ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არზიანი
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2010


იქ სადღაც შორს... ანუ იყო და არა იყო

    იქ სადღაც შორს, ძალიან შორს სადაც ყინავდა, მაგრამ არავის ციოდა, სადაც ცხოვრება არ იყო ბრძოლა, სადაც არ აკერპებდნენ მგელს და მგლური კანონების ნაცვლად ცხოვრობდნენ ადამიანური კანონებით... სადაც ორი მეგობრიდან ერთი არასოდეს არ ყოფილა მეორეს მონა, იმიტომ რომ იქ ყველა ერთმანეთისთვის იყო და თან არ იყო... იქ სადღაც შორს, სადაც ჩვენ აუცილებლად გავემგზავრებით, ბევრი გამგზავრებულა, მიემგზავრება და გაემგზავრება... და იქ შორს, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. სულ თეთრში ჩაძირული სივრცე, შორეთის ბინადრები არ ოცნებობდნენ, არ ფიქრობდნენ, მხოლოდ აკეთებდნენ რაღაცას, უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე აქ, ფიქრისას... უცებ გაიხსნა სივრცე და ამ სივრცეში შემოვიდა მორიგი... ისიც ჩვენნაირი, რომლისთვისაც ისევე უცხო იყო შორეთი, როგორც ჩვენთვის. ვერ მიხვდა საიდან მოხვდა ამ გაუგებრობაში, ათვალიერებდა გარემოს და ვერაფერი გაეგო. აიხედა ზემოთ და მისი ცა გამქრალიყო... არადა როგორ უყვარდა ცა... მაშინ როდესაც სხვები იბრძოდნენ, როცა ერთი მეგობარი მეორის მონა იყო, როცა ირგვლივ ცხელოდა და მას ციოდა, იჯდა და უყურებდა ცას, საათობით უყურებდა. ის იბრძოდა, მაგრამ არავის მონა არ იყო... ანდა როგორ არ უნდა ებრძოლა. სამწუხაროდ, ასე იყო საჭირო და რაც საჭირო იყო, ისევ, სამწუხაროდ, ისიც იმას აკეთებდა. ცას კი მაშინ უყურებდა, როცა სულ მარტო იყო... და ცა აქ ზემოთ აღარ იყო, მაგრამ ძალიან ახლოს გრძნობდა მას და უცებ სიცივე იგრძნო ირგვლივ, მაგრამ მას ცხელოდა, იმაზე მეტად ვიდრე სიცხეში... უცებ ფიქრები შორს გაფრინდნენ და იქაურობის თვალიერბა დაიწყო... აქ ყველა თავისთვის იყო, მაგრამ გრძნობდა მსუბუქ, ფერად ჯაჭვებს, რომლითაც აქაურები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები, მაგრამ ამ ძაფებისგან შეკრულ კომპოზიციას ჯერჯერობით თვითონ აკლდა, არ იცოდა რა ეკეთებინა, მერე გაუცნობიერებლად ერთთან მივიდა, ისიც ადრე ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, ბერეტით და ფუნჯით, რომლითაც რაღაცას თხაპნიდა.
-რას აკეთებ?
- ...
-რას აკეთებ მეთქი?
    ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფერი დაინახა, რასაც ბერეტიანი აკეთებდა. ვინ იცის რამდენხანს დაჰყურებდა მას რიგითი, რომელიც ჯერ კიდევ რიგითია და არ ჩართულა ამ კომპოზიციაში. არ იცოდა, რადგან იქ დროს ოქროს ფასი არ ჰქონდა. არ ჰქონდა, რადგან იქ არც ოქრო არსებობდა და არც დრო. ფასის კი სულ სხვა გაგება არსებობდა და რადგან დრო არ არსებობდა, არავინ ითვლიდა საკუთარი ცხოვრების დღეებს... ბერეტიანმა მოულოდნელად ლაპარაკი დაიწყო.
-მე ვხატავ! ჩემთვის ვხატავ, ვხატავ სამყაროს, რომელზეც ვოცნებობდი იქ, სადაც მე ვიყავი... ვხატავ სამყაროს, რომელიც განსხვავდება იმ სამყაროსაგან, რომელიც ჩვენ ყველამ იქ ყოფნისას შევქმენით. ეს სამყარო განსხვავდება იმისგან, სადაც ადამიანის მანტიას მორგებული მგლები ცხოვრობენ. მგლები, რომლებიც  სისხლის სუნის შეგრძნებისთანავე, მზად არიან დაგლიჯონ ისინი ვინც მათი მონები იყვნენ და ისინი ვისი მონებიც თავად იყვნენ... განსხვავდება სამყაროსაგან, სადაც პირდაღებული არისტოკრატია ცხოვრობს და სამყაროსაგან სადაც მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს გიჟებად აცხადებენ და თეთრ ხალათებში გახვეულებს ოთხ კედელში კეტავენ, მარტო საკუთარ თავთათ, მაშინ როდესა ნამდვილი გიჟების დაწერილი კანონებით ცხოვრობენ. ჩემი სამყარო იმ სამყაროსაგან განსხვავდება, სადაც წაქცეულს ისე გადათელავენ, როგორც შემოდგომის ფოთოლს. ჩემი სამყარო სულ სხვანაირია, აქ ჩიტების ჭიკჭიკს უსმენენ და მათ შესაჭმელად კბილებს არ ილესავენ. აქ ყველას უსმენენ მთქნარების გარეშე... იცი აქ უყვართ?!... ოღონდ ისე არა როგორც იქ... აქ მარადიული სიყვარულია და იცი რატო?! აქ არავინ ფიქრობს...
-მე არ მომწონს შენი სამყარო... მე ფიქრი მინდა, ცის ქვეშ საათობით ფიქრი. მე იმ ზღვაში მინდა, რომელთა დანახვაზეც ზიზღისაგან თავში სისხლი მეღვრება. მე იმ აქოთებულ ქუჩებში ხეტიალი მინდა, რომელიც მაღიზიანებდა, მე იმ მეგობრების ნახვა მინდა, რომლებიც სრულიად არ იყვნენ ჩემი მეგობრები, მე ეს მინდა. მაგრამ არის რაღაც რაც ძალიან მინდა... ყველაზე მეტად ჩემს პატარა ქალაქში სეირნობა მინდა, დავჯდებოდი ახლა რომელიმე ხის ქვეშ და წავიკითხავდი პეჩორინის მონოლოგებს, რათა მთელი გულით  შემეგრძნო ის. მე არ დავიშურებდი ძალ-ღონეს რათა იქ მეპოვა პეჩორინი... თუმცა არ ვიცი შეცძლებდი კი ამას...
-არის რაიმე რაზეც ძალიან გწყდება გული?- იკითხა ბერეტიანმა, ისე რომ ხატვაზე თავი არ დაუნებბია.
-მე ხუთი წუთი რომ მომცა, მივიდოდი და ვაკოცებდი იმას ვინც ძალიან მიყვარს და ვისთანაც გამომშვიდობება ვერ შევძელი წამოსვლის წინ...
-შენთვის ჯერ არ შეუბამთ ძაფი?- იკითხა წარბაწეულმა ბერეტიანმა...
    იქ სადღაც შორს ყველა ჩვეული ყოფით განაგრძობდა არსებობას, სევდიანი თვალებით, გამჭვირვალე სხეულით და მსუბუქი სულით. აქ ბევრი რამე იყო და თან არ იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები