ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2010


ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ გორგასალი

თხუთმეტი წლისა ტახტზე გამეფდა,
გონიერებით აღსავსე ნიჭით,
გოლიათური ჯანღონე ქონდა,
მტერთაგან ირგვლივ გარემოსილი.

მიზან სწრაფული შემოქმედებით,
ჯერ დაამარცხა ხიზანთა ხანი,
შემდეგ ძლიერი ოვსი ბაყათარ,
თავის და იხსნა ქვეყნის სადარი.

შიშისგან ძრწოდნენ სპარსები უკვე,
ბიზანტიელნი, ირანელები,
ათთა მეფეთა-მეფეს ეძახდნენ,
შეშინებული სისხლის მსმელები.

შიშით ჰყვიროდნენ „დურ არ გორგასარ“.
მეფე ვახტანგის ნახვით სპარსები,
ვერვინ აღწევდა მის სიახლოვეს,
სანამ არ ჰპოვეს მისი გამცემი.

გოლიათებში მძლე გოლიათი,
დაჭრა მსახურმა ჯაჭვ ჩარღვეულში,
ისარ გარჭმული მაინც იბრძოდა,
მტერს არ უნახავს ის წაქცეული.

დაჭრილი მეფე სისხლად დაცლილი,
სვეტი-ცხოველში მცხეთას დაკრძალეს,
ჯანღონით სავსე დაუძლეველი,
უძლეველ ლომთა ლომებს ადარეს.

მის სასახელოდ მისი სახელი,
ეწოდა დროშას გორგასლიანი,
მოვა დრო როცა საქართველოში,
აღიმართება დროშა ფრიალით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები