ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წყეული
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2010


***

შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები
დრო გავა მეტყვი იზრუნე თავზე
მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი
რომ ჩემს სიყვარულს ფეხქვეშ გაიგებ

ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს
მოგეწონება თვალები მისი
შენ დაინახავ მასში უკეთესს
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი

წლები გავა და გული დაგწყდება
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ძალა ჰქონია

მე ეს არ მინდა ოდესმე მოხდეს
რომ ჩემს დიდ გრძობებს ცუდი რამ მოჰყვეს
არ მინდა შენში ის დავინახო
ვისაც არ ველი ის ავისახო

რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა და
სიყვარულში ასე გამწირა
არ დამანახა მასში სინათლე
თუ ერთხელ მაინც არ გამიმართლებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები