თოვს გასაკვირად, თოვს გამეტებით, ჩემში არსებობის რაღა დამრჩენია?! ცეცხლი უკიდიათ, ძეგლებს ოცნებისას ხავერდს ჩუმად სულში ნატვრად ჩასტირიან, თოვს სევდიანი მდნარი ფანტელები, წვიმს და ქარიც ქროლავს, ისიც ნამქერებით. ცეცხლი უკიდიათ ტყეებს გრძნობებისა, ალი მოსდებია კალამს აჩქარებით, მუზებს ვემდურები, პოზად ნაფიქრალი, ლექსად მოქნეული ჯვარი მიკავია და ზე-ვედრებით პლაკატს სიყვარულის ცეცხლი უკიდია უფრო გამეტებით, ცეცხლი უკიდია ძეგლებს სინდისისა გრძნობა ანთებული, იგი სიგელებით.