 | ავტორი: ბარნაბა ჟანრი: პოეზია 20 ნოემბერი, 2010 |
აბურდულ რითმებში სადღაც დამეკარგე, ნეტავ რად მინდოდა ლექსად რომ დაგწერე? მესამე სტრიქონში ურცხვად გაგეყარე, შემდეგ ტაეპები უზომოდ გავწელე.
სტროფს სტროფი მივადგი, ხაზები მომრავლდა, ერთის მხრივ გოგონას მოძებნაც გაჭირდა, მახსოვს შენი თავი ბოლოჯერ რომ მყავდა, იმედგაცრუება სულ უფრო დამძიმდა.
სანამ არ გიპოვნი ლექსს ვერ დავამთავრებ, პოვნის საიდუმლო არ ვიცი რაშია, სიმდაბლით ვეახლე ჩვენში ახალ მთავრებს, მაგრამ დახმარების ქარი მიწაშია.
მივმართე პოეტებს უცნაურ საჩივრით, მათი მცდელობები ჩავარდნას ემთხვევა, ამგვარს შეხვედრილან არც აქეთ, არც იქით, მკაცრი რეალობით გულს დარდი შეხმება.
საერთო ლოგიკით მივიდნენ დასკვნამდე: "მაგ შენი ლექსებით ავ საქმეს მსახურობ, შენი პოეტობის ტახტიდან წასვლამდე ჩვენ გირჩევთ, მაგ ფურცელს რომ ნუღარ ნახულობ"
ამ ფურცელს მოვათავსებ ჩემს გულთან ახლოს, ლექსში დაკარგულო სათუთად გეპყრობი, ალბათ გამკიცხავენ ვინც უნდა მნახოს, ხალხის დარიგებებს არასდროს ვეყრდნობი.
შემდგომ ლექსს მივუძღვნი რასაც შენ უყვარხარ, ჩემს გულს მანდ გიგზავნი სხვამ არა ავნოს, კარგად მოუარე, მწუხარედ ნუღარ ხარ! აქ ხალხი მაინც ხომ უგულო სჭარბობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. პოვნაა და არა პოვა ;) პოვნაა და არა პოვა ;)
13. გიპოვნი–გიპოვი. პირველი ორი კუპლეტი მომეწონა. გიპოვნი–გიპოვი. პირველი ორი კუპლეტი მომეწონა.
12. მომეწონა გაიხარეთ +++++++ მომეწონა გაიხარეთ +++++++
10. აბურდულ რითმებში სადღაც დამეკარგე, ნეტავ რად მინდოდა ლექსად რომ დაგწერე? მესამე სტრიქონში ურცხვად გაგეყარე, შემდეგ ტაეპები უზომოდ გავწელე.
სტროფს სტროფი მივადგი, ხაზები მომრავლდა, ერთის მხრივ გოგონას მოძებნაც გაჭირდა, მახსოვს შენი თავი ბოლოჯერ რომ მყავდა, იმედგაცრუება სულ უფრო დამძიმდა.
ეს მომეწონა მერე აღარ :) აბურდულ რითმებში სადღაც დამეკარგე, ნეტავ რად მინდოდა ლექსად რომ დაგწერე? მესამე სტრიქონში ურცხვად გაგეყარე, შემდეგ ტაეპები უზომოდ გავწელე.
სტროფს სტროფი მივადგი, ხაზები მომრავლდა, ერთის მხრივ გოგონას მოძებნაც გაჭირდა, მახსოვს შენი თავი ბოლოჯერ რომ მყავდა, იმედგაცრუება სულ უფრო დამძიმდა.
ეს მომეწონა მერე აღარ :)
9. მადლობა! :) მადლობა! :)
8. ძალიან კარგია! +10 ძალიან კარგია! +10
5. ორიგინალური ლექსია. :))))) კარგია თუ მხოლოდ ლექსში დაიკარგა და ისე - არა! ორიგინალური ლექსია. :))))) კარგია თუ მხოლოდ ლექსში დაიკარგა და ისე - არა!
4. დაგელოცოს და მყარი გქონოდეს სიყვარული - ეგ ძალიან მთავარია! 555 დაგელოცოს და მყარი გქონოდეს სიყვარული - ეგ ძალიან მთავარია! 555
3. ზმნებს ნუ გარითმავთ ასე ხშირად:) ზმნებს ნუ გარითმავთ ასე ხშირად:)
1. შემდეგ ტაეპები უზომოდ გავწელე.
დიახაცთ! შემდეგ ტაეპები უზომოდ გავწელე.
დიახაცთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|