ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოტიჩელი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2010


* * *

გზა ხორკლიან გზას ვეღარ იცილებს,
არც შთაგონების შემრჩა მოტივი,
შენ კი, ისევ ქარის წისქვილებს
ებრძვი ამაოდ დონკიხოტივით.
გთხოვ, კულისებში გადი და ნახე,
განა შავთეთრი დამთავრდა კინო,
მოყვასი გიგებს უჩუმრად მახეს,
ვითომ კი ცდილობს სხივი მოგფინოს.
ამ რიტორიკას არ უჩანს ბოლო
რა სიბრძნე დევსო, მკითხავ ამაში?
– დიდი დადგმაა ცხოვრება მხოლოდ:
ასი გათვლა და
ასი თამაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები