 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 26 ოქტომბერი, 2010 |
ქალაქში ერთი გოგო დადის, მოუჩანს წელი, გახვრეტილ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი, გაღიმებისას ეჩვრიტება ლოყები, ხოლო თვალები ისე მუქად უელავს, - - ქილიდან ახლად ამოღებული ზეთისხილივით...
ვაითუ მიცნოს, შემაჩეროს და ვერ გავექცე, ვაითუ ვეღარ დავემალო ჯანდაბის იქით, ჰოდა, თავს დავხრი, ვითომ ჩანთაში ვიქექები და ვიპარები, მაგრამ სიზმრებში, სწორედ იმწუთას, როდესაც ვხარობ, რომ კოშმარიდან სამშვიდობოს გამოვაღწიე, უზარმაზარი, გარუჯული, შიშველი ზურგით მიახლოვდება, თვალდახელშუა პატარავდება და დაკრუნჩხული ჩემს მკლავებში წევს გაუნძრევლად ლურჯზე ლურჯი. ვკბენ ნეკათითზე გამწარებით, არ მოდის სისხლი, თითების მაშით ვექაჩები სლიპინა ენას, რომ სასულეზე არ დაეცოს, ავრბივარ უცხო კიბეებზე, თავდება კიბე, არ ჩანს ექიმი, არ ჩანს დედა. ისმის კივილი უნუგეშო და მე ვმრისხანებ, ღმერთო ჩემო, როგორ ვმრისხანებ! მზად ვარ, ჩემივე ხელით მოვკლა ეს არამზადა, სიკვდილს რომ ბედავს, მოვკლა ათასჯერ, ოღონდ ამ ერთხელ, ერთადერთხელ გადავარჩინო.
როდესაც ბავშვი ამოასუნთქეს, დავხუჭე თვალი, გავიპარე და ვნეტარებდი, ვნეტარებდი დაუსრულებლად, ვიდრე ვიგრძენი ყბაში ვიღაცის მწარე ლაწანი.
რა ჭირად მოვხვდი, ნეტა, იმ ზაფხულს ამათ მეზობლად, რა ბედად მოვხვდი!
გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია.
ეს კი, შეხედეთ, როგორ მოდის დღის სინათლეში! - მოუჩანს ჭიპი, ჭიპზე – თვალი, თვალში - მზის სხივი... უცნაურია, მხრებს რატომღა ხრის, რატომღა ცდილობს, მკლავთა ბუდეში წამოჩიტული წყვილი ბარტყი თბილად ჩამალოს...
ჩემი თვალი - ქვის ქვეშ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. +2 გაიხარეთ :) +2 გაიხარეთ :)
22. მაპატიეთ, ლილე ძვირფასო! ალბათ მართლა უმჯობესი იქნებოდა, პირადად თქვენთვის მომემართა. მაპატიეთ, ლილე ძვირფასო! ალბათ მართლა უმჯობესი იქნებოდა, პირადად თქვენთვის მომემართა.
21. არადა სულ შენზე ისაუბრა. უბრალოდ შენი სახელი ხსენების ღირსადაც კი არ ჩააგდო. არადა სულ შენზე ისაუბრა. უბრალოდ შენი სახელი ხსენების ღირსადაც კი არ ჩააგდო.
20. წავიკითხე ავტორის კომენტარი და გული დამწყდა, უნდა ვაღიარო: მე არ ვუხსენებივარ :( არადა, მინდოოოდააა! :D
წავიკითხე ავტორის კომენტარი და გული დამწყდა, უნდა ვაღიარო: მე არ ვუხსენებივარ :( არადა, მინდოოოდააა! :D
19. კარგა ხანია, აქ არ შემომიხედავს. მოგესალმებით და მოგილოცავთ ახალ წელს, ძვირფასებო! მადლობა დიმას და ყველა თქვენგანს. მინდა გჯეროდეთ, რომ ყოველი თქვენგანის გამოხმაურება, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ლექსი და ერგება თუ არა თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ჯერ არ დაბადებულა ქვეყნად პოეტი, რომლის ყველა ნაწარმოებიც ყველა მკითხველს ყველა დროსა და ყველა ვითარებაში მოეწონებოდა. გამონაკლისი მე ან რომელიმე თქვენგანი როგორ ვიქნებით!
ორიოდე სიტყვა სათაურზე: სათაურის პოეტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მას გაცილებით დიდ ფუნქციას ვანიჭებ, ვიდრე საკუთარ ნაწარმოებთა საერთო სიმრავლეში მარკირების გზით კონკრეტული ლექსის გამორჩევაა. ამ რთული, კონცეპტუალური სათაურის აგებისას გამოყენებულია მნიშვნელობათა თამაშის ხერხი. გავიხსენოთ - სიტყვა ,,თვალი" ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის ორგანოს, არამედ სხვა საგნებსაც.( მაგ. ნაქსოვის თვალი, ურმის თვალი, ბეჭდის, სამკაულის თვალი - რომელიც შეიძლება იყოს ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვა, ან ხელოვნური მასა, ან შუშა და ა.შ.)
რაც შეეხება ,, თითო სიტყვაზე გამოკიდებას", მე სწორედაც რომ, ის მკითხველი მიყვარს, რომელიც ასე, თითო სიტყვაზე გამომეკიდება. რადგან თითოეულ სიტყვას ვარჩევ, თანაც - გულმოდგინედ.ყოველ მათგანზე დიდხანს მაქვს ნაფიქრი, გაგიკვირდებათ, მაგრამ ყოველი მათგანი განცდილი მაქვს ცალკეც და სხვა სიტყვებთან ერთადაც. ხან საჭიროდ მივიჩნევ კონკრეტულ ლექსში განცდათა სიმძაფრის ჩვენებას, ხან პირველ პლანს მიღმა გამაქვს - ამ დროს ჩემი ამოსავალი ლექსის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. კარგა ხანია, აქ არ შემომიხედავს. მოგესალმებით და მოგილოცავთ ახალ წელს, ძვირფასებო! მადლობა დიმას და ყველა თქვენგანს. მინდა გჯეროდეთ, რომ ყოველი თქვენგანის გამოხმაურება, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ლექსი და ერგება თუ არა თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ჯერ არ დაბადებულა ქვეყნად პოეტი, რომლის ყველა ნაწარმოებიც ყველა მკითხველს ყველა დროსა და ყველა ვითარებაში მოეწონებოდა. გამონაკლისი მე ან რომელიმე თქვენგანი როგორ ვიქნებით!
ორიოდე სიტყვა სათაურზე: სათაურის პოეტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მას გაცილებით დიდ ფუნქციას ვანიჭებ, ვიდრე საკუთარ ნაწარმოებთა საერთო სიმრავლეში მარკირების გზით კონკრეტული ლექსის გამორჩევაა. ამ რთული, კონცეპტუალური სათაურის აგებისას გამოყენებულია მნიშვნელობათა თამაშის ხერხი. გავიხსენოთ - სიტყვა ,,თვალი" ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის ორგანოს, არამედ სხვა საგნებსაც.( მაგ. ნაქსოვის თვალი, ურმის თვალი, ბეჭდის, სამკაულის თვალი - რომელიც შეიძლება იყოს ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვა, ან ხელოვნური მასა, ან შუშა და ა.შ.)
რაც შეეხება ,, თითო სიტყვაზე გამოკიდებას", მე სწორედაც რომ, ის მკითხველი მიყვარს, რომელიც ასე, თითო სიტყვაზე გამომეკიდება. რადგან თითოეულ სიტყვას ვარჩევ, თანაც - გულმოდგინედ.ყოველ მათგანზე დიდხანს მაქვს ნაფიქრი, გაგიკვირდებათ, მაგრამ ყოველი მათგანი განცდილი მაქვს ცალკეც და სხვა სიტყვებთან ერთადაც. ხან საჭიროდ მივიჩნევ კონკრეტულ ლექსში განცდათა სიმძაფრის ჩვენებას, ხან პირველ პლანს მიღმა გამაქვს - ამ დროს ჩემი ამოსავალი ლექსის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების სრულყოფილებისკენ სწრაფვაა.
18. აბა კატერინა რომ მირეკავს ერთ დღეს, ახალაია ლექსი წაიკითხა და მეუბნება: ერთი გოგო მაგის თავი გამახსნევინა და მანახა როგორ უდევს ტვინიო ამას რომ გათქმევინებს,ისაა პოეზია და ამ პოეზიას როგორი წერს მე რაში მაინტერესებს ანემონე. 2011-01-04 22:53:39 :)):)):)) ჰოოოოოოოო თან რა სერიოზულადაა დაინტერესებული ახალაიას ტვინის მოწყობილობით:Dაქ არუნდა გამეცინა?:s წავალ აბა დავიძინებ
თანხმობა ანეს თანხმობა მონეს თანხმობა ანე-მონეს ;;) აბა კატერინა რომ მირეკავს ერთ დღეს, ახალაია ლექსი წაიკითხა და მეუბნება: ერთი გოგო მაგის თავი გამახსნევინა და მანახა როგორ უდევს ტვინიო ამას რომ გათქმევინებს,ისაა პოეზია და ამ პოეზიას როგორი წერს მე რაში მაინტერესებს ანემონე. 2011-01-04 22:53:39 :)):)):)) ჰოოოოოოოო თან რა სერიოზულადაა დაინტერესებული ახალაიას ტვინის მოწყობილობით:Dაქ არუნდა გამეცინა?:s წავალ აბა დავიძინებ
თანხმობა ანეს თანხმობა მონეს თანხმობა ანე-მონეს ;;)
17. და გიო, მე რა შუაში ვარ შენს კომენტართან ვერ გავიგე? :) ახალაია როგორ წერს და რამდენი პროცენტია ემოცია,მე რატომ უნდა ვიკითხო? რატომ უნდა მაინტერესებდეს რიგით მკითხველს? ისე იმწუთში მქონდა ბექა წაკითხული და პირობითად იმიტომ დავწერე მანდ
რაც მთავარია კიდევ მე ლექსს ვკითხულობ, რომელიც ასი პროცენტით პოეზიიაა ჩემთვის (ბექას ელქსები და ბევრის აქ) (სხვისთვის რაჩემი საქმეა,აქ ჩემს გემოვნებაზე ვლაპარაკობ და მაქვს უფლება ჩემი აზრი ისე იდოს,რომ ათი დიმას დამცველი აზრი არ დახვდეს :) ერთხელ მეც დამიცავით რა არ შეიძლება :D ) და თუ ისინი ამ პოეზიას ''აკეთებენ'' ,ისე რომ მე მრჩება წაკითხვის მერე დიდი ემოცია, თავის შეძახილიანად ''ვახ რამაგარია და ა.შ'' მე რა პრეტენზია მექნება მკითხველს, ესაა ''ხეირი''-თქო ზუსტად, რაც ქვემორე პოსტში ვთქვი :)
პ.ს. ნიჭია და გენიაც ჩემთვის ახალაია:) აბა კატერინა რომ მირეკავს ერთ დღეს, ახალაია ლექსი წაიკითხა და მეუბნება: ერთი გოგო მაგის თავი გამახსნევინა და მანახა როგორ უდევს ტვინიო :D ამას რომ გათქმევინებს,ისაა პოეზია და ამ პოეზიას როგორი წერს მე რაში მაინტერესებს :) და გიო, მე რა შუაში ვარ შენს კომენტართან ვერ გავიგე? :) ახალაია როგორ წერს და რამდენი პროცენტია ემოცია,მე რატომ უნდა ვიკითხო? რატომ უნდა მაინტერესებდეს რიგით მკითხველს? ისე იმწუთში მქონდა ბექა წაკითხული და პირობითად იმიტომ დავწერე მანდ
რაც მთავარია კიდევ მე ლექსს ვკითხულობ, რომელიც ასი პროცენტით პოეზიიაა ჩემთვის (ბექას ელქსები და ბევრის აქ) (სხვისთვის რაჩემი საქმეა,აქ ჩემს გემოვნებაზე ვლაპარაკობ და მაქვს უფლება ჩემი აზრი ისე იდოს,რომ ათი დიმას დამცველი აზრი არ დახვდეს :) ერთხელ მეც დამიცავით რა არ შეიძლება :D ) და თუ ისინი ამ პოეზიას ``აკეთებენ`` ,ისე რომ მე მრჩება წაკითხვის მერე დიდი ემოცია, თავის შეძახილიანად ``ვახ რამაგარია და ა.შ`` მე რა პრეტენზია მექნება მკითხველს, ესაა ``ხეირი``-თქო ზუსტად, რაც ქვემორე პოსტში ვთქვი :)
პ.ს. ნიჭია და გენიაც ჩემთვის ახალაია:) აბა კატერინა რომ მირეკავს ერთ დღეს, ახალაია ლექსი წაიკითხა და მეუბნება: ერთი გოგო მაგის თავი გამახსნევინა და მანახა როგორ უდევს ტვინიო :D ამას რომ გათქმევინებს,ისაა პოეზია და ამ პოეზიას როგორი წერს მე რაში მაინტერესებს :)
16. "ცუდად გადმოცემული მშვენიერი აზრიც კი ფასს კარგავს" არ მახსოვს ვინ თქვა.
ამ ლექსს ლაფსუსი არ აქ არც ერთი მხრიდან. ვისაც უნდა ვიდავოთ,ოღონდ არა მსგავსი არგუმენტებით:პოეზიაში მტავარია ემოცია,გული და ეგეთები.
ვაფშემ ეს მჯიღის ცემა პოეზია მაგრად არ მევასება და ოცდამეერთე საუკუნეში სულ სხვა რამეა პოეზია.
ანემონე ახალაიას, ლექსების მხოლოდ 20% ემოცია .თუ არ გჯერათ კითხეთ და გეტყვით. სწორედ ეგაა ნიჭი.
რაც შეეხება ლილეს გაცინებას,სწორად უთხრა ბახუტამ .
ქალბატონი ნინოს პოეზია არც მე მხიბლავს დიდად,მხოლოდ იმიტომ რომ გემოვნებაში ვართ სხვაგან.
ჩემი აზრით ძალიან მაგარი ლიტერატორია და ბევრ რამეს აკეთებს ქართული ლიტერატურისთვის.
ყველაზე მეტად ისაა მარაზმი ურაკის ქულები და ვაფშე ურაკი,რომაა პოეზიის პიკი თქვენთვის.(უმრავლესობისთვის)
მოკლედ წავედი და ბახუტაშვილი არის ძალიან მაგარი ავტორი. და ვიღაც ბეჟანას საღადაო,რომელსაც დამხმარე რითმები არც კი გაუგია რა არი და მისი პოეზიის ხარისხზე ხო აღარაფერს ვამბობ.
ასე,რომ ნუ იბოღმებით.
ბეჟან შენ კიდე რომ გავიგო ვინ ხარ ძმას გეფიცები ჯობია დაიმალო.
სასვენ ნიშნებზე იზვინი.
"ცუდად გადმოცემული მშვენიერი აზრიც კი ფასს კარგავს" არ მახსოვს ვინ თქვა.
ამ ლექსს ლაფსუსი არ აქ არც ერთი მხრიდან. ვისაც უნდა ვიდავოთ,ოღონდ არა მსგავსი არგუმენტებით:პოეზიაში მტავარია ემოცია,გული და ეგეთები.
ვაფშემ ეს მჯიღის ცემა პოეზია მაგრად არ მევასება და ოცდამეერთე საუკუნეში სულ სხვა რამეა პოეზია.
ანემონე ახალაიას, ლექსების მხოლოდ 20% ემოცია .თუ არ გჯერათ კითხეთ და გეტყვით. სწორედ ეგაა ნიჭი.
რაც შეეხება ლილეს გაცინებას,სწორად უთხრა ბახუტამ .
ქალბატონი ნინოს პოეზია არც მე მხიბლავს დიდად,მხოლოდ იმიტომ რომ გემოვნებაში ვართ სხვაგან.
ჩემი აზრით ძალიან მაგარი ლიტერატორია და ბევრ რამეს აკეთებს ქართული ლიტერატურისთვის.
ყველაზე მეტად ისაა მარაზმი ურაკის ქულები და ვაფშე ურაკი,რომაა პოეზიის პიკი თქვენთვის.(უმრავლესობისთვის)
მოკლედ წავედი და ბახუტაშვილი არის ძალიან მაგარი ავტორი. და ვიღაც ბეჟანას საღადაო,რომელსაც დამხმარე რითმები არც კი გაუგია რა არი და მისი პოეზიის ხარისხზე ხო აღარაფერს ვამბობ.
ასე,რომ ნუ იბოღმებით.
ბეჟან შენ კიდე რომ გავიგო ვინ ხარ ძმას გეფიცები ჯობია დაიმალო.
სასვენ ნიშნებზე იზვინი.
14. ლაფსუსი და არშინით რომ ზომავთ თითოეულს სიტყვას, იმას ეძახით კრიტიკას და მასე დაწერილს კიდევ პოეზიას,შენნაირები დიმა :) არაა ეგრე და კიდევ კარგი რომ მე არ ვფიქრობ მხოლოდ ასე:)
ამ ლექსს კი ნამდვილად ვერ წავიკითხავ, ახალაიათი სავსე ვარ პოეზიურად ამწუთში :D ბოლო ბოლო ''ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო, შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს, ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ''
ან '' იმედისა და ოცნების მსგავსი, ფანჯრებში ბზინავს ნაძვისტოტები და საახალწლო ვენბებით სავსე კიდევ ერთი წლით გიახლოვდები''
ამის მერე მინდა ახლა მე ნინოს პოეზია?:)
ლაფსუსი და არშინით რომ ზომავთ თითოეულს სიტყვას, იმას ეძახით კრიტიკას და მასე დაწერილს კიდევ პოეზიას,შენნაირები დიმა :) არაა ეგრე და კიდევ კარგი რომ მე არ ვფიქრობ მხოლოდ ასე:)
ამ ლექსს კი ნამდვილად ვერ წავიკითხავ, ახალაიათი სავსე ვარ პოეზიურად ამწუთში :D ბოლო ბოლო ``ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო, შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს, ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ``
ან `` იმედისა და ოცნების მსგავსი, ფანჯრებში ბზინავს ნაძვისტოტები და საახალწლო ვენბებით სავსე კიდევ ერთი წლით გიახლოვდები``
ამის მერე მინდა ახლა მე ნინოს პოეზია?:)
13. დიმა ვერ დაგეთანხმები სადაც მე და შენ გაგვიცინია.... :D გემოვნებაზე არ დაობენ და ვიღაც ქ-ნ ნინოს ლექსზეც გაიცინებს :) მე პირადად მომწონს ეს განსხვავებული სტილი თუმც არც გადავრეულვარ :) დიმა ვერ დაგეთანხმები სადაც მე და შენ გაგვიცინია.... :D გემოვნებაზე არ დაობენ და ვიღაც ქ-ნ ნინოს ლექსზეც გაიცინებს :) მე პირადად მომწონს ეს განსხვავებული სტილი თუმც არც გადავრეულვარ :)
11. მეც ხშირად მეცინება აქ, ჯერ ლექსზე და მერე კომენტარებზე ხოლმე :) ნუ არ ვტოვებ მართალია მაგრამ მეცინება ხოლმე და :D და ვითომ რატომ არ უნდა ვიცინოდეთ აქ და სხვებთან ''ყირაზე გადავიდეთ'' ააა დარბაისელია ნინო, ხო? :)
ნუ მე არ მომწონს ქალბატონი ნინოს პოეზია ზოგადად, არაფერს მიტოვებს ''სახეიროს'' :) წავიკითხე და გავიარეთ ''პონტია'' :)
მეც ხშირად მეცინება აქ, ჯერ ლექსზე და მერე კომენტარებზე ხოლმე :) ნუ არ ვტოვებ მართალია მაგრამ მეცინება ხოლმე და :D და ვითომ რატომ არ უნდა ვიცინოდეთ აქ და სხვებთან ``ყირაზე გადავიდეთ`` ააა დარბაისელია ნინო, ხო? :)
ნუ მე არ მომწონს ქალბატონი ნინოს პოეზია ზოგადად, არაფერს მიტოვებს ``სახეიროს`` :) წავიკითხე და გავიარეთ ``პონტია`` :)
10. ასე თითო სიტყვაზე გამოკიდება ნებისმიერ ნაწერზე შეგვიძლია და რაღაც დასაცინის აღმოჩენა, როდესაც არალიტერატურული კუთხით გახედავ............. მაგრამ ცუდია როდესაც გამზინულად აკეთებ ამას........მე მომეწონა ასე თითო სიტყვაზე გამოკიდება ნებისმიერ ნაწერზე შეგვიძლია და რაღაც დასაცინის აღმოჩენა, როდესაც არალიტერატურული კუთხით გახედავ............. მაგრამ ცუდია როდესაც გამზინულად აკეთებ ამას........მე მომეწონა
9. აი სადაც დიმა იცინის კიდე, ყველგან ეცინება. :)
ვოტ ტაკ. :დ
ხოოდა, ბარემ აზრსაც გამოვთქვამ.
ეს ლექსი მიყვარს მე, თავისი უზუსტესი ფინალით, თუმცა ამ ციკლიდან რამდენიმე უფრო მეტადაც მომწონს.
აი სადაც დიმა იცინის კიდე, ყველგან ეცინება. :)
ვოტ ტაკ. :დ
ხოოდა, ბარემ აზრსაც გამოვთქვამ.
ეს ლექსი მიყვარს მე, თავისი უზუსტესი ფინალით, თუმცა ამ ციკლიდან რამდენიმე უფრო მეტადაც მომწონს.
8. მაპატიე,ძიმიტრი, შენც გეცინება ხოლმე იქ,სადაც არ უნდა იცინოდე,სამწუხაროდ.... სადაც ლილე იცინის, ყველგან არ იცინის მართლა..... მაპატიე,ძიმიტრი, შენც გეცინება ხოლმე იქ,სადაც არ უნდა იცინოდე,სამწუხაროდ.... სადაც ლილე იცინის, ყველგან არ იცინის მართლა.....
7. ლილე, სად და.. აქ ნაღდად არ არის ის ადგილი სადაც შენ უნდა იცინოდე. :)
ლილე, სად და.. აქ ნაღდად არ არის ის ადგილი სადაც შენ უნდა იცინოდე. :)
6. ახლა რა ხდება აააააქ: თუ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი (ერთი ცალი და ვგონებ ციკლოპი უნდა იყოს :D), მაშინ გამოდის რომ გაღიმებისას ლოყები ეჩვრიტება სადღაც იქვე,ახლო-მახლო, სავარაუდოდ მუცელზე. "და მე ვმრისხანებ, ღმერთო ჩემო, როგორ ვმრისხანებ!"
და წავედი ახლა აქედან მე ჯანდაბის იქეთ სწრაფი ნაბიჯით ..... ახლა რა ხდება აააააქ: თუ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი (ერთი ცალი და ვგონებ ციკლოპი უნდა იყოს :D), მაშინ გამოდის რომ გაღიმებისას ლოყები ეჩვრიტება სადღაც იქვე,ახლო-მახლო, სავარაუდოდ მუცელზე. "და მე ვმრისხანებ, ღმერთო ჩემო, როგორ ვმრისხანებ!"
და წავედი ახლა აქედან მე ჯანდაბის იქეთ სწრაფი ნაბიჯით .....
4. გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია. +++++++++ :) გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია. +++++++++ :)
2. თან ძალიან კარგი თან ძალიან კარგი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|