. ღიმილით გაზაფხულებს დაატარებ, მიჰქრიხარ ოცნების სართულებზე, წლები ტკივილებს გაატანე, ნუკრის თვალებით კი იმზირები... . თეთრები ხმაშიც შეპარულა, მაჩუქე! მაჩუქე ეგ სინორჩე, შენთან ხომ ყოველთვის აპრილია, გულებს იმიტომაც იმორჩილებ... . დარაჯად დაუდექი, დარაჯად, ამ რითმებს - სისხლისფერ მარჯანებს, ცხოვრებას - ამ რთულ მაჯამას, მაინც სიყვარულით მაჯერებ... . წამყვება სიკვდილამდე ზღაპრის ქატო, და მაინც შენით ვიამაყებ, ცრემლებთან ერთად საიქაოს, შენი ლექსებიც გამატანე...