ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით სოლოღაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ოქტომბერი, 2010


„საბრალოა მხოლოდ სული ობოლი“

„თბილისის ქუჩებსა და ქუჩაბანდებს ახსოვს ორი მოხეტიალე გენია, ორი მარტოსული, ორი უცნობი, უცნაურ ვარსკვლავებზე დაბადებული დიდი ბავშვები: ერთი - შეუცნობელი და დაუფასებელი, მეორე - აღიარებული და ტიტულოვანი, - და მაინც ორივე ერთნაირად შერისხული და დაწყევლილი.
მათი გზები მარტოობის დღესასწაულზე შეხვდნენ ერთმანეთს, ბახუსის შუქით გაბრწყინებულ გზაშესაყართან: მხატვარი თითქმის ეთხოვებოდა თავის საყვარელ ქალაქს, პოეტი თითქოს აგრძელებდა მის ნაკვალევზე ხეტიალს, მის ამქრებსა და ამფსონებს უახლოვდებოდა“.
ერთერთი მათგანი ფიროსმანი გახლავთ მეორე გენიის გამოცნობა თქვენთვის მომინდია, აქვე გთავაზობთ მის ნაკლებად ცნობილ ლექსს:


ოქროყანელი ვარ მენახშირე,
ვირით თბილისში სვლა დავახშირე,
ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი,
აბა ნახშირი, კარგი ნახშირი.

მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,
ცოტა დამრჩა, ბევრი გავყიდე,
როს აივანზე ქალი თმახშირი,
ნაზად მეძახის რა ღირს ნახშირი?

ვუთხარ – აიღე რაიც დიდია,
რომელიც გინდა მომიყიდია,
გინდა აიღე ვირს რომ ჰკიდია,
გინდ ეს აიღე მე რომ მკიდია.

ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,
მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,
ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც,
მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი.


პოეტის ვინაობას ვიცი, რომ ადვილათ მიხვდებით, უბრალოდ მომინდა ამ მართლაც დიდი გენიის მოგონება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები