 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 17 ნოემბერი, 2010 |
ის ხელი მარია სისხლი,რომ სწყურია, კვლავ ფიქრობს, კვლავ იბრძვის, კვლავ აღმართულია...
და როგორც სამყაროს მძიმე დასასრული, ეს დღეც იმ დღესავით ჯვარზეა გაკრული...
ძე შეცდომილი -- თვალს მარიდებენ ქუჩები, ნისლივით ქრება მანძილი, ძე შეცდომილი ვბრუნდები უიმედო და დაღლილი.
წარსული მტანჯავს, მაწვალებს, ლოდივით მომდევს სირცხვილი, დგას ეშმაკი და ხარხარებს, დგას ეშმაკი და მიცინის...
დავყურებ ცოდვის უფსკრულებს, თურმე რა გზებით მივლია, ყურთან სიკვდილი ჩურჩულებს, თვალთან არყოფნის ჭირხლია...
მშობელო კარი გამიღე, ძაღლივით სადმე გავწვები, ეს მე ვარ თვალს რომ გარიდებ, ცრემლით სველი მაქვს ღაწვები...
წრე შეჰკარით ღონივრად ------------------------- წრე შეჰკარით ღონივრად, წრე შეჰკარით უშიშრად, მრუში რატომ გგონივართ?! მრუშზე უფრო მრუში ვარ!!!
ბევრმა ქვები მოზიდა, მდინარიდან, ღელიდან, მკვლელი რატომ გგონივართ ?! მკვლელზე უფრო მკვლელი ვარ!!!
ქვებს სასწორზე წონიან, ლოდის სროლა სწყურიათ, ცრუი რატომ გგონივართ? ცრუზე უფრო ცრუი ვარ!!!
ზნეობა გაქვთ მოტივად, სისპეტაკე მეტივედ, ავაზაკი როდი ვარ! ავაზაკზე მეტი ვარ!!!
განა ველტვი იმედებს, ან ცოდვები არ მახსოვს? ჩასაქოლად მიმეტებთ, ჩასაქოლზე ჩასაქოლს!!!
აჰა, უკვე ველი ჟამს, და ხარხარებს კვლავ ქორო, ვინაც უცოდველი ხართ, გთხოვთ პირველმა მესროლოთ...
### უფალო ბრმას თვალი ამიხილე, უფალო მუნჯს ბაგე გამიხსენი, გულში სინანული გამიღვივე ცოდვათა ჩამიცხრე ქარიშხლები.
ბნელიდან ნათელში გამიყვანე, ყინვიდან სითბოში გამიძეხი, კვირტები ხელახლა ამიყვავე ნაგვემნი ცოდვათა ქარიშხლებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. დიდებულია!!!!! დიდებულია!!!!!
28. გაიხარე ლელა! შენც საყვარელი პოეტი ხარ გაიხარე ლელა! შენც საყვარელი პოეტი ხარ
27. ქვებს სასწორზე წონიან, ლოდის სროლა სწყურიათ, ცრუი რატომ გგონივართ? ცრუზე უფრო ცრუი ვარ!!!
ზნეობა გაქვთ მოტივად, სისპეტაკე მეტივედ, ავაზაკი როდი ვარ! ავაზაკზე მეტი ვარ!!!
განა ველტვი იმედებს, ან ცოდვები არ მახსოვს? ჩასაქოლად მიმეტებთ, ჩასაქოლზე ჩასაქოლს!!!
აჰა, უკვე ველი ჟამს, და ხარხარებს კვლავ ქორო, ვინაც უცოდველი ხართ, გთხოვთ პირველმა მესროლოთ...
ზუსტი ხარ და მართალი... მიყვარს შენი პოეზია 5 ქვებს სასწორზე წონიან, ლოდის სროლა სწყურიათ, ცრუი რატომ გგონივართ? ცრუზე უფრო ცრუი ვარ!!!
ზნეობა გაქვთ მოტივად, სისპეტაკე მეტივედ, ავაზაკი როდი ვარ! ავაზაკზე მეტი ვარ!!!
განა ველტვი იმედებს, ან ცოდვები არ მახსოვს? ჩასაქოლად მიმეტებთ, ჩასაქოლზე ჩასაქოლს!!!
აჰა, უკვე ველი ჟამს, და ხარხარებს კვლავ ქორო, ვინაც უცოდველი ხართ, გთხოვთ პირველმა მესროლოთ...
ზუსტი ხარ და მართალი... მიყვარს შენი პოეზია 5
26. საგალობლებია!!! 55555 საგალობლებია!!! 55555
25. gaixareT leqsebiani gulebiT... gaixareT leqsebiani gulebiT...
24. ძალიან მნიშვნელოვანი ლექსებია... ძალიან მნიშვნელოვანი ლექსებია...
23. სალამი და გამარჯვებები ჩემს ლომ ძმას გულიანი ლექსებითურთ! იმო ჯახუანი. me davwerdi guliani leqsebiT da leqsebiani gulit:) სალამი და გამარჯვებები ჩემს ლომ ძმას გულიანი ლექსებითურთ! იმო ჯახუანი. me davwerdi guliani leqsebiT da leqsebiani gulit:)
22. გაიხარე მაკა გაიხარე მაკა
21. საოცარი ლექსებია! საოცარი ლექსებია!
20. gaixare imedo, gaixare gandi, rogora xarT lomebo? gaixare imedo, gaixare gandi, rogora xarT lomebo?
19. სალამი და გამარჯვებები ჩემს ლომ ძმას გულიანი ლექსებითურთ! სალამი და გამარჯვებები ჩემს ლომ ძმას გულიანი ლექსებითურთ!
18. მშვენიერია. რელიგიური თემატიკა ჩემთვის ცოტა დამაბნეველია მაგრამ ძალიან მომეწონა. მშვენიერია. რელიგიური თემატიკა ჩემთვის ცოტა დამაბნეველია მაგრამ ძალიან მომეწონა.
17. გაიხარეთ მეგობრებო! გაიხარეთ მეგობრებო!
15. მომწონს რელიგიური თემები კიდევ რომ ცოცხლობს და იწერება ლექსები; არადა 21-ე საუკუნეში ხომ უამრავი თემატიკაა და რელიგიური თემა არც თუ ისე მოწინავეა (პოპულარული) ამ თემატიკებს შორის,,
ნადირო, მოგესალმები :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
მომწონს რელიგიური თემები კიდევ რომ ცოცხლობს და იწერება ლექსები; არადა 21-ე საუკუნეში ხომ უამრავი თემატიკაა და რელიგიური თემა არც თუ ისე მოწინავეა (პოპულარული) ამ თემატიკებს შორის,,
ნადირო, მოგესალმები :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
14. კვირტები ხელახლა ამიყვავე ნაგვემნი ცოდვათა ქარიშხლებით... ლირიკ! ;) :-* კვირტები ხელახლა ამიყვავე ნაგვემნი ცოდვათა ქარიშხლებით... ლირიკ! ;) :-*
12. ძალიან კარგებია. 55555! ძალიან კარგებია. 55555!
11. მშვენიერი ლექსებია საერთოდ შენი ყველა ლექსი მომწონს
+555 მშვენიერი ლექსებია საერთოდ შენი ყველა ლექსი მომწონს
+555
10. როგორც ყოველთვის: მშვენიერი ლექსებია! 5 როგორც ყოველთვის: მშვენიერი ლექსებია! 5
9. ულამაზესი პოეზიაა! ულამაზესი პოეზიაა!
8. თამამად შემიძლია ვთქვა რომ აღფრთოვანებული დავრჩი:) თამამად შემიძლია ვთქვა რომ აღფრთოვანებული დავრჩი:)
7. კარგებია...5555 კარგებია...5555
6. მიყვარხართ ბატონო სოსო:)
ნიჭიერი ადამინი ბრძანდებით:) მოგიკითხე დიდი სიყვარულით:) მიყვარხართ ბატონო სოსო:)
ნიჭიერი ადამინი ბრძანდებით:) მოგიკითხე დიდი სიყვარულით:)
5. ბატონო სოსო, მე ვამაყობ თქვენით! თქვენ ადვილი ქართველი ხართ...სულით...გულით..თქვენი კაი კაცობით...თქვენი პოეზიიით....თქვენი ახალი კრებული ჯერ არ გამოსულა? ველოდები ძალიან და არ გამომაპაროთ რა! პატივისცემით... ბატონო სოსო, მე ვამაყობ თქვენით! თქვენ ადვილი ქართველი ხართ...სულით...გულით..თქვენი კაი კაცობით...თქვენი პოეზიიით....თქვენი ახალი კრებული ჯერ არ გამოსულა? ველოდები ძალიან და არ გამომაპაროთ რა! პატივისცემით...
4. კარგი ლექსებია!
განსაკუთრებით "წრე შეჰკარით ღონივრად" +5!!!
კარგი ლექსებია!
განსაკუთრებით "წრე შეჰკარით ღონივრად" +5!!!
3. დგას ეშმაკი და ხარხარებს, დგას ეშმაკი და მიცინის...
უფალო ბრმას თვალი ამიხილე, უფალო მუნჯს ბაგე გამიხსენი,
ებარებოდეთ უფალს ბატონო სოსო! დგას ეშმაკი და ხარხარებს, დგას ეშმაკი და მიცინის...
უფალო ბრმას თვალი ამიხილე, უფალო მუნჯს ბაგე გამიხსენი,
ებარებოდეთ უფალს ბატონო სოსო!
2. გაიხარე ხათუნა777 გაიხარე ხათუნა777
1. +555 ძალიან კარგია. უფალმა მოგმადლოთ სულის სიმშვიდე! +555 ძალიან კარგია. უფალმა მოგმადლოთ სულის სიმშვიდე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|