ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: თარგმანი
21 ოქტომბერი, 2010


(უცხოურ ჟურნალში განთავსებული საშობაო ამბავი)

Story of the week

Christmas takes my mind back to another time, when my children were small. My husband was sick in hospital and money was scarce.
On her way home from school one of my daughters fell in love with a doll she saw in a shop window. She wrote to Father Christmas, asking him to put that doll in the stocking she was going to hang up on Christmas Eve. I had nine children and there was barely enough money to buy food, let alone fill stockings, yet I didn’t have the heart to tell them Father Christmas wouldn’t be coming to our house that year.
But I did say that if they prayed hard enough maybe God would see us through this trying time. I prayed too, but many a night my pillow was wet with tears as I asked for strength to comfort them when they woke on Christmas morning to find empty stockings.
At 5 am that Christmas Day I was awakened by knocking on my door, and the sound of carols. Quickly, I got dressed, and when  I opened my door, there on the step stood Father Christmas in his red outfit, with a big bag on his shoulder, surrounded by a crowed of Salvation Army lads and lasses.
Right on top of the bag was the doll my daughter had asked for.
There was something for everyone, even a gift for my hubby, and lots of things to eat. God had more than answered our prayers. I am 91 but that is one Christmas I will never forget.

G. James, Bunbury, WA


კვირის ამბავი


შობის დღესასწაული ფიქრებით უკან მაბრუნებს და მახსენებს დროს, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ. მეუღლე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა, მე კი ძალიან ცოტა ფული მქონდა.
ჩემს ერთ-ერთ გოგონას, სკოლიდან შინისაკენ მომავალ გზაზე, შეუყვარდა ვიტრინაში დადებული თოჯინა. თოვლის ბაბუას მისწერა, ეს თოჯინა იმ წინდაში ჩაედო, შობის ღამეს ბუხართან რომ იქნებოდა ჩამოკიდებული. ცხრა შვილი მყავდა და საჭმელი რომ მეყიდა საკმარისი ფული არ მქონდა, არც წინდების საჩუქრებით გავსება შემეძლო, თუმცა გული არ მაძლევდა უფლებას მათთვის მეთქვა, რომ თოვლის ბაბუა იმ წელს ჩვენთან არ მოვიდოდა.
ვთხოვე ელოცათ და უფალი გადმოგვხედავდა ამ გაჭირვების ჟამს. მეც ვლოცულობდი, ყოველ ღამე ცრემლებით ვასველებდი ბალიშს და ღმერთს ვთხოვდი ძალა მოეცა ჩემთვის, რათა შვილები მენუგეშებინა, როცა შობა დილით გაიღვიძებდნენ და ცარიელი წინდები დახვდებოდათ.
შობის დილას, 5 საათზე, კარზე კაკუნმა და მხიარულმა სიმღერებმა გამომაღვიძა. სწრაფად გადავიცვი კაბა და კარი გავაღე. ზღურბლთან წითლებში ჩაცმული თოვლის ბაბუა იდგა, მხარზე დიდი ჩანთა გადაედო და გარშემორტყმულიყო “ხსნის არმიის” გოგო-ბიჭებით. ჩანთის თავში სწორედ ის თოჯინა ედო, ჩემმა გოგონამ რომ თხოვა. მასში ჰქონდა საჩუქრები ყველასთვის, ჩემი მეუღლისთვისაც კი და ბევრი საჭმელიც.
უფალი იმაზე მეტს გვანიჭებს, ვიდრე ჩვენს ლოცვებში ვითხოვთ. ახლა 91 წლის ვარ და ეს ის შობაა, არასდროს რომ არ მავიწყდება.

ჯ. ჯეიმსი,  ბანბერი,  დასავლეთ ავსტრალია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები