მე შენ გაჩუქებდი იმ თეთრ, ფუმფულა ღრუბლებს, რომლებსაც შენ ასე ძალიან ვერ იტან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მაღლა არიან. ზემოდან დაგყურებენ შენ და არა მარტო შენ... ისე იქცევიან როგორც შენ ოცნებობდი... გაჩუქებდი ამ ფაფუკ ღრუბლებს იმისთვის კი არა, რომ გეტანჯა მათი სიმსუბუქით, არამედ იმისთვის, რომ დაგეგლიჯა და ასე დაგეკმაყოფილებინა შენი თავმოყვარეობა. მერე ამ ღრუბლებს, ალბათ, შავ საღებავს მოასხამდი და ნაგვის ურნაში ჩატენიდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ის შეძლო, რაც შენ ვერ შეძელი. იმიტომ რომ ის მაღლა იყო, მიუწვდომელი, მაშინ როცა შენ მისაწვდომი იყავი. შენით თავმობეზრებულები მასზე ფიქრობდნენ და შენ შური გახრჩობდა. კიდევ იმიტომ, რომ მის ტირილს მთელი ქვეყანა გრძნობდა, მათ შორის ისიც ვინც შენ გიყვარდა. შენს ტირილს კი _ არავინ და შენი გულჩათხრობილების ზღვრული მაჩვენებელიც თანდათან ივსებოდა. შენი სული კი იბერებოდა. მაგრამ არც იმ ღრუბელივით თეთრი იყო და არც ფაფუკი, თან ზემოთაც ვერ ადიოდა... მე შენ გაჩუქებდი იმ მზეს, რომელსაც სილამაზის ყველაზე მაღალ ხარისხში მყოფ ქალსაც კი ვერ ადარებდნენ და შენ გშურდა... გშურდა იმიტომ, რომ ვერ ხვდებოდი, როგორ შეიძლება ლამაზი უწოდო ამ გაბერილ წითელ წრეს, შენ ბრაზდებოდი, რომ ამ წრეს თვალს ვერ უსწორებდი და მზად იყავი კბილებით დაგეგლიჯა. ისეთი მხურვალებით, რომელსაც მზეც კი ვერ წარმოიდგენდა, მზად იყავი ისარი გესროლა და მზე საძულველი კატის სახით ჩაგენაცვლებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ მზეს ეთაყვანებიან, შენ კი _ არა... ვერ გაგეგო, რატომ მისჩერებოდა ზღვაში ჩავარდნილ, მომაკვდავ, წითელ გომბიოს შეყვარებული წყვილი , რომელიც მახინჯი ქალივით წითლდებოდა. თან ხვდებოდი, რომ სიკვდილის წინ ასე აღტაცებით შენ არავინ შემოგხედავდა. ფოტოაპარატმომარჯვებული ბრბო კი კვლავ გაფართოებული თვალებით და გაქვავებული სახით, შორეულ ფიქრებში წასული, მისჩერებოდა მას... შენ მაინც გიხაროდა იმიტომ რომ, მზე კვდებოდა, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ მაინც კვდებოდა... ბინდდებოდა და გეგონა, მზის ადგილს დაიკავებდი... ვგრძნობდი, რომ მაშინ იყავი ყველაზე ბედნიერი... იმასაც ვგრძნობდი, რომ შენ მაშინ გიყვარდა ზღვა. იმიტომ რომ, ირიალური გველეშაპივით შთანთქავდა მზეს, შენი გულის მკვლელს... მე შენ გაჩუქებდი ზღვასაც, რომელიც შენ მხოლოდ ერთხელ გიყვარდა, მაგრამ ისიც ისე გიკლავდა გულს, როგორც მზე... გაცოფებულ ცხოველზე უფრო საშინელი სანახავი იყავი, მაშინ შენ თავთან მარტო, როდესაც ფიქრობდი, რომ ზღვა შენზე ძლიერი იყო... ზღვის ყველას ეშინოდა. შენი კი _ არავის... ზღვისკენ ყველა მიისწრაფოდა, შენკენ კი _ არავინ... ნათლიღების ღამეს რწმენით აღსავსე მამაკაცები ზღვაში ჩადიოდნენ... შენთან კი არავინ მოდიოდა, ან მხოლოდ ერთი, რომელიც განსხვავდებოდა იმათგან ზღვაში რომ ჩადიოდნენ... შენ ვერ იტანდი ზღვას იმიტომ რომ, ის ყოველ საღამოს გუდავდა მზეს, შენ კი ამას ვერ ახერხებდი... ის წარმოშობდა და შთანთქავდა ღრუბლებს... მზე ხან იყო, ხან არა. ღრუბლები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ... ზღვა კი არსად მიდიოდა. ყველას აშინებდა. ყველას აფიქრებდა. ყველას იზიდავდა. ყველას ეხვეოდა. ყველას სცემდა... შენ კი ამას ვერ ახერხებდი. მე შენ გაჩუქებდი უამრავ ვარსკვლავს... რადგან ისინი მეტნი იყვნენ, ვიდრე ღრუბლები, მზე და ზღვა. უფრო კაშკაშად ანათებდნენ და შენ მათ ვერასდროს დაამარცხებდი... ისე ვერც ვერავის და ვერაფერს... მე შენ არ გაჩუქებდი შემოდგომის ყვითელ ფოთლებს, რადგან ისინი უფრო მეტად არიან გამოფიტულები, ვიდრე შენ... და შენ ამით გულს დაიმშვიდებდი... შენ არ გიყვარდა მზე, ზღვა, ღრუბლები და ვარსკვლავები, მაგრამ გიყვარდა ბებერი მგლის ყმუილი, მდედრი მორიელი და შავი ორქიდეა... და შენ ახლა ზიხარ წვიმით გაჟღენთილ შავ მიწაზე, ღამით... და ისევ წვიმს, შენ კი გტკივა... გტკივა იმიტომ რომ, ღრუბლების ტირილს შენ გრძნობ, შენსას კი ის _ ვერა. ღრუბლების ცრემლები არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენი ცრემლები შენვე შეიგრძნო... ცაზე იკლაკნება გველი და ჩნდება შენი ლამაზი ნაკვთები... აუუუუუ _ ყმუის შორიდან ბებერი მგელი და ეს ყმუილი აღწევს შენ სულში... ცაზე იკლაკნება გველი და ჩნდება შავი პირბადე... მდედრი მორიელი გესლავს პარტნიორს... შენი ხორბლისფერი კანი, თხელი ტუჩები... შავი ორქიდეა მაქვეა, ახლოს... პატარა აპრეხილი ცხვირი, კლეოპატრასეული წამწამები... შენ მოგწონს შავი ორქიდეას არომატი. სევდიანი თვალები, ლამაზი თვალები... აუუუუუუუუ _ ისევ ყმუის ბებერი მგელი. მდედრი მორიელი უკვე ჭამს პარტნიორს... შავი ორქიდეა თანდათან ჭკნება... და შენ კვლავ ზიხარ ტალახში შავი კაბით და შავი პირბადით. ქარი წეწავს შენს ლამაზ კულულებს. მე შენ გაჩუქებდი... მაგრამ... შენ მოგწონს შავი ორქიდეა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ბრავო გიო! ძალიან მომეწონა... რაღაც განსხვავებული სტილია... მძაფრი გადმოცემა და ორიგინალური ეფექტები... წარმატებები სულ! პატივისცემით: თალიბი ბრავო გიო! ძალიან მომეწონა... რაღაც განსხვავებული სტილია... მძაფრი გადმოცემა და ორიგინალური ეფექტები... წარმატებები სულ! პატივისცემით: თალიბი
18. არაფრისო გადაეცით ავტორს:)
ასე დაიბარა ლიკამ:) არაფრისო გადაეცით ავტორს:)
ასე დაიბარა ლიკამ:)
17. მადლობა ავტორისგან:D მადლობა ავტორისგან:D
16. ამისთვის შემოვედი ახლა...
გარედან წავიკითხე:)
ყოჩაღ ავტორს:) ამისთვის შემოვედი ახლა...
გარედან წავიკითხე:)
ყოჩაღ ავტორს:)
15. დიდი მადლობა ლიკა:) მეც ვერაფერს გეტყვი მეტს დიდი მადლობა ლიკა:) მეც ვერაფერს გეტყვი მეტს
14. ძალიან, ძალიან ლამაზი ჩანახატია....... იმდენი რამის თქმა მინდა და არ ვიცი რა ვთქვა ... უნდა წაიკითხოთ !!! :) +2 ავტორი ძალიან ღრმად აზროვნებს :) ძალიან, ძალიან ლამაზი ჩანახატია....... იმდენი რამის თქმა მინდა და არ ვიცი რა ვთქვა ... უნდა წაიკითხოთ !!! :) +2 ავტორი ძალიან ღრმად აზროვნებს :)
13. არასწორადაა დაბეჭდილი დაგეგლიჯა უნდა იყოს:) არასწორადაა დაბეჭდილი დაგეგლიჯა უნდა იყოს:)
12. გაჩუქებდი ამ ფაფუა ღრუბლებს იმისთვის კი არა, რომ გეტანჯა მათი სიმსუბუქით, არამედ იმისთვის, რომ დაგეგლიკა <<ბოლო სიტყვა რას ნიშნავს, ვერ მივხვდი :(
ლამაზი, სიყვარულიანი, გრძნობიანი :) გაჩუქებდი ამ ფაფუა ღრუბლებს იმისთვის კი არა, რომ გეტანჯა მათი სიმსუბუქით, არამედ იმისთვის, რომ დაგეგლიკა <<ბოლო სიტყვა რას ნიშნავს, ვერ მივხვდი :(
ლამაზი, სიყვარულიანი, გრძნობიანი :)
10. მადლობა... არ გირს დახევა აშკარად :D მადლობა... არ გირს დახევა აშკარად :D
9. აღარ დავხევ შენ თუ მოგწონს:D აღარ დავხევ შენ თუ მოგწონს:D
8. როგორც უკვე აღვნიშნე,შენი ეგ ჩანახატი მომეწონა განსაკუთრებით... მგონი ნებისმიერი,მოაზროვნე გოგო იპოვის აქ თავს და ადგილს... მომწონს შენი სტილი.არ დახიო იცოდე არაფერი :) როგორც უკვე აღვნიშნე,შენი ეგ ჩანახატი მომეწონა განსაკუთრებით... მგონი ნებისმიერი,მოაზროვნე გოგო იპოვის აქ თავს და ადგილს... მომწონს შენი სტილი.არ დახიო იცოდე არაფერი :)
7. არაფრის ჩუქება აღარ არის საჩირო...............იმიტომ რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს და ამავე დროს ასეთი ბევრი ადამიანია არაფრის ჩუქება აღარ არის საჩირო...............იმიტომ რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს და ამავე დროს ასეთი ბევრი ადამიანია
6. იცი რა აჩუქე? შენივე ღიმილი ;;) იგი შეადარებს შავ ორქიდეას ...
... და ... შენც ეს გინდა ზუსტად ...
მაქსიმუმს ვტობებ! იცი რა აჩუქე? შენივე ღიმილი ;;) იგი შეადარებს შავ ორქიდეას ...
... და ... შენც ეს გინდა ზუსტად ...
მაქსიმუმს ვტობებ!
5. არც ზრვა და არც დანარცჰენები არ მიჩუქებია........ვაჩუქე მხოლოდ ეს "რაღაც"........რომელსაც ვერ მიხვდება იმიტომ რომ უყვარს უყვარს შავი ორქიდეა და ზის წვიმით გაჟრენტილ მიწაზე არც ზრვა და არც დანარცჰენები არ მიჩუქებია........ვაჩუქე მხოლოდ ეს "რაღაც"........რომელსაც ვერ მიხვდება იმიტომ რომ უყვარს უყვარს შავი ორქიდეა და ზის წვიმით გაჟრენტილ მიწაზე
4. საყვარელი ხარ შენ............:-* ულამაზესია +55555 საყვარელი ხარ შენ............:-* ულამაზესია +55555
3. რომელი სიტყვა აღწერს იმ შეგრძნებებს, რაც კითხვისას გამიჩნდა?!
ღრუბლებზე, მზეზე, ზღავზე და ვარსკვლავებზე მეტად ძვირფასი რამ აჩუქეთ უკვე!!!
რომელი სიტყვა აღწერს იმ შეგრძნებებს, რაც კითხვისას გამიჩნდა?!
ღრუბლებზე, მზეზე, ზღავზე და ვარსკვლავებზე მეტად ძვირფასი რამ აჩუქეთ უკვე!!!
2. მე შენ გაჩუქებდი წითელ ორიანს მაგრამ შენ ეს მოგწონს...
და რადგანაც შენ ეს მოგწონს - მე კი ეს არ მაწუხებს მაშინ დავწერ +2-ს.
მოხიბლული ვარ. მე შენ გაჩუქებდი წითელ ორიანს მაგრამ შენ ეს მოგწონს...
და რადგანაც შენ ეს მოგწონს - მე კი ეს არ მაწუხებს მაშინ დავწერ +2-ს.
მოხიბლული ვარ.
1. შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემთვის დაიწერა ეს და ყელში ბურთგაჩხერილი უსიტყვობაში ავირიე.. არვიცი რა უნდა ვთქვა. შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემთვის დაიწერა ეს და ყელში ბურთგაჩხერილი უსიტყვობაში ავირიე.. არვიცი რა უნდა ვთქვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|