ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2010


ბებო და ევგენი (სერია 2.)

წაიკითხეთ პირველი სერია თორე ვერ დაეწევით აზრს (http://urakparaki.com/?m=4&ID=28187).


ერთ-ერთ არ არსებულ სოფელში ცხოვრობდა ბებო თავის შვილ ევგენისთან და ვიღაც-ვიღაცებთან ერთად.

გმირები:

ბებო - ბებო.
ბებოს და - ბებოს და.
ევგენი პეტროლიუმი - ბებოს უმცროსი შვილი.
კიკო - ევგენის უმცროსი ძმა.
ჯოზეფინა - ბოზი.

________________________________________________

ჯოზეფინა:

რა სიმღერაა, მე მესმის?!
ნუთუ სიზმარში ჩამესმის?!
მიპრწკინეთ და გამაღვიძეთ,
არა, უბრალოდ მიპრწკინეთ!

ხალხი:

ეს ქალი გინდა ევგენი?
ამას რათ უნდა ფიქრია,
აქვე გავხადოთ შარვალი,
ამოვაგოროდ ნიფხვიდან.

ევგენი:

ჰა, ჰა, გეყოფათ ყბედობა,
ეს ქალი ჩემთვის მეთმობა,
სუყველა გვერდზე გადექით,
უნდა განახოთ ერთობა.

კიკო:

ევგენ ძმაო და ძმობილო,
თუ ჯოზეფინა გწყურია,
შენი ძმა შენ გვერდით არის,
დავწვათ მწვადი და პურია.

ევგენ:

კიკო გამეცალ აქედან,
თორო ჩავიდენ ცოდვასა,
მაგ წვრილ თავს გაგაგდებინებ,
დაგაწყებინებ ბოდვასა!

ბებო:

ნუ ამბობ შვილო ევგენი,
კიკო ხომ შენი ძმა არის,
მაგ ბოზი ჯოზეფინასთვის,
ერთი ნამცეციც ზღვა არის.

ჯოზეფინა:

ჩემი სახელი ვინ გითხრათ?
რათ შეურაცხმყოფთ დილიდან,
საღამოს მაინც ამოდით,
შეგაყოფინებთ ცხვირიდან.

ბებოს და:

ეს ამან თქვა თუ მომესმა?!
ევგენ ნუ იზამ ცოდვასა,
ისეთი ქალი გარგუნო,
ფეხზე დაგიწყებს ლოკვასა.
ნუ გაიმწარებ სიცოცხლეს,
ნუ აწყენინებ მოყვასსა,
ხო კაი ნუ მიბრაზდები,
დღესვე მოვიყვან მოძღვარსა.

მოძღვარი:

დიდება უფალს რა ხდება,
ამდენი ხალხი შეყრილხართ,
ხო მშვიდობაა, მითხარით,
ხო კაი საქმეს შებმიხართ?

ევგენი:

სალამი ჩვენო მოძღვარო,
დღესვე ქალს ვირთავ ცოლადა,
მობრძანდი ჯვარი დაგვწერე,
ხელს ხვალ მოვაწერთ კონკასა.

ჯოზეფინა:

რას სჩადით ხალხნო, რასა იქმნთ?
რატომ არ მკითხავთ სათქმელსა,
არ მინდა ცოლად, რომ გავყვე,
არც ვინცობ მაგის გამჩენსა,
გამიშვით ჩემი საქმე მაქვს,
თორო ვინ მაჭმევს საჭმელსა.

ევგენი:

ვეღარსად წახვალ ქალაუ,
მოძღვარი ჩარეულია,
შენი გზა-კვალი დღეიდან,
არეულ-დარეულია!!!


________________________________
გაგრძელება იქნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები