 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 28 ოქტომბერი, 2010 |
ალაზნის ველზე ყურძნის გრძელ ზვრებზე, ჩასძინებია ნისლს, რთველს სდარაჯობს, ღვინის და ხილის რჩეული მიწა, უხვი მოსავლით წელსაც ამაყობს.
ლოყაბრაწულა ტურფა მტევანი, ვაზის ღეროზე ნაზად კეკლუცობს, შეწითლებული ყურძნის მარცვალი, ფერუმარილს ხომ მზისგან სესხულობს.
მარნებში, ქვევრი კვლავაც ივსება, ალაზნის მკერდზე და გინდ ბოდბეში, კახელი კაცის ოფლ-ნაჯაფევი, მადლით თავს იყრის დაწნულ გოდრებში.
ვაზის ნაჟური, ტკბილი ნექტარი, საწნახელიდან ქვევრებს იღვრება, მწვადის სურნელი და დალოცვილი, მრავალმჟამიერ დნება - ღვივდება.
დაბინავდება ეს ჭირნახულიც დალოცავს გლეხი შრომის მონაგარს, და დასტრიალებს დიდი-პატარა, მიწის ნაბოძებ, ღვთიურ მოსავალს.
მეც მოვისტუმრებ ზვრებში სიარულს, მელოდებიან თბილისს ჭადრები, სულს ისე სთბილა და უხარია, როცა ქიზიყში ისევ ვბალღდები.
შემოდგომიდან ზამთარს ვეწვევი, მოსავალს ღვინოდ დავაჭაშნიკებ, კურთხეულ მიწის, ნაღებ - ბარაქას, მე ცხოვრებაში რა დამავიწყებს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგია ძალიან.555 კარგია ძალიან.555
10. მეც მოვისტუმრებ ზვრებში სიარულს, მელოდებიან თბილისს ჭადრები, სულს ისე სთბილა და უხარია, როცა ქიზიყში ისევ ვბალღდები.
სიხარულით ვივსები კაგი ლექსის კითხვისას, მადლობა ავტორს და წარმატებები, გაიხარე + + + მეც მოვისტუმრებ ზვრებში სიარულს, მელოდებიან თბილისს ჭადრები, სულს ისე სთბილა და უხარია, როცა ქიზიყში ისევ ვბალღდები.
სიხარულით ვივსები კაგი ლექსის კითხვისას, მადლობა ავტორს და წარმატებები, გაიხარე + + +
9. ეს კარგია დახვეწილი და ქართულსულიანი ++ ეს კარგია დახვეწილი და ქართულსულიანი ++
8. ძალიან კარგია, 5 ძალიან კარგია, 5
6. აუუ, რთველი მომანდომა, მაგრამ უფრო ჩურჩხელააააა:) პ.ს. ისე მწვადიც არ მაწყენდა:)
+2 აუუ, რთველი მომანდომა, მაგრამ უფრო ჩურჩხელააააა:) პ.ს. ისე მწვადიც არ მაწყენდა:)
+2
5. არ მომეწონა სამწუხაროდ... იმიტომ კი არა, რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, უბრალოდ პათოსი აქვს რაღაცნაირი, კომუნისტური... მე ასეთი განწყობა შემიქმნა.
არ მომეწონა სამწუხაროდ... იმიტომ კი არა, რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, უბრალოდ პათოსი აქვს რაღაცნაირი, კომუნისტური... მე ასეთი განწყობა შემიქმნა.
4. ჩემი სალამი კახეთს ჩემი სალამი კახეთს
2. "შეწითლებული ყურძნის მარცვალი, ფერუმარილს ხომ მზისგან სესხულობს"
უჰ, უარს არ ვიტყოდი ამ მზისგან ფერუმარილნასესხებ მტევნების მოფერებაზე! ისეთი გულიანი და სიყვარულით დაწერილი ლექსია, გაგათბობს და მშობელი მიწის მოფერებას მოგანდომებს!
გაიხარე, ავტორო! "შეწითლებული ყურძნის მარცვალი, ფერუმარილს ხომ მზისგან სესხულობს"
უჰ, უარს არ ვიტყოდი ამ მზისგან ფერუმარილნასესხებ მტევნების მოფერებაზე! ისეთი გულიანი და სიყვარულით დაწერილი ლექსია, გაგათბობს და მშობელი მიწის მოფერებას მოგანდომებს!
გაიხარე, ავტორო!
1. რა ცოცხალი ლექსია, ცოცხლად გადმოსცემ რთველის ხიბლს :) რომ ვკითხულობდი, თავი კახეთში, რთველში მეგონა :) ღმერთმა გაგახაროს ავტორო!
ლოყაბრაწულა ტურფა მტევანი, ვაზის ღეროზე ნაზად კეკლუცობს, შეწითლებული ყურძნის მარცვალი, ფერუმარილს ხომ მზისგან სესხულობს.
რა ლამაზი სიტყვებია!!!!!!! მოხიბლული დავრჩი!! :)
+5555
რა ცოცხალი ლექსია, ცოცხლად გადმოსცემ რთველის ხიბლს :) რომ ვკითხულობდი, თავი კახეთში, რთველში მეგონა :) ღმერთმა გაგახაროს ავტორო!
ლოყაბრაწულა ტურფა მტევანი, ვაზის ღეროზე ნაზად კეკლუცობს, შეწითლებული ყურძნის მარცვალი, ფერუმარილს ხომ მზისგან სესხულობს.
რა ლამაზი სიტყვებია!!!!!!! მოხიბლული დავრჩი!! :)
+5555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|