 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 22 ნოემბერი, 2010 |
კედლიდან მიმზერს შავ-თეთრი ფოტო, ოთახის კედლებს სხივებით ავსებს, თითქოს ღიმილით მემშვიდობება, მამის ალერსი და სილამაზე.
ეს სურათია ჰაერზე მეტი, მარად ცდილობდა რაღაცა ეთქვა, ძველი “ბეკერის” საათის თავთან, დღესაც უხილი გულივით ფეთქავს.
საათის ისრებს დრო აღარ მიჰყავთ, დაფლეთილია ჟამის ზამბარა, ტკივილმა, სახლში დრო ტბად აგუბა, თავად კი დავრჩი დედის ამარა.
აქ სამუდამოდ ცხრა საათია, ძალზედ მძიმეა ამის ატანა, როცა ცა იძრა დედის კივილით, და მამამ ღამე ვერ გაატანა.
მაშინ წაიქცა ჩემთვის კენწერო, ვერც კი გავიგე თავს რა გადმომხდა, იქვე მახლობლად, ქალთა კივილში, ამხელა, ბრგე კაცს სული აღმოხდა.
და შეუმჩნევლად შემიძვრა შიში, შიში სიკვდილის გენეტიკური, ნაადრევის და შეუცნობელის, უასაკო და დაუნდობელის.
თუმცა ღვთის ძალით დღეს ცოცხალი ვარ, თან დედამიწას სულ არ ვამძიმებ, უკვე ორმოცსაც გადავაბიჯე, და სამუდამოდ რა დამაძინებს!
კვლავ სურათს ვუცქერ, ნაცნობ-მომღიმარს, ვფიქრობ, - ეს კაცი რამ გაათეთრა, წინასწარ გრძნობდა თვის ბედისწერას, თუ ამ ცხოვრებამ გადააბერა?!
წირვა იყო თუ ზენა განგება, უსაშველოა წუხილი, ფიქრი, ფაქტი ერთია, ის რომ დამჭირდა, გვერდში არ მედგა და უმისობა, მე დღესაც მიჭირს.
სხვა მამებივით, ზოგჯერ სკოლაში, რა მოხდებოადა მასაც ეარა?! ან სტუდენტობის ლამაზ ხანებში, ნაბახუსევზე, ხინკლით და ლუდით ერთად გვეამა?!
თან სიყვარულიც წაიყოლია, დედაჩემზე რომ მოაბოდებდა, თუმცა ის გვერდში აღარცა ჰყავდა, და მის სასახლეს სხვა აგოდებდა!
მერე დაიწყო კოშკების მსხვრევა, მივედ-მოვედე ალთას და ბალთას, როგორ დამაკლდა იმ კაცის რჩევა, ვისიც, რომ ზენამ მომაკლო კალთა. დილის ნიავმა, გზა ვერ მიჩვენა, ტაძრისაკენ რომ მემართა საჭე, ეგებ ერჩია, სხვა ფართე შარა, ვინმე არსებას არ ეგო მახე.
ახლაც მჭირდები და შენ არც იცი, ვერც წარმოიდგენ როგორ მჭირდები, მარტო შენს ღიმილს ძალუძს ეფანტა, შუაღამური ფიქრთა ბინდები.
არც შვილიშვილის, დევნა აწყენდა, რა, ვერ დასცლიდა ყანწს ძეობაზე? თუ თამადობას ვერ შეიშვენდა? ყოველ თებერვალს ჩემს დღეობაზე?
პასუხი არ მაქვს არცერთ კითხვაზე, შემზარავია ეჭვის ობობა, ზენა ძალაა ამის საბაბი, თუ შეპარული ღვთის უნდობლობა? არ ვიცი ასე რამ დამაღონა.
რა გვიანია?! დაბნელებულა, სუნთქვა მიჭირს და მხუთავს ოთახი, ო, ეს ფიქრები, არ მტოვებს ისევ, ღამეც ვერ არის ჩემი ქომაგი.
მგონი დრო არის გავისრეირნო, მელიქიშვილზე ვტკეპნო ასფალტი, წვიმაში ვეძებ პასუხს კითხვაზე, რად დამდევს მუდამ, მე მამის ლანდი.
ამ კითხვას ვგონებ პასუხი არ აქვს, ჩემი ხვედრია ეს მძიმე დარდი, მოსაგონარი, სანთელი ხატთან, სხვა რაღა დამრჩა, ალიონია უკვე თბილისში, ვახ, ეს ცხოვრება რა მალე გარბის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გაგიმარჯოს. კარგია.555 გაგიმარჯოს. კარგია.555
8. მძიმე და ტკივიიანია,თუმცა ძალიან კარგი და მგრძნობიარე+++555 მძიმე და ტკივიიანია,თუმცა ძალიან კარგი და მგრძნობიარე+++555
7. მოგიკითხეთ...:) ტკივილი გასაგებია...მამები განსაკუთრებულად გვიყვარს...:( მოგიკითხეთ...:) ტკივილი გასაგებია...მამები განსაკუთრებულად გვიყვარს...:(
4. წარმატებები... წარმატებები...
3. ლევან, ლექსი ძალიან ტკივილიანი და ძალიან კარგია... მეც მამით ობოლი ვარ და ძალიან კარგად მესმის შენი :(
ლევან, ლექსი ძალიან ტკივილიანი და ძალიან კარგია... მეც მამით ობოლი ვარ და ძალიან კარგად მესმის შენი :(
2. სამწუხაროდ ეს მარტო ჩემი ტკივილი არ არის, საქართველოში რატომღაც კაცები უფრო ადრე მიდიან ცხოვრებიდან! :(:(:( სამწუხაროდ ეს მარტო ჩემი ტკივილი არ არის, საქართველოში რატომღაც კაცები უფრო ადრე მიდიან ცხოვრებიდან! :(:(:(
1. მომიტევეთ,ტკივილი მესმის კარგად, ლექსი ვერ მოვიწონე,ხოლო:
თან სიყვარულიც წაიყოლია, დედაჩემზე რომ მოაბოდებდა, თუმცა ის გვერდში აღარცა ჰყავდა, და მის სასახლეს სხვა აგოდებდა!
აი,ეს ვერ გავიგე,
მომიტევეთ,ტკივილი მესმის კარგად, ლექსი ვერ მოვიწონე,ხოლო:
თან სიყვარულიც წაიყოლია, დედაჩემზე რომ მოაბოდებდა, თუმცა ის გვერდში აღარცა ჰყავდა, და მის სასახლეს სხვა აგოდებდა!
აი,ეს ვერ გავიგე,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|