მე მოგიყვები ზღაპარს, ლამაზ ფერებად ნაქარგს, სულს შთააგონე კრძალვა, სიყვარული გზას გაიკვალავს, ბედნიერებით სავსეს მზის სხივი აცისკროვნებს, ღიმილი მიკრული ბაგეთ,- ეტყვის: - გიხდება ქალავ... მყის ანთებული გული, ამიერიდან შვებას იგი ვეღარა ჰპოვებს... ოდეს კაშკაში შუქის იდუმალება მოსავს, აელვარებულ თვალებში როს სიყვარული მდუმარებს და იღვენთება სანთელი, ტირის, ცახცახებს, კამკამებს ტაძრასა შინა ფიცსა აღავლენს, და მიეფინა ხელი ხელს ნდობით გაწვდილს და ნაფერებს; ორთა - ოცნება, ტრფობა, ორთა - გრძნობათა ლტოლვა, სულთა - ხვდომა და თრთოლვა, ლამაზ სიტყვათა ხმობა, და ამ წუთებით ტკბობა ორთა ნაქარგი გრძნობა; აი, აღსრულდა ზღაპარი, მათი ერთგულების ამბავი არს სიყვარული ლამაზი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. +2 წარმატებები +2 წარმატებები
3. ზღაპრულ გრძნობას ალბათ სხვანაირი ლექსი მოუხდებოდა. სუსტია უდაოდ...
ზღაპრულ გრძნობას ალბათ სხვანაირი ლექსი მოუხდებოდა. სუსტია უდაოდ...
2. სუსტი რითმები და მარცვლებიც არეულია. რიტმი ირღვევა ამიტომ და ლექსი სუსტია. სუსტი რითმები და მარცვლებიც არეულია. რიტმი ირღვევა ამიტომ და ლექსი სუსტია.
1. მმმმმმმმმ ... სალო სალოოოოოო ;) მმმმმმმმმ ... სალო სალოოოოოო ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|