ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2010


განაჩენი




  განაჩენი

ცაში აიჭრნენ
ტორნადოები.
მწველი ყოფილა
გამოთხოვება...
მთათა მუხლებთან
ჩუმად ვგოდებდი;
მოგიტაცია
ჩემი გონება.
ქარაშოტები
დამსდევენ მუდამ.
დღეა თუ ღამე,
მზეა თუ მთვარე,
ნუთუ ჩემსავით
ლოცულობს ჩუმად..?
ღმერთო მითხარი,
მითხარი რამე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები