ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნაბა
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ქართველი ქართველის გინებით იმსხვრევი!

ცრემლების არ წყდება თვალთაგან დინება,
სევდას გავინელებ ილიას ელეგიით,
ქართველმა ქართველის ისწავლა გინება,
სევდა დამემუხტა მძლავრი ენერგიით.

ისევე წავიკითხავ ტატოს ნაწერებს
და პატრიოტიზმის კედლებში ვბრუნდები.
ქართველი ქართველის გინებას აგრძელებს,
დღეს ამით ჟინს იკლავ, ხვალისთვის ნულდები.

რითმებში რაზიკაშვილს მუდამ მივყვები.
შენ გინდა უშველო სამშობლოს ნაოჭებს?
ქართველი ქართველის გინებით იმსხვრევი
ხვალ ნუღარ იტყვი რომ შვილები გაოცებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები