვილს ყიდულობს კარგად განაცერსა, გუშინ,ტყეში ყოფნისას სიმწვანეში იცნო ბეჭით ია, მიწას მოსწყვიტა და სიკვდილისფერ ლარნაკში განაწესა. აი,როგორც იქნაშედგა პაემანი გუკა-ნათის ისევ ეს ბანალური სამი სიტყვა:მე შენ მიყვარხარ, სიცოცხლე ანონიმური წინაპარია სიკვდილის - მუხანათის, გადაწყვეტილი ამბავია,რომ ხვალე ცოლად მიმყავხარ... რაღა დაგვრჩენია,ჩემს გმირებს ბედნიერება ვუსურვოთ, ამ ლექსს ბოლო გოჯი მიწა მივათოხ-მივაბარეთ, "ვისი სული გსურს?" მოვრჩეთ თამაშს,ოღონდ უსულოდ, რადგანაც სული ხომ შეყვარებულის მკლავებს მივაბარეთ! მე ყოველ ღამით ვხეტიალობ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე ყოველ ღამით ვხეტიალობ, არ გეგონოთ,რომ ვსეირნობ, თქვენ ვერ გამიგეთ,მე ვ-ხე-ტიალობ და თქვენს საუბარზე ვსეირობ. თქვენ ვერც კი ამჩნევთ ტიალს,ამ ხეს...
საინტერესოდ კი დაიწყო.... მე ყოველ ღამით ვხეტიალობ, არ გეგონოთ,რომ ვსეირნობ, თქვენ ვერ გამიგეთ,მე ვ-ხე-ტიალობ და თქვენს საუბარზე ვსეირობ. თქვენ ვერც კი ამჩნევთ ტიალს,ამ ხეს...
საინტერესოდ კი დაიწყო....
3. საშინელებაა საშინელებაა
2. მიყვარს და მძულს კიდეც ჩემი პოეზია, რითმიან სიტყვების ხოხვა - რახარუხი.. . ეს თქვენია როგორც მახსოვს!:) მიყვარს და მძულს კიდეც ჩემი პოეზია, რითმიან სიტყვების ხოხვა - რახარუხი.. . ეს თქვენია როგორც მახსოვს!:)
1. მერე იკითხავენ ცუდი რატომ თქვიო.. კარგით რა! მერე იკითხავენ ცუდი რატომ თქვიო.. კარგით რა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|