ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ნოემბერი, 2010


ვარსკვლავი ტირე ვარსკვლავი

ღრუბლის ნასვრეტებიდან შენს ოთახში მზე იჭვრიტება...
კედლები ცისფერია...სწორედ იმ თვალების ფერი ღალატის მიზეზად რომ
იქცნენ წარსულში...
ავეჯი - მწერებისგან დამტვერილი, გვიანრენესანსული...
რძის აბაზანიან ფარდებს გვერდზე გადაწევ და გრძნობებივით მოზღვავებულ ნიავს
გზას გაუთავისუფლებ...
ფანჯრის რაფაზე მინის ბოთლი დგას რომელშიც ფურცლებგაცლილ გვირილებს ფესვები გაუდგამთ.
ოვალურჩარჩოიან ფოტოს რომელზეც შავსმოკინგიანი mister smith-ია გამოსახული კედლისკენ აბრუნებ და იწყებ ტანზე გახდას...
ღრუბლები ერთდება და იმედგაცრუებული მზე სხვა მხრიდან უვლის ოთახს.
თერმომეტრში ჩარჩენილი ტემპერატურა ხელის დაქნევით მინიმუმ ზღვრამდე დაგყავს
და თავიდან აწყებინებ ათვლას...
ადრე კი გეგონა სიცხე მხოლოდ ხელისგულით და ტუჩის მიდებით იზომებოდა შუბლზე.
ადრე ბევრი რამ გეგონა სხვანაირად...
“ერთხელ, ღამით, საბნის ქვეშ დამალულმა შეამჩნიე რომ შენი ტანსაცმელი ხახუნის დროს ანათებდა. ნამდვილი შოკი იყო შენთვის, დარწმუნებული იყავი რომ დიდი აღმოჩენა გააკეთე”.
(mrs.smith- სიმბოლურად, შავი კაბა(I)) 
ეს ადრე ახლა კი... ახლა ყველაფერი ელვისუსწრაფესად შეაიცვალა.
ცა გაიხსნა...
განახლებულ გარდერობს დისტანციური მართვის პულტით აღებ...
თეთრ კაბაზე აჩერებ რატომღაც არჩევანს. სარკის წინ საკუთარ გარეგნობას ქულებს უწერ.
ხელჩანთას საგულდაგულოდ ამოწმებ რომ არაფერი დაგრჩეს თორემ უკან მობრუნებას მილიონი სინათლის წელიწადი  მაინც სჭირდება.
მაგიდაზე ტოვებ წერილს ადრესატის მიუთითებლად და კედლისკენ მიბრუნებულ ოვალურჩარჩოიან ფოტოს რომელზეც შავსმოკინგიანი mister smith-ია გამოსახული საწყის მდგომარეობაში აბრუნებ.
კარის საკეტის ჭრილში გასაღებს უყრი და ზუსტად ორჯერ გადატრიალებ...ზუსტად ორჯერ.
ბავშვობიდან გიტაცებდა ციფრებით მანიპულირება.
..................................................................................................................................................................................................................................................
“ზიხარ მდინარესთან, ჩვენგან ძალიან შორს რომაა და შენგან ძალიან ახლოს...ქვიშაა კენჭებზე პატარა და მდოგვისფერი, ახალი მთვარეა დიდი მრგვალი და შავლაქიანი. წყალზე ირეკლება მისი მზერა, ზუსტად ისე ნახატებში რომ გვინახავს. გამჭვირვალე თეთრი კაბა გაცვია, თმა მხრებზე გაქვს გადაყრილი...” (mrs.smith- თევზების  საიდუმლო)
მაჯაზე ბავშვობაში კბილებით ტატუირებულ საათს დახედავ...
ახლა ხომ სურვილების ასრულების დროა...
(მზის ამოსვლამდე უნდა მოასწრო)
                                                                                                                                                                                                    2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს