ჩემი 6692-ე დღე (პეპელა კი მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობს)... ჩემი 6692-ე დღე- მეთქი... მერე რა?! სამწუხაროდ, არაფერი. თუმცა როგორ არაფერი?! ერთი დღე მოემატა ჩემს წარსულს და გამოაკლდა მომავალს. ჯამი?! ჯამი არ ვიცი... მაგრამ, როგორც ბავშობაში გვასწავლიდნენ, შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება. ისე რამდენია 6692 დღე?! გააჩნია რისთვის. სიცოცხლისთვის წამის მეათიათასედია... საათის ციფერბლატაზე აღბეჭდილი 160 608 საათია, 9 636 480 წუთია, 578 188 800 წამია... მაგრამ ჩემთვის ეს არაფერია... როგორ მოძრაობენ ისრები არა?! რამდენი რაღაც შეცვალა ამ სამი უბრალო ხაზის გადაადგილებამ. დავიწყოთ იმით, რომ ადრე დედას დედიკოს ვეძახდი, მაგრამ ახლა ეს სირცხვილია. ადრე სულ არ ვიცოდი რას ნიშნავდა სიტყვა ცხოვრება... ახლაც არ ვიცი, მაგრამ ადრე სულ არ ვიცოდი. ახლა ვცდილობ გავიგო. ხანდახან ვაჯერებ თავს, რომ ვიცი, მაგრამ რა ვიცი?! ადრე ცხოვრება ბებიას გამომცხვარი ფუმფულა ხაჭაპური მეგონა, მაგრამ ახლა არც ბებიაა და არც იმგვარი ილუზიები ცხოვრებაზე. ადრე მეგონა ცხოვრება სოფელში იმალებოდა. სამსახურში წასული დედის მოლოდინი მეგონა ადრე ცხოვრება, ან როდის მოვიდოდა საზიზღარ, ბორშის სუნით აქოთებულ ბაღში სამი საათი და კიდევ რამდენი რამ. გახსენება მიჭირს... ცალ-ცალკე ესენი არაფერი იყო, მაგრამ ყველაფერი ერთად ნამდვილად იყო ცხოვრება, ჩემი ცხოვრება... მეგონა, როცა ბებო წავიდა ცხოვრება თან გაჰყვა- მეთქი, იმიტომ რომ არაფინ გამომექომაგებოდა ფაფხურა კრუხივით. იმ კრუხივით, რომელიც ძალიან მიყვარდა და სოფლიდან მის შუა ქალაქში წამოყვანაზე ვოცნებობდი... ცხოვრება, რა თქმა უნდა გაგრძელდა. მერე ბებიაზე უკეთესი არსება გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აი ისეთი ჰოლდენ კოლფილდს, რომ ჰყავდა, ჩემი "ფიბი", ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. ფიბიზე მეტად ჭკვიანი, მუდამ მომღიმარი და გონიერი... რა არ მიყვარს ყველაზე მეტად?! ჩემი ფიბის სევდიანი თვალები. ამ დროს ის ძალიან ლამაზია, მაგრამ მე არ მომწონს. ფიბისაც ემატება წარსულის წლები და აკლდება მომავლის... ვერ ვიტან ამაზე ფიქრს. მინდა რომ მხოლოდ მომავლის წლები ემატებოდეს, მაგრამ უკვდავების წყარო ჯერ არავის აღმოუჩენია და რომც ვინმეს აღმოეჩინა ამ შემთხვევაში, არა მგონია, რომ გვყვარებოდა სიცოცხლის თითოეული წუთი, გულის სიღრმეში მაინც,ისე ძალიანროგორც ახლა და რაც მთავარია წარსულის გარეშე ადამიანი არაფერია... ჩემი ფიბი დღეს შვიდი წლისაა და ჩემი ნატვრის თვალია. ჩემი ცხოვრების 6692-ე დღეს მაგონდება ეს სისულელეები და როგორც ჩემს დაწერილ ყველა სისულელეს, ალბათ, ამასაც შთანთქავს ჩემ მიერ დანთებული ცეცხლი. ისე 6692 დღეში პეპლების 6692 თაობა შეიცვლებოდა... რომ ვაკვირდები რამდენი ვერ მოესწრო საკუთარი ცხოვრების 6692-ე დღეს, რამდენი გაფრინდა პირველ, მეორე, 107-ე, 1692-ე ან 6691-ე დღეს. მე დღეს ბედნიერი ვარ... მაგრამ ვარ კი?! არც ვიცი... რატომ უნდა ვიყო უბედური, ფიბი ხომ ჩემთანაა?! იგი ჩემი ცხოვრების 4026-ე დღეს მოევლინა ქვეყანას... ისე ისინი ვინც, პირველ, მეორე ან 107-ე დღეს გაფრინდნენ... მათი სხეული იმდენად მსუბუქი იყო, რომ შეძლეს გაფრენა... ისე მათი სულიც მსუბუქი იყო. ჯერ კიდევ ჰქონდათ შერჩენილი პატარა, თეთრი ანგელოზის ფრთები. მათთვის დედა ჯერ კიდევ დედიკო იყო და გაფრენამდე დაუბარეს ძაძებშემოსულ დედებს: "ბევრი ილოცე დედიკო ჩემთვის..." ისე ჩვენც, რომ ანგელოზებად დავრჩენილიყავით... ვიცი, რომ ვიყავით. რაც უფრო ემატება ჩვენს წარსულს დღეები, მით უფრო მცირდება ჩვენი ფრთები. ვიყავი ანგელოზი, მაგრამ დღეს... ვინ ვარ დღეს?! ან ხვალ?... ვინ ვიქნები ხვალ? ან 10 წლის შემდეგ? არა მე არ ვიცი ვინ ვარ დღეს და საიდან მეცოდინება ვინ ვიქნები 10 წლის შემდეგ... მაგრამ მიხარია, რომ ვიყავი თეთრი ანგელოზი, როგორც ყველა, სხვა ანგელოზებთან ერთად, მაშინ, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი რა იყო ცხოვრება... მაგრამ სამწუხაროდ, მე მიხარია, ძალიან მიხარია,რომ არ დავტოვე სიცოცხლე ანგელოზად, არ გავფრინდი ჩოხელის ზოსიმესავით მსუბუქი სულითა და სხეულით. იმედია ჩვენ ისევ გადავიქცევით, როდესმე ანგელოზებად, მაგრამ მე აქ ანგელოზებს არ ვეძებ! აქ ანგელოზებს რა უნდათ?! და თუ არიან, მალე მათი ფუმფულა ფრთები ფაიფურად გადაიქცევა და დაიფშვნება... ასე რომ ჩვენ ანგელოზის სახე რამდენიმე ათასი დღის წინ დავკარგეთ... ვინ იცის რამდენი დღე მოემატება ჩემს წარსულს და გამოაკლდება მომავალს. რას შევძლებ ამ დღეებში, თუნდაც 7898-ე დღეს. მინდა რომ რაღაც შევძლო. არ მინდა საწოლზე წამოწოლილი პეჩორინივით ვფიქრობდე: "რისთვის ვიცოცხლე? რა მიზნისთვის დავიბადე? ალბათ რამე მიზანი არსებობდა, ალბათ რამე დანიშნულება მქონდა, იმიტომ რომ, უდიდეს ძალებს ვგრძნობდი ჩემს სულში, მაგრამ ეს დანიშნულება ვერ გამოვიცანი." მხოლოდ ის ვიცი, რომ წარსული და მომავალი დღეების ჯამი არ შეიცვლება... რამდენი იქნება არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ერთი, იმდენი იქნება, რამდენიც საჭიროა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ჩემი 6692-ე დღე (პეპელა კი მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობს)... ჩემი 6692-ე დღე- მეთქი... მერე რა?! სამწუხაროდ, არაფერი. თუმცა როგორ არაფერი?! ერთი დღე მოემატა ჩემს წარსულს და გამოაკლდა მომავალს. ჯამი?!
+++++++++++++++++++++++ ჩემი 6692-ე დღე (პეპელა კი მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობს)... ჩემი 6692-ე დღე- მეთქი... მერე რა?! სამწუხაროდ, არაფერი. თუმცა როგორ არაფერი?! ერთი დღე მოემატა ჩემს წარსულს და გამოაკლდა მომავალს. ჯამი?!
+++++++++++++++++++++++
17. ერთი დღე მოემატა ჩემს წარსულს და გამოაკლდა მომავალს.
მომწონს!!! მართლა საინტერესო იყო თქვენეული ხედვა ცხოვრების მიმართ! ერთი დღე მოემატა ჩემს წარსულს და გამოაკლდა მომავალს.
მომწონს!!! მართლა საინტერესო იყო თქვენეული ხედვა ცხოვრების მიმართ!
16. ცხოვრების შენეული ახსნა მომეწონა :D და კიდე... არასდროს "ტეხავს" დედას დედიკო დაუძახო :) :-* ცხოვრების შენეული ახსნა მომეწონა :D და კიდე... არასდროს "ტეხავს" დედას დედიკო დაუძახო :) :-*
15. es und awvaikiTxo?
es und awvaikiTxo?
13. ჩემს 9985 დღეს სასიამოვნოდ წავიკითხე თქვენი 6692 დღე:) :) ჩემს 9985 დღეს სასიამოვნოდ წავიკითხე თქვენი 6692 დღე:) :)
12. kargi nawarmoebia :) kargi nawarmoebia :)
11. ის გიორგი არზიანი ვარ შენ რომ იცნობ გენრი:) ის გიორგი არზიანი ვარ შენ რომ იცნობ გენრი:)
10. კაია! რომელი გიორგი ხარ ხო ვერ გვეტყვი? ;) ვიცნობ ერთ გიორგი არზიანს! წარმატებები! კაია! რომელი გიორგი ხარ ხო ვერ გვეტყვი? ;) ვიცნობ ერთ გიორგი არზიანს! წარმატებები!
9. ადრე მეგონა ცხოვრება სოფელში იმალებოდა. ...:) ცუდი არაა...+3 ადრე მეგონა ცხოვრება სოფელში იმალებოდა. ...:) ცუდი არაა...+3
8. მაგრამ მე აქ ანგელოზებს არ ვეძებ! აქ ანგელოზებს რა უნდათ?! და თუ არიან, მალე მათი ფუმფულა ფრთები ფაიფურად გადაიქცევა და დაიფშვნება... :(
გიოო, კარგი გიოო :-* მაგრამ მე აქ ანგელოზებს არ ვეძებ! აქ ანგელოზებს რა უნდათ?! და თუ არიან, მალე მათი ფუმფულა ფრთები ფაიფურად გადაიქცევა და დაიფშვნება... :(
გიოო, კარგი გიოო :-*
7. იმიტომ გვახსოვს რომ სწორია:) იმიტომ გვახსოვს რომ სწორია:)
6. მაგრამ, როგორც ბავშობაში გვასწავლიდნენ, შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება.
ყოველთვის მიკვირდა, ყველას რატომ გვახსოვს ეს ფრაზა ასე კარგად :D
მომეწონა. დაჟე ოჩენ :) მაგრამ, როგორც ბავშობაში გვასწავლიდნენ, შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება.
ყოველთვის მიკვირდა, ყველას რატომ გვახსოვს ეს ფრაზა ასე კარგად :D
მომეწონა. დაჟე ოჩენ :)
5. ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე. ბევრჯერ ამოვაკელი და ცჰავამატე ეს p.s მაგრამ მაინც დავტოვე რადგან ჩემი მიზანი ის არის რაც მის შემდეგ წერია:) ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე. ბევრჯერ ამოვაკელი და ცჰავამატე ეს p.s მაგრამ მაინც დავტოვე რადგან ჩემი მიზანი ის არის რაც მის შემდეგ წერია:)
4. ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე. ბევრჯერ ამოვაკელი და ცჰავამატე ეს p.s მაგრამ მაინც დავტოვე რადგან ჩემი მიზანი ის არის რაც მის შემდეგ წერია:) ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე. ბევრჯერ ამოვაკელი და ცჰავამატე ეს p.s მაგრამ მაინც დავტოვე რადგან ჩემი მიზანი ის არის რაც მის შემდეგ წერია:)
3. უკეთესი იქნებოდა "რამდენიც საჭიროა" -სთან დაგემთავრებინა.
არაა ცუდი :) უკეთესი იქნებოდა "რამდენიც საჭიროა" -სთან დაგემთავრებინა.
არაა ცუდი :)
1. მაგრამ მე აქ ანგელოზებს არ ვეძებ! აქ ანგელოზებს რა უნდათ?! და თუ არიან, მალე მათი ფუმფულა ფრთები ფაიფურად გადაიქცევა და დაიფშვნება... ასე რომ თითოეულმა ჩვენგანმა ანგელოზის სახე რამდენიმე ათასი დღის წინ დაკარგა...
გაიხარე, ძალიან მაგარია მაგრამ მე აქ ანგელოზებს არ ვეძებ! აქ ანგელოზებს რა უნდათ?! და თუ არიან, მალე მათი ფუმფულა ფრთები ფაიფურად გადაიქცევა და დაიფშვნება... ასე რომ თითოეულმა ჩვენგანმა ანგელოზის სახე რამდენიმე ათასი დღის წინ დაკარგა...
გაიხარე, ძალიან მაგარია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|