ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2010


დაუვიწყარნი

ბევრჯერ ყოფილა საქართველოში,
ყოფნა არ ყოფნის საკითხი მდგარი,
სულიერების თუ ფიზიკური,
გადარჩენისთვის ავიღეთ ხმალი.

ვეჭიდებოდით ცხრა დევთა ჭიდილს,
უფლისგან მუდამ შველას მოველით,
რა საიდუმლო ვიცით ქართველმან?.
ჟამიანობის მწვავე მომენტში.

მძიმე დღეებში გვეცხადებიან,
დედაღვთისმშობლის სახე ნათელი,
მთავარ მოწამე წმინდა გიორგი,
ლეგენდად შექმნეს ხალხმა სათქმელი.
 
არა გვყოლია კეთილ მოსურნე,
ობოლ ერს ყველა გვიმიზნებს ისარს,
ყველას ხმალი აქვს მომარჯვებული,
ჩვენს ძლიერ მკლავებს უფალი იცავს.

სპარსი, მონღოლი, ბიზანტიელი,
თურქი, არაბი, ყველა კარს გვინგრევს,
უღვთო ჩრდილოელ კავკასიელი,
ველური ტომი მგლის ხახით გვიმზერს.

ქართველ მამლუქთა ოდესეაც გვკვლავს,
უმწარეს დღეთა მოსაგონებლად,
ქართული მიწის ხვავს და ბარაქას,
ეხარბებიან მტერნი გორებად.

ჩვენი ლამაზი გოგო-ბიჭები,
სჭირდებათ ჯიშის გასამრავლებლად,
მებრძოლთა მამაც წრის შესავსებად,
წმინდა მიწაზე გასატარებლად.

ტრიალებს ცოდვის კალო ჩვენს ირგვლივ,
ვერ მოდრეკავენ ქართველ კაცს მტრობით,
რჩეულ გმირებს და მამაც მეომრებს,
ვერ დაგვაკლებენ ვერაფერს ომით.

თვით სამარეშიც თან მიჰყვებოდნენ,
ამირებ, ფაშებს, სულთნებს და შაჰებს,
მიწაზე ღვრიდნენ მათ უწმინდურ სისხლს,
ქართველ კაცს როცა უგებდნენ მახეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები