ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ნოემბერი, 2010


დრო...

სამი დღეა ვცდილობ ,სამწლიანი შუალედის აღწერას და სამჯერ სამი სიტყვაც ვერ ავკინძე ... სამი დღეა უხილავ იმპულსებს გიგზავნი, ფარულად გიხმობ, სიზმრად გიძახებ ... გებრძვი და უკან გტოვებ ისევ.
მინდა გავიხსენო, შევიგრძნო, თავისი ადგილი უპოვო მოგონებებს ,მაგრამ ვერ ვახერხებ... დამვიწყებიხარ ! გესმის ?! ვერ გიპოვე , ვერ გაგიხსენე , ვერ მოგაწვდინე ხმა გულის უკანა კედელზე (სამი წლის წინ რომ დაგითმე ბინა) ვერც სულის მტვერდადებულ ნაპრალებში ვიპოვე შენი თვალები, ყოველი დღის გათენებას რომ მერჩია ,ერთ დროს .

მონატრების თაროებს ვახარისხებ გულდასმით.შენს სახეს ვეძებ, მახსოვს გადავინახე... იმედის ბაფთით შეფუთულს , ნათელ კუთხეში მივუჩინე ადგილი.

სამი დღის წინ კი მარტო ბაფთები ვიპოვე , იმედი და შენი პორტრეტი უკვალოდ გამქრალიყო დროსა და სივრცეში (”დრო ცვლის ყველაფერს,დრო ბატონობს ჩვენზე ” , ჩემი სიტყვები მომაგონდა . რამდენჯერ გვიკამათია,” მე ,დროის მბრძანებელს , რას დამაკლებს დრო ო,მიმეორებდი ”.
დააკლებით არც არაფერი დაგაკლო, მოგონებებიანად ამოგრეცხა უბრალოდ მეხსიერებიდან და სამუდამოდ აღარგანმეორებად წარსულად გაქცია ,ჩემთვის ...


გამორთე დრო, გათიშე და იბატონე , ნებას გრთავ : )


მე დრო არ მებრძვის , მე დავამარცხე დრო!


08/10/2010

Te…


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები