ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოდი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2008


ავალონი


უძლეველ ყოვლისა მოსული თეთრ ქარავანისა, წოდებულ
მეუფედ დროისა, მხსნელი მებრძოლი ავალონიდან
ხრმალი ნაჭედი, თვით დიდოსტატის, ხელთ შეპყრობილი
მაქვს მომართული, მტრის ჯავშან ფარულ მკერდის ასაჩეხად.
ცამეტი რაინდი, არარსებული მწვერვალის დასაპყრობად
მიიწევს, მედგარი სულით ძლევს და თავად განაგებს სუსხს,
დამამდუმარებელ შხამს, ჩვეულს კლდის ქარის იერიშის
მწარმოებელს, დილემმას ფანდად მოვლენილს, ლაშქრობისას.
დღე პირველი – საწყისი, დასაბამია, და უფსკრულიდან
ამოღწეული პერგამენტი მთხოვს ჟამთა აღწერას
სულით დაცემას არ მაპატიებს, მატიანის გარყვნას
ჩვეული ზვიადობით, უმალ გამაძევებს ავალონიდან.
განაგრძეს გზა, ვიწრო ბილიკებზე სიარულით, იქვე
კი შეამჩნიეს ქვეშაგებს დაცემული, სველი დროშა
ყველასაგან მიგდებული, გათოშილი ყინვის მარწუხებში
რომ იფლითებოდა, სათანადო პატივის მიუგებლად.
რაინდმა ხელების სითბო მოუვლინა მხსენლად დროშას,
მიუხედავად უკუთვნელობის თვისასა, სხვათატომელთა
დაცემული შეიბრალა, პატივი მიაგო სულს
სუსტი მედროშის, რომელ ვერ სძლია თავსა თვისასა.
კოდექსია მათი, ბრძოლა მართალი სიტყვის ძიებისთვინ
მახვილით თუ უმახვილოდ, მორჩილ არს კანონთა
რაინდი, ურჩი, ბედთან მებრძოლი, მოვლენილ მხსენლად
ღვთისმოშიში არსებაა, ერის გულიდან ამონაფრქვევი.
ლომგული ბიჭები, ერთი-მეორეს მიყოლებით ეცემიან
მუხლი ეკვეთებათ უთანასწორო ბრძოლაში
რადგან სამწუხაროდ იმდენი გროვდა უსამართლობა
რომ თვით დედამიწამ ვერ დაიტია გიგანტურ მანტიაში.
სუსხი კი ქროდა, ნელ-ნელა შხამით ათრობდა
როგორც სჩვევია უსამართლობას, დამქაშებითურთ…
უსამართლობა იყო თვით მწვერვალის არსებობა,
ფეშქაში იყო – ჯუჩების რაზმი, ავალონიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები