ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეშთან ჩართოლანი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

მიწა ძმაო, მიწა!

                      " ამოკვეთილი იმედი გულში,
                        ნატერფალები სამფეხა მგლების
                        ძმაო, ბილიკზე წვეთავს ნუგეში,
                        სისხლით გამთბარი თავისუფლების."



ძმაო, ეგებ ჩამოლეწო ღამე,
სამშბლო გამახსენე, სიტყვა მითხარი და მეტი არა მინდა.
ცხოვრება სავალს ვერ შევუხამე,
ვეღარც ღვინოს ამოვყავარ გაპეყილი ვარამიდან.

მუხა გამხმარაო, ძმაო, არა!
არა მჯერა, გინდა მომკალი და რაც გინდა მიყავ. აჰა გული
გული გააპე ძმაო, იარა
იცი რომ არ მეტკინება, რაღა უნდა მეტკინოს, დასასრული?

მტკივნეული როდია? დასაწყისი თქვი
შენ ძმაო, დასაწყისი რა! სადაც ცოფ-გესლ-მორეული მოდიან,
გამსგავსებენ გადარეულ წისქვილს.
სისხლის წისქვილს გამსგავსებენ ძმაო.

მიწა, ძმაო, მიწა დამიკოცნე,
მოვდიოდი! მაშინ შემრცხვა მის კალთაში ბალღისავით მეტირა,
დამიწერონ ლექსები, შეეხვეწე მგოსნებს,
სათხოვარი უნდა მქონდეს ამის მეტი რა?

ბოგრავს ძმაო, მესმის, ბორგავს,
ხელს უშლიან! იბორგებს. მეც რა მინდა ამის მეტი, ოღონდ იმან იბორგოს,
ოგრგან მქონდეს, გასკდებოდა გული ორგან
ოღონდ ჯიხვმა იჯიხვოს და ცაში ორბმა იორბოს.

მიწა ძმაო, მომიფერე. მიწა ძმაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები