ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2010


იცი?! (ვიცი)

რაღაცას გეტყვი,
მომიტანე სახე ტუჩებთან
- იცი ?!  მიყვარხარ!
მენატრები ზეცის კიდემდე...
სანამ  გულს ჰყავხარ
სიტყვებს  ვაძლევ ლექსის უფლებას,
ახლა მინდა რომ
ამ ცხოვრებას შენით ვუძლებდე.
შენით ოცნებაც აღარ იყოს
ისევ  ბავშური,
ერთმანეთს ვუთხრათ
რაც გვტიკვა და რაც გვიხარია,
მერე  ლოცვებიც წავიკითხოთ
ცოდვის ხმაურში,
თორემ გონება დახშული მაქვს 
დიდი ხანია.
მე შენ მიყვარხარ-ს
ბევრჯერ ვიტყვი,
თუმც ერთხელ კმარა
გიყვარდე ისე,
დაგყვებოდე  თვალებში სხივით
და როგორც შენ თავს ეგუები
ყველაზე მაგრად ,
სულელსაც ალბათ
შემიგუებ,
ქალურსაც… ვიცი.
სიცოცხლით მივლი,
მივლი გულით ,
წლების ყველა დროს,
ყველა სეზონზე -
წვიმების თუ დიდმზეობების,
ისე მავსებდე
სუფთა ჰაერს ფილტვები
როგორც ,
(ავსებს )
... და მე კი
ამ სიტყვებით განვმეორდები

(მე შენ მიყვარხარ!)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები