ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიბა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2010


იქნებ მომცეთ თუნდაც წამი!

იქნებ მომცეთ
თუნდაც წამი,
მშვიდი, წყნარი.
ქუჩას დარდი
ფოთლად ადევს.
ახლა ისე დავიღალე
მთვარესავით
ღრუბლებს უკან მივიმალე.
ვარსვკლავებიც გავარისხე,
ნათება რომ დავუშალე.
გავიფიქრე, სიბნელეში
ფიქრთა ჯარებს
ეგებ, ასე გავეყარო.
როგორ? რითი?
რატომ? რისთვის?
ტალახივით ყოველ ნაბიჯის
უკან გასდევს.
ფილმში ახლა,
შავ- თეთრს ვიღებ
უფრო კადრებს,
მოძველებულს მივცემ სახეს,
ჯერ არ დამდგარ წარსულს
აჩქარებით მივაკუთნებ...
ეგებ მომცეთ მაინც წამი,
სადაცაა წაიშალა ქუჩის კვალი,
ფოთოლცვენის მოდის ისევ ჟამი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები