ნაწარმოებები


“ლილე2025“-ს საფინალო შეფასებები. ნახეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუდაბზიკა_ოპოსუმი
ჟანრი: პროზა
17 ნოემბერი, 2010


მიტოვების მანიფესტი

ოცნებები ცხოვრების მეორე ნახევარში საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებს უტოლდება- გრამატიკული წესების მიხედვით კუმშვა ძირითადად ნარ-ნარ ბგერებზე დაბოლოებულ სახელებს უწევთ, სწორედ ამიტომ,  სტატისტიკურად,  ბედნიერი ადამიანები ან უბრალოდ სულელები არიან, ან გამონაკლისები.
  ,,საბიადოროს” ტერასაზე ვიჯექი,ლურჯი საჩრდილობლის ქვეშ.რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ყველა ნაჩქარევი საქციელი რომ უკან გადადგმული ნაბიჯია.  ჩემს წინ, წითელ ბერეტიან კაცი ,მოხუცი  ქალბატონისათვის ნაცნობ სიმღერას ასრულებდა . ქალი ჩუმად იდგა,მოყაყანე ბრბოთი გარშემორტყმული და ლინიანოს მზე გულსაბნევზე ულივლივებდა.
,,ბარტოლო,შე მაწანწალა,ახლა ხომ ნახე,რაც ყოფილა სიყვარული”-ნიკაპაძაგძაგებულმა,მრგვალი,თევზისებრი და ცრემლდალტობილი თვალებით,მთელი ქუჩის გასაგონად უთხრა,შორიახლოს მჯდომმა ქალმა,თავის სახეგაშტერებულ,გრძელხელება კავალერს. კაცმა მხრები აიჩეჩა, შეყვარებული არა  - უფრო რევმატიზმით დაავადებულს ჰგავდა, ისე იგრეხდა გამწლიკვულ თითებს და შუბლს ისე ჭმუხნიდა,რომ წარბზე ორიოდე ღერი სადღაც ქუთუთოს ქვემოთ ეკარგებოდა.
ბერეტიანი სიმღერას გატაცებით აგრძელებდა, ოსტატურად უსვამდა ხელებს გიტარას, რომელსაც,პატარა, ვერცხლის ფირფიტაზე ამოჭედილ გრიფის დასასრულთან “ვოშბერნი 1899”ეწერა. ტერასაზე თიხის ფილების ნაცვლად, სამკუთხა ფიგურები დაეგოთ სარკისებური ზედაპირით, ამინდი თუ გაამართლებდა, ფილებზე ადამიანების ანარეკლები ჩნდებოდა. ქალი ისევ რაღაცას ლაყბობდა,როცა ბერტოლო წამოდგა, აუღელვებელი ნაბიჯით გადმოჭრა ქუჩა და თავზე დამადგა.

-ყველა მოკვდავს რაღაც უხარია ამ ქალაქში, მარტო მე ვცხოვრობ სხვისი საწყობის ღამის დარაჯივით.
-ნუთუ ვერავინ ნახეთ,თავი რომ ჩაგებარებინათ,ვიდრე უფალს ჩაბარდებოდეთ?
-ამ ხალხს სისხლი არ აქვს,სიტყვა არ აქვთ,ხორბალში სარგებელი არ ჰყრია,ზეთისხილის ტოტებიც მუქთაა,მხოლოდ ყასბები იფურჩქნებიან დღეს.

გვერდით მომიჯდა, კატას ჰგავდა,რომელსაც პირში თაგვი უჭირავს და კბილების ფრთხილი მოჭერით ოდნავ უსინჯავს გემოს. უნებურად მის მეწყვილე ქალს გავხედე;ჯიშიან ბარძაყებზე შემოსკდომოდა ცეცხლისფერი კაბა,თვალები ისევ ისეთი ჰქონდა,მხოლოდ უკვე იამაიკური რომის გამო,განცხრომით ასლოკინებდა. წითელბერეტიანს სიმღერა მობეზრებოდა, ჯიბის ორნამენტებიანი საათი, საგულდაგულოდ რომ შეება გრეხილ ჯაჭვზე, ხელში ეჭირა და აქეთ-იქით აკონწიალებდა. ბარტოლო ჩუმად იჯდა, ფეხი ფეხზე ისე შემოედო, ეტყობოდა წასვლას არ აპირებდა. წამოვდექი. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე,ბერტოლოს წამახული ყვრიმალები და ნერვულად მოკუმულ პირი,საკუთარი საფლავის ძეგლიბით მომეჩვენა:“როცა მთელი წელიწადი დუმხარ, წინ სიარულს სწავლობ” გავიფიქრე და ტერასას გასწვრივ ველოსიპედისტების სავალ ბილიკს ფეხით გავუყევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები