ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნაბა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2010


მაღლა, ზეცად

გადავეჩვიე ლექსების წერას,
გათოშილ ხელით აღებას კალმის,
ყოველ ნაბიჯზე აქ ნახავ მღერას,
სამოთხეში ვარ, ხე მიდგას პალმის.

უკვდავ სივრცეში გაჭიმულ თოვლად
ცის თეთრი ფერი გაგხდისო ძლიერს,
არ ნახავ ტკივილს, უმძიმესს ყოვლად,
რითმის წერა ხომ მიწას ჰგავს ფხვიერს.

ფორმას თუ მისცემ ლამაზად მოსჩანს,
ზეგ გადაუვლის დრო ხომ წყალივით,
თუ კი გებადა წაგართმევს ხონჩას,
შემოგეჩვევა მაცდურ ქალივით.

დაწერილია დღეს ლექსი ყველა,
პოეტთა მუზებს აზრები ჰკლავენ,
დაშვებულია მხოლოდ სიმღერა,
ტაეპებისთვის სევდას აკრავენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები