ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ.გ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ოქტომბერი, 2010


...

ჩემს ოთახს ბევრი კუთხე აქვს იცი? ხანდახან მაბნევს კიდეც მათი სიმრავლე..
ჩემს ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა ათბობს, მეორე ისე, უბრალოდ სინათლეს მატებს..
ჭერი საერთოდ არ აქვს ჩემს ოთახს..
იატაკი თეთრია ,უფროსწორად  კი შარშანდელი თოვლი ფანტია და არაფრით არ დნება. იცის რომ მჭირდება და.. 
თან მზეც არ უძალიანდება.. 
ერთ–ერთ კედელთან ბაბუას ნაქონი ძველებური რადიო დგას და მის სიხშირეზე მხოლოდ ჩემს მოგონებებს იჭერს .. ფანჯარაზე შეყვითლებული კაქტუსი ებრძვის ჩემს სიჯიუტეს. რატომღაც ვერაფრით ვიმეტებ გასახმობად და არც გახარებას ვაცლი.  ანგელოსების გამოსახულებებით გაფორმებული ყუთი მაქვს, იქ არა–ფერს ვინახავ და მხოლოდ მაშინ ვხსნი , როცა ვიღლები. ტუმბოზე დაცლილი სუნამოების ქილები ალაგია, არცერთი არ იყო ჩემი.. მე მხოლოდ ატმის სუნი მიყვარს და ისიც მალე მიმსუყებს გულს..
ღამით ჩემს ოთახს ზღაპრის პატარა ელფები რთავენ და დილამდე არ მაძინებენ. დილით მზეს უფრთხებიან და ჩემი ბალიშის ქვეშ იმალებიან .. 
მხოლოდ იასამნისფერი პეპლები ზიან ჯიუტად ერთ–ერთ სურათზე და გახუნებულ ფრთებს მედიდურად აფარფატებენ..
ვიცი  ისინი ჩემს ოთახს არასდროს დატოვებენ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები