ავტორი: ლურსმანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 ნოემბერი, 2010
გამოვიგონოთ
მოუხერხებლად გათენებული დილა ჩანს ფანჯარაში .
ცხელ ჩაიში გაჭრილ მზეს ვწურავ და ხელისგულებს ფინჯანზე შეხებით ვითბობ.
(ყოველთვის დაულეველი მრჩება.)
ღრუბლებში გაცრილი სხივებია გაბნეული ირგვლივ.
შენს სახეზე,თვალების ქვევით ამოსულ ხორბლის მარცვლებს ვადარებ მათ.
ვიცი,არცერთი შემოდგომა გიყვარს ,ამ დროს ხომ ტოტებზე შებმულ ფერადნაჭრებიან ხეებს ფოთლები ცვივათ ... გვტკივა თანაბრად ყველა სინათლენაკლული დღე,მათში შეკეტილმა, ნეშომპალად თვალებგადაქცეულმა ადამიანებმა გვაიძულეს შეგვეყვარებინა ტკივილი,თავიანთი თავის მაგივრად ..
მითხარი,მათთვის გაცემულ სითბოს იგივე დოზით ვერასდროს დაიბრუნებო ..
ზედმეტია,სხვა მნიშვნელობა გამოვუგონოთ უერთმანეთობას .
ჩავაქროთ გარეთ ანთებული ყველა თვალისმომჭრელი შუქი და თეთრი სიბრმავით ბოლო მოვუღოთ სხვის მოგონილ ნორმებს.
ნოემბერი დაეტყო ამინდს.
შემო ჩემთან
მყუდროა ჩემი ერთფანჯრიანი ოთახი ,ისეთი მყუდრო,რომ შემოსული წასასვლელად ვერანაირ მიზეზს მოიფიქრებს. მინდა ,უბრალო სიტყვებით ვისაუბროთ ციცინათელასფერ კედლებში,რომ ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ის,რაც ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.
გამოვიგონოთ ახალი,უმტკივნეულო შემოდგომა. .............. ახლა გარეთ რომ გახვიდე,რომ იყოს ყველაზე ცივი და სველი წვიმა,შენ კი არ შეგცივდება ან დასველდები,ამინდი გა-შენ-ნაირდება.
სალო სალო,.... ბავშვი ხარ....... ისე კი ნამდვილად არ მეგონა რომ მიძღვნა იყო, მიძღვებს არ ვეხებიხოლმე და მე მხოლოდ ერთი წაკითხვის წარმოდგენა ვთქვი, მაინც ბოდიშს ვიხდი ლაშასთან..

სალო შენ ეხლა ლაშას ჩემგან იცავ თუ რას შვები შენი აზრით?:) მშვენიერი კარგი წარმოდგენა მაქვს ამ ბიჭზე და ასე თუ ისე ვიცნობ, და თავის სათქმელს თვითონ მეტყვის:) უბრალოდ მართლა ვერ გავიგე თორე მტერი კიარ ვარ..
სალო შენ ეხლა ლაშას ჩემგან იცავ თუ რას შვები შენი აზრით?:) მშვენიერი კარგი წარმოდგენა მაქვს ამ ბიჭზე და ასე თუ ისე ვიცნობ, და თავის სათქმელს თვითონ მეტყვის:) უბრალოდ მართლა ვერ გავიგე თორე მტერი კიარ ვარ..
მყუდროა ჩემი ერთფანჯრიანი ოთახი ,ისეთი მყუდრო,რომ შემოსული წასასვლელად ვერანაირ მიზეზს მოიფიქრებს. მინდა ,უბრალო სიტყვებით ვისაუბროთ ციცინათელასფერ კედლებში,რომ ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ის,რაც ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.
კარგია... წარმატებები + + +
მყუდროა ჩემი ერთფანჯრიანი ოთახი ,ისეთი მყუდრო,რომ შემოსული წასასვლელად ვერანაირ მიზეზს მოიფიქრებს. მინდა ,უბრალო სიტყვებით ვისაუბროთ ციცინათელასფერ კედლებში,რომ ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ის,რაც ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.
გამოვიგონოთ ახალი,უმტკივნეულო შემოდგომა. .............. ახლა გარეთ რომ გახვიდე,რომ იყოს ყველაზე ცივი და სველი წვიმა,შენ კი არ შეგცივდება ან დასველდები,ამინდი გა-შენ-ნაირდება.
ჩვენ შეგვიძლია შევიკედლოთ ბეღურები.--კარგია ძალიან.

გვტკივა თანაბრად ყველა სინათლენაკლული დღე,მათში შეკეტილმა, ნეშომპალად თვალებგადაქცეულმა ადამიანებმა გვაიძულეს შეგვეყვარებინა ტკივილი,თავიანთი თავის მაგივრად .. :-* ჩემი პატარა :-*