ზაფხული იყო, ცხელოდა. უკვე დასვენებულებს გაეღწიათ თავიანთი ქალაქებიდან თავიანთსავე სოფლებში და აგარაკებზე. ჯერ დაუსვენებლები კი საკუტარი ბინების გაგრილებაზე ფიქრობდნენ. დავაკაკუნე, იმიტომ რომ ზარი არ აქვთ, კარიც ისეთია რომ დაკაკუნების შემდეგ ამეწვა ხელი. ჭუჭრუტანაში გამოიხედა ანამ– ჩემმა უფროსმა დამ. რა თქმა უნდა მიცნო, მაგრამ სიმბოლურად მაინც დაიძახა: – ვინ არის? – ელენე ვარ....– გააღო და გულიანად ჩამეხუტა. – არ დაიწყო შენებური ხმაური, ქალბატონს ძინავს. – რა დროს ძილია, მაგასთან მოვედი– ვიწყინე მე და კესოს ოთახისკენ გავაჭერი მძინარესათვის მაინც რომ შემევლო თვალი. – ელე, ყავა გინდა? – ცივი თუ ცხელი?– გაკეთება დაეზარადა ცხელიო მიპასუხა. – არ მინდა! – დღეს იცი რა ქნა შენმა დისშვილმა? – რაღაც საოცრებას იზავდა. – გამიხეთქა გული. საჭმელს ვუკეთებდი, ბებიამისიც ერთი წამით გამოვიდა ოთახიდან, ბავშვი თამაშობსო. და გამოპარულა, გოგო. კარი ღია იყო რა სიცხის გამო. გასულა და მე5 სართულზე იყო მე რომ მივხვდი და ჩავირბინე. – ვაიმე! სად მიდიოდა ნეტა?! – ჩუსტებში, მარტო ტრუსიკი ეცვა და მიდიოდა ვიღაც ლუკას სანახავად, სასრიალოზე გაიცნო რა... – ვაიმე! კესო ნახე რა... – იმდენი იტირა, რომ არ გავუშვი შემრცხვა! – კიდე შენ შეგრცხვა?– ფლატუნის ხმა გაისმა. – ვინმე არის ტქვენ გარდა? – არა გოგო მარტო ვართ.– გავჩუმდით. – ენეენ!– მივიხედე და გაპუწული,შიშველი, წიწილასმსგავსი ბავშვი ყურებამდე მიღიმოდა და იმის იქით. გაშალა ხელები. ავიტაცე და მაგრად დავაბზრიალე რამდენჯერმე, მომეკრო, ჩემ ლოყაზე თავისი მომაჭდო. – გაიღვიძა ჩემმა გოგომ!– ორივეს ერთად ჩაგვეხუტა ანა. კესო ხან დედამისს კოცნიდა, ხან მე. ცოტა ხანში მობეზრდა სიყვარულობანა, ფურცელი და ფანქარი მოარბენინა, სკამზე დადო და დაიწყო ხატვა: – აი დედა, აი ენენე, აი კეცო, მამიკო ცაფაცუფშია. მერე ხელი ჩამკიდა და სხვა უთახში გამათრია. მწვანე, დაჟანგული მანქანა ჰყავდა. ჩაჯდა, გვერდით წიწილასნაირივე თოჯინა მიისვა, უკნიდან ვაწვებოდი, მთელი სახლი შემოვიგორეთ არა ერთხელ. ცხელი ყავა შემოიტანა ანამ. ისევ მცხელოდა, მაინც დავლიე. ამბობენ რომ გცხელა და კიდევ ცხელს დალევ შიგნიდან გაგრილდებიო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დაწყება არ მომეწონა..შემდეგ უფრო არაუშავდა... ჩუსტებში ფეხწაყოფილი...შიშველი და გაპუწული ელენე, უბრალოდ სეუზლებელია არ მოგეწონოს კაცს...:) ნაწერი დასახვეწია...;-* +2 დაწყება არ მომეწონა..შემდეგ უფრო არაუშავდა... ჩუსტებში ფეხწაყოფილი...შიშველი და გაპუწული ელენე, უბრალოდ სეუზლებელია არ მოგეწონოს კაცს...:) ნაწერი დასახვეწია...;-* +2
3. ძალიან დიდი მადლობაააა !!!! :) ძალიან დიდი მადლობაააა !!!! :)
2. რა ლამაზი კადრია, რამხელა სითბოთი და სიყვარულითაა სავსე!!! არა, მაინც რა სასწაულებია ეს პატარები, რააა! თან ერთ ჩემს მეგობარს როგორ უყვარს პატარებიიიიი! ეს რომ წააკითხა, ვიცი ძალიან მოეწონებოდა, გადაირეიოდა... 55555 რა ლამაზი კადრია, რამხელა სითბოთი და სიყვარულითაა სავსე!!! არა, მაინც რა სასწაულებია ეს პატარები, რააა! თან ერთ ჩემს მეგობარს როგორ უყვარს პატარებიიიიი! ეს რომ წააკითხა, ვიცი ძალიან მოეწონებოდა, გადაირეიოდა... 55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|