- გამარჯობა პოეტო! - გაგიმარჯოს! - საუკუნეა არ მინახიხარ, უფრო სწორად ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მინახიხარ, მხოლოდ ადრე წამიკითხავს თქვენზე. - რატომ? მე დღესაც ვვარსებობ და ვწერ. - დიახ! არსებობთ და წერთ... - ქოხსალამურა ნაწყენი ხარ? - კი - რატომ? - თქვენი შედევრებით განებივრებული დღეს თქვენს "არსებობა-წერას" ვუყურებ ვუყურებ... - მე დროს მივდევ. - სწორედ ეგ არის ცუდი... მაღალფარდოვანი სიტყვების კლდე, არეული აზრები, დაკარგული რითმები, უაზრო განდიდება, სხვისი კრიტიკა, ხშირად არასაფუძვლიანი. - ოჰო! საქმე სერიოზულად ყოფილა ქოხსალამურა. მე კი გეტყვი, რომ შენი მხილებები ალბათ პოეტების ნაწილია. - გენიოსები აღარ იბადებიან, უფრო სწორად ვეღარ ვითარდებიან. - ეგ სიცრუეა. კარგი, რა არ მოგწონს ჩვენში? - აი თუნდაც მეტად პრიმიტიული შინაარსი, ეგოიზმი, იმდენად მოზღვავებული ენერგია, რომ წერისას რითმებისთვისაც კი აღარ რჩება ადგილი. თქვენი აზრით რა არის ლექსი? - ლექსი? - დიახ ლექსი! ჩვენი, უბრალო ხალხის გაგებით იგი უნდა იყოს ლამაზად წასაკითხი და მასში უნდა ჩანდეს პოეტის მრავალმხრივი ოსტატობა, მხოლოდ სტროფებად გამოყოფა და "გიჟური" შემოტევა არ კმარა. - სამწუხაროდ ამ ბოლო დროს დამჩემდა "გიჟური" შემოტევების სტროფებად გამოყოფა, რითმების ჩაქარგვისთვის კი არც ძალა და არც დრო აღარ მყოფნის. ვეღარ ვფიქრობ ფართო მასებზე. - ანუ ის აღარ ხართ რაც იყავთ? - დიახ. - ბოდიში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მადლობა, მეც გილოცავთ. მადლობა, მეც გილოცავთ.
25. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
23. ნაწარმოები მომეწონა.5 ნაწარმოები მომეწონა.5
22. 10იანში (როგორც ყოველთვის) :* 10იანში (როგორც ყოველთვის) :*
21. ნაწარმოები ძალიან მომეწონა. არ ვიცი, ეს საერთოდ რამეს უნდა ნიშნავდეს თუ არა. შენ ჩემო ძმაო, აშკარად კარგად წერ და წერა უნდა გააგრძელო მიუხედავად იმისა, ვიღაც დავით ომსარაშვილს მოეწონება თუ არა ის. შენი ნაწერი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა. იმედგაცრუებულს გეგონება ყურში ჩამყვირა: "ჩვენ ისევ აქ ვართ!" ხოდა ბედნიერი ვარ რომ არსებობენ შენნაირი ადამიანები. ასე გააგრძელე განვითარება. საინტერესო კიდევ იცი რა არის ჩემო ძმაო, და რას დავაკვირდი მე?! ეს ტექსტი არის მხილება, შენ წარმოიდგინე წინასწარმეტყველებაც კი. :) მაგალითად, როცა შენ წერ: "- სწორედ ეგ არის ცუდი... მაღალფარდოვანი სიტყვების კლდე, არეული აზრები, დაკარგული რითმები, უაზრო განდიდება, სხვისი კრიტიკა, ხშირად არასაფუძვლიანი." კომენტარები რომ წავიკითხე გამეღიმა. შენც კარგად მიხვდები ალბათ რატომ . ორი საიტყვითო მითხარი. მე კიდე ამდენი დავწერე.... მაპატიე, დრო არ მქონდა, თორემ უფრო მოკლედ მოგწერდი ჩემს სათქმელს. ნაწარმოები ძალიან მომეწონა. არ ვიცი, ეს საერთოდ რამეს უნდა ნიშნავდეს თუ არა. შენ ჩემო ძმაო, აშკარად კარგად წერ და წერა უნდა გააგრძელო მიუხედავად იმისა, ვიღაც დავით ომსარაშვილს მოეწონება თუ არა ის. შენი ნაწერი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა. იმედგაცრუებულს გეგონება ყურში ჩამყვირა: "ჩვენ ისევ აქ ვართ!" ხოდა ბედნიერი ვარ რომ არსებობენ შენნაირი ადამიანები. ასე გააგრძელე განვითარება. საინტერესო კიდევ იცი რა არის ჩემო ძმაო, და რას დავაკვირდი მე?! ეს ტექსტი არის მხილება, შენ წარმოიდგინე წინასწარმეტყველებაც კი. :) მაგალითად, როცა შენ წერ: "- სწორედ ეგ არის ცუდი... მაღალფარდოვანი სიტყვების კლდე, არეული აზრები, დაკარგული რითმები, უაზრო განდიდება, სხვისი კრიტიკა, ხშირად არასაფუძვლიანი." კომენტარები რომ წავიკითხე გამეღიმა. შენც კარგად მიხვდები ალბათ რატომ . ორი საიტყვითო მითხარი. მე კიდე ამდენი დავწერე.... მაპატიე, დრო არ მქონდა, თორემ უფრო მოკლედ მოგწერდი ჩემს სათქმელს.
20. დავით 2 სიტყვით ნაწარმოებზეც... :D დავით 2 სიტყვით ნაწარმოებზეც... :D
19. ქეთ: "იდეა კარგია, უბრალოდ პროზის ფორმა არ აქვს. არც დასაწყისი, არც დასასრული."
ქალბატონი ქეთ, ჩემი აზრით, პროზის ფორმა არის ის, რა ფორმითაც მას დაწერენ. არ შეიძლება ვიღაცამ ფორმა დაადგინოს და მას მერე ყველამ იმ ფორმით წეროს. მეღიმება, როცა ვიღაც ცდილობს, მეორეს ასწავლოს, თუ რა ფორმით წეროს პროზა. რაც გეწერინება, ის უნდა დაწერო. ეს ხომ მეცნიერული ნაშრომი ან ესე არაა. თავისუფალი სული - აი, რა მხიბლავს მე პროზაში. შექმნა შენი წერის ფორმა- აი, რა ახასიათებთ გენიალურ მწერლებს. ზღაპარი ხომ არაა, მაინც და მაინც "იყო და არა იყორათი" იწყებოდეს და "ქატო იქა, ფქვილი აქათი" მთავრდებოდეს. ასე, რომ ვერ იმაში დაგეთანხმებით, თითქოს ამ ნაწერს დასასრული არ ჰქონდეს. მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ არ შეიძლება პროზა დამთავრდეს ასე: "- ბოდიში." მე ვფიქრობ მშვენიერი დასასრულია. ბევრის მთქელი. შეგახსენებთ, ეს ჩემი მოკრძალებული აზრი იყო და კარგი იქნება, თუ თქვენც გაითვალისწინებთ ხოლმე და თქვენს კომენტარებს "ჩემი აზრით" ექნება წინ წამძღვარებული. თორემ ისე ჩანს, თითქოს რაღაც მყარ, დადგენილ ჭეშმარიტებას ღაღადებდეთ. (2X2=4) პატივისცემით, დავით ომსარაშვილი ქეთ: "იდეა კარგია, უბრალოდ პროზის ფორმა არ აქვს. არც დასაწყისი, არც დასასრული."
ქალბატონი ქეთ, ჩემი აზრით, პროზის ფორმა არის ის, რა ფორმითაც მას დაწერენ. არ შეიძლება ვიღაცამ ფორმა დაადგინოს და მას მერე ყველამ იმ ფორმით წეროს. მეღიმება, როცა ვიღაც ცდილობს, მეორეს ასწავლოს, თუ რა ფორმით წეროს პროზა. რაც გეწერინება, ის უნდა დაწერო. ეს ხომ მეცნიერული ნაშრომი ან ესე არაა. თავისუფალი სული - აი, რა მხიბლავს მე პროზაში. შექმნა შენი წერის ფორმა- აი, რა ახასიათებთ გენიალურ მწერლებს. ზღაპარი ხომ არაა, მაინც და მაინც "იყო და არა იყორათი" იწყებოდეს და "ქატო იქა, ფქვილი აქათი" მთავრდებოდეს. ასე, რომ ვერ იმაში დაგეთანხმებით, თითქოს ამ ნაწერს დასასრული არ ჰქონდეს. მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ არ შეიძლება პროზა დამთავრდეს ასე: "- ბოდიში." მე ვფიქრობ მშვენიერი დასასრულია. ბევრის მთქელი. შეგახსენებთ, ეს ჩემი მოკრძალებული აზრი იყო და კარგი იქნება, თუ თქვენც გაითვალისწინებთ ხოლმე და თქვენს კომენტარებს "ჩემი აზრით" ექნება წინ წამძღვარებული. თორემ ისე ჩანს, თითქოს რაღაც მყარ, დადგენილ ჭეშმარიტებას ღაღადებდეთ. (2X2=4) პატივისცემით, დავით ომსარაშვილი
17. "ჩვენი, უბრალო ხალხის გაგებით იგი უნდა იყოს ლამაზად წასაკითხი და მასში უნდა ჩანდეს პოეტის მრავალმხრივი ოსტატობა, მხოლოდ სტროფებად გამოყოფა და "გიჟური" შემოტევა არ კმარა" არ ვარ მწერალი და არც ვიქნები. მადლობა ;) "ჩვენი, უბრალო ხალხის გაგებით იგი უნდა იყოს ლამაზად წასაკითხი და მასში უნდა ჩანდეს პოეტის მრავალმხრივი ოსტატობა, მხოლოდ სტროფებად გამოყოფა და "გიჟური" შემოტევა არ კმარა" არ ვარ მწერალი და არც ვიქნები. მადლობა ;)
16. იდეა კარგია, უბრალოდ პროზის ფორმა არ აქვს. არც დასაწყისი, არც დასასრული. შესრულებაც არ არის ურიგო.. უბრალოდ ამონარიდის ფორმა აქვს ნაწერს
გენიოსები აღარ იბადებიან, უფრო სწორად ვეღარ ვითარდებიან.
აი, ეს ფრაზა კი ღირს ძალიან დიდ მოწონებად
მგონია რომ კარგ რაღაცებს დადებთ ხოლმე, შემოგივლით :) იდეა კარგია, უბრალოდ პროზის ფორმა არ აქვს. არც დასაწყისი, არც დასასრული. შესრულებაც არ არის ურიგო.. უბრალოდ ამონარიდის ფორმა აქვს ნაწერს
გენიოსები აღარ იბადებიან, უფრო სწორად ვეღარ ვითარდებიან.
აი, ეს ფრაზა კი ღირს ძალიან დიდ მოწონებად
მგონია რომ კარგ რაღაცებს დადებთ ხოლმე, შემოგივლით :)
14. მე ის თამრო აღარა ვარ!!!!!!!!!!!!!!!! მე ის თამრო აღარა ვარ!!!!!!!!!!!!!!!!
13. დრო პირობითია... :) მადლობა სმარიამ დრო პირობითია... :) მადლობა სმარიამ
12. აი , აი ამას ვამბობდი.. არ უნდა მიზდიო დროს ! უნდა გაუსწრო.. (ანუ არც უნდა გაიზომოს)
დრო პირობითია :) !!! მომწონს ნაწერი.. აზრიანი და ნაცნობია.. აი , აი ამას ვამბობდი.. არ უნდა მიზდიო დროს ! უნდა გაუსწრო.. (ანუ არც უნდა გაიზომოს)
დრო პირობითია :) !!! მომწონს ნაწერი.. აზრიანი და ნაცნობია..
11. მრავლისმეტყველი ღიმილი? :) მრავლისმეტყველი ღიმილი? :)
9. კარგის მეტი არაფერი :) კარგის მეტი არაფერი :)
8. რაო, ქოხსალამურა, რაო? :) რაო, ქოხსალამურა, რაო? :)
6. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს დამჩემდა "გიჟური" შემოტევების სტროფებად გამოყოფა. :)
+ მე მომეწონა :)
სამწუხაროდ ამ ბოლო დროს დამჩემდა "გიჟური" შემოტევების სტროფებად გამოყოფა. :)
+ მე მომეწონა :)
5. კარგია ძალიან კარგია ძალიან
4. მადლობა ბიჭებო და გოგოებო :) მადლობა ბიჭებო და გოგოებო :)
3. yochag shen qoxsalamura :D gigrzvnia qoxsalamura,.. tanamedrove poeti... tanamedrove poetic gigrznobs qoxsalamurav, shen... yochag shen qoxsalamura :D gigrzvnia qoxsalamura,.. tanamedrove poeti... tanamedrove poetic gigrznobs qoxsalamurav, shen...
1. საინტერესი დიალოგია ქოხსალამურას და პოეტის:) მომწონს.
საინტერესი დიალოგია ქოხსალამურას და პოეტის:) მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|