ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენერამილოსელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2010


ისევ ტრიალებს...

ფოთლების შრიალმა გამაღვიძა,
მზე უკვე ამოსული იყო. გათენდა.
ყავა დავისხი, აივანზე ჩავჯექი
და სიგარეტის კვამლი ათამაშდა.
უჩუმრად ნაცნობ ბილიკს გავყევი,
თუმცა საით არ ვიცოდი.
წავედი.
ფოთლების შრიალმა გამაცილა.
ნანახმა გამაცინა.
ბავშვობის ეზო, სადაც ვთამაშობდი,
სადაც გაირბინეს ბავშვობის წლებმა.
სადაც მიხაროდა,
თავი გამახსენა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლმა.
ნაცნობი სურნელი, ნაცნობი ხმები,
დაღვრილი ცრემლი და განვლილი წლები.
ყველა გამახსენდა, ძალიან გამახარა.
უცნობი სახე და ნაცნობი ტემბრი
-‘’გამარჯობა’’ - როგორ შეცვლილა,
ბავშვობის სიყვარული, როგორ დაკაცდა.
ფოთლების შრიალი აქ არ ისმოდა,
გაქრა სადღაცა...
ორნი მხარდამხარ გზას მივყვებოდით მაღლა და მაღლა.
–‘’ოჰ, რა ხედია?!’’ –
‘’სწორედ ისეთი, როგორც ადრე,
ჩვენს ბავშვობაში’’ -
ვთქვით სინანულით -
‘’დაგვაგვიანდა!’’.
მთვარემ ამოჰყო თავი ღრუბლიდან.
შუქი ჩავაქვრე, თვალი დავხუჭე,
ქარი ზუზუნებს, ფარდა ფრიალებს,
დედამიწა კი ისევ ტრიალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები