ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2010


გუშინ ... დღეს

იცით? გუშინ გაუვლიათ საქართველოს ქუჩებში,
თურმე ქალი უნახიათ ხორცშესხმული ღვთაება.
ჩამჯდარიყო მწვანე ბაღში, იასამნის სურნელში,
მის მახეში თურმე ლექსი ნადირივით გაება.
*
სახეს ჩადრი უფარავდა- წმინდა ცრემლით ნაქარგი,
მის თვალებზე თავად სევდაც სიხარულით ელავდა.
შავი თმები ისე დუღდა როგორც ცხენის ფაფარი,
თეთრი კაბა ქარიშხალში ტალღებივით ღელავდა.
*
გუშინ თურმე ამ წალკოტში ჩაუვლიათ პოეტებს,
გუშინ თურმე პოეზია სტრიქონებად ტიროდა.
გუშინ თურმე ცის ცრემლებმა დედამიწა მოცელეს,
გუშინ თურმე ქარიშხალი ლამაზ ლექსად კიოდა.
*
აი დღეს კი გარიჟრაჟზე, მე იგივე ქუჩაზე,
ქალი ვნახე ანგელოზი, სილამაზით ღვთაება.
კვლავ ის იყო, რომ დავლანდე იმ გაცრეცილ სურათზე,
ღამით ვიღაც მხატვრის ფუნჯი მის მახეში გაება.
*
სახეც, ტანიც მისი ჰქონდა, მისი ჰქონდა სამოსიც,
მაგრამ თვალებს დაეკარგათ სევდიანი ცრემლები.
ახლა მასში სულ სხვა იჯდა, სულ სხვა ჰყავდა პატრონი,
ცოდვით ჰქონდა შებოლილი ჩამოქნილი ხელები.
*
გუშინ თურმე დიდ პოეტებს- საქართველოს ქუჩებში,
უნახიათ თავად მუზა, ხორცშესხმული ღვთაება.
დღეს მეც ვნახე გარიჟრაჟზე, სხვა ეპოქის წუთებში,
ქალი, რომლის ბნელ მახეშიც, თავად ცოდვა გაება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები