ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2010


კითხვა!?!

მე ხშირად მილოცავენ, რომ ჩემს თითებს არ ეტყობა შეფერადება, მე ხშირად ვზივარ ჩემს სახლში, სადაც სიმარტოვეა და ამიტომაც ვეკერები უცხო ჰაერს, მე ხშირად საკუთარ ეგოისტობას მილოცავენ, რომელიც ჩემს უემოციო განცდებს გამოხატავს...
ახალ ბათინკებს ისევ დაძვრა "შიტოკები," მაგრამ ფეხებზე მკიდია გაზაფხული, მე ფეხებზე მკიდია ადამიანების დაკარგვა, ახალი ადამიანებიც, უცხო ღერი სიგარეტი და ის, რომ ერთი ღერი სიგარეტი უდრის გარდაცვალებას, ფეხებზე მკიდია დაჭმუჭნული პოლიეთილენის ნივთები ჩემს ირგვლივ, რადგან ხშირად ვაგროვებ მათ და მომბეზრდა...
დიდი ხანია აღარ ვმჯდარვარ ქვაზე ჩემს ლურჯ თმიან ლეგალურ ძმასთან ერთად, ალკოჰოლით გაჯგენთილი, რადგან ის მოაჯადოვა ბაღმა, ეგეც მკიდია, რადგან თავისუფლად შემიძლია ვისეირნო მასთან ერთად ყვითელი ქოლგით და ვაგროვო წვიმა, რადგან სახლში მისულს დავბანო ლეგალური ლურჯი თმა ჩემი შეუფერადებელი თითებით. მე და ჩემი ძმა ვემალებით შეუიარაგებელ ჯარისკაცებს, როგორც ებრაელი ბავშვები ფაშიზმს, მერე ერთად ვთამაშობთ ყავის ნალექთან და ვათვალიერებთ უსულო ვიტრინებს, უსულო სურათებით, არ გვჯერა კვლავ იმ გაზაფხულის მოსვლის, როდესაც მე და ლურჯთმიანმა ალკოჰოლით დატუსაღებულმა ბიჭმა პირველად შევხედეთ ერთმანეთს და მერე ვეძებდით ზამთრამდე, ავტობუსის გაჩერებაზე ჩვენს სილუეტებს, რომელიც დავკარგეთ ნათელში.
მე ისევ ავიღებ იარაღს შეშლილი თვალებით და გვირილების თაიგულს ჩავტენი ლულაში, რომ დაველოდოთ მაისს. მე კითხვა მაქვს მას პასუხი. ისევ ვიმეგობრებთ აჩრდილთან, რომელიც შეეჩვია ჩვენს  სახლს და მოიპარა პალტო ბავშვობაში რომ იცვამდა ის  და ისევ დავაჯერებთ თვალებს, რომ სადგაც იქით არსებობს მარსიანელი, რომელმაც იცის ჩვენი დატუსაღებული გონების შესახებ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები